ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზარნაძე
ჟანრი: პოეზია
23 მარტი, 2016


სამიოდე სტროფი მოდურ დეპრესიას

რაღა აზრი აქვს ლოდინს წერილის,
აღარც დარეკავ,
მალე დილაა.
და მთვარის ლანდი, გადაწვენილი
ფერმკრთალად თვლემდა კამელიასთან.

ვთამაშობ ჩემთვის,
უფრო თავს ვირთობ,
ასე ეშვება ლექსების ფარდა.
შუაღამე კი, როგორც თაღლითი,
დილამდე ბოლო ხურდამდე მფანტავს.

არაფერია, ალბათ გამივლის
ჩემივე თავი,
ლექსებით მდარე...
ფეხმოტეხილი ძველი სკამივით
ვერაფრით დავდგი მე ჩემი დრამა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები