 | ავტორი: ზარნაძე ჟანრი: პოეზია 26 მარტი, 2016 |
(თუ მიშა ბახტინს დავუჯერებთ, ყველა მონოლოგი დიალოგია საკუთარ თავთან)... ***
ეს ხეებია, ხეებს იქით არის მდინარე, ზღვა იყოს, ტბა ან ოკეანე, როგორც გენებოს... და ჩვენი ყოფის სიშავისგან გამომდინარე, გეზი აიღეთ ცურვისაკენ, ფრენა-გემებო!.. ეს ხეებია, მარტის თვიდან ჯერ არ გაკვირტულ კადრებად რომ სჩანს საზარელი, მკვდარი ტოტებით, ნაზამთრალ ხეებს თუ კი კარგად დააკვირდები, კვალიც აღარ სჩანს ცოცხალ ღმერთის, ძველი ტოტემის... ანუ ჩვენში ვზრდით ჩვენივე ღმერთს, თავად ვაწესებთ ცურვისთვის ამინდს ან ვექტორებს ზღვების ქარისთვის. იმ იგავივით აქ ყოფნისგან ნარჩენ ნამცეცებს მთელი ცხოვრების სამყოფ სარჩოდ დავახარისხებთ... ეს ტყეა, ასე უღრანი და გზაგაუმტარი, ტყეა ხელოვნურ კანონებით, ტყის იქით კბოდე... მე კი არ ვიცი, რას ვუწოდებ ახლა უმთავრესს, ეჭვშეუტანელს, იმედი რომ სულ მუდამ გქონდეს; გარდა ასეთი უფლებების თავზე საკუთარ, დაუბმელობის შეგრძნებების, სიგიჟის როგორც... და როცა იტყვი, მეც შენს გვერდით, ახლა აქ უნდა ვიყო, ეგ არის ზღვაში გასვლის ამინდი, ლოგო... ეს ხეებია, ხეებს იქით ჩვენი ღრუბლები ალისფერ ხომალდს სარომანე აფრებს უბერავს... მე კი ჯიუტად ასე ვზივარ, არ გეუბნები, ნუ გეშინია, გამომყევი, თავისუფლება- ზე გელოდები, მეტროდან მარცხნივ...
____________ სკამთან ზეთისხილი, „...... .. მძვინვარება“, ბოთლი, სიგარეტი, რვეულები... ამობრუნებულად მძინარე ვარ, ჩემს თავს ვეღარაფერს ვეუბნები. ვეღარ გავუმხილე სასიკვდილო სენი, გამომწვევი უძილობის... როგორც ზღვის ტალღების საიდუმლო, ისე შტორმიანად უძიროა შენი თვალები და ტყუილია! - ახლაც ისეთივე მძინარე ვარ... ყდა შემოისწორე, უილიამ, მორჩეს „ხმაური და მძვინვარება“!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. ჰო, პირველი უფრო ამინდიანია.
მეორე უილიამის ხათრითაც კი არ მომეწონა
საბოლოოდ მაინც ბახტინია აქ ყველაზე კარგი = ) ჰო, პირველი უფრო ამინდიანია.
მეორე უილიამის ხათრითაც კი არ მომეწონა
საბოლოოდ მაინც ბახტინია აქ ყველაზე კარგი = )
6. დიალოგების ატრიბუტია პოზიტივი. დიალოგების ატრიბუტია პოზიტივი.
5. მძინარე,ოღონდ პირიქით,უძილო.. გმადლობთ მძინარე,ოღონდ პირიქით,უძილო.. გმადლობთ
4. მეტად საინტეესო დიალოგ...მონოლოგები იყო...:-*
თუმცა ორჯერ წავიკითხე, უკეთ რომ გამეგო...:) მომწონს ავტორი...:-*
"ამობრუნებულად მძინარე"...ეგ როგორი მძინარეა?...:)
მეტად საინტეესო დიალოგ...მონოლოგები იყო...:-*
თუმცა ორჯერ წავიკითხე, უკეთ რომ გამეგო...:) მომწონს ავტორი...:-*
"ამობრუნებულად მძინარე"...ეგ როგორი მძინარეა?...:)
1. "ეს ტყეა, ასე უღრანი და გზაგაუმტარი, ტყეა ხელოვნურ კანონებით, ტყის იქით კბოდე... მე კი არ ვიცი, რას ვუწოდებ ახლა უმთავრესს, ეჭვშეუტანელს, იმედი რომ სულ მუდამ გქონდეს;" -აზრიც მომეწონა და მელოდიაც. "ეს ტყეა, ასე უღრანი და გზაგაუმტარი, ტყეა ხელოვნურ კანონებით, ტყის იქით კბოდე... მე კი არ ვიცი, რას ვუწოდებ ახლა უმთავრესს, ეჭვშეუტანელს, იმედი რომ სულ მუდამ გქონდეს;" -აზრიც მომეწონა და მელოდიაც.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|