ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
26 მარტი, 2016


ლეონიძისებურად

გოგოვ, ხმა გამეც, სადა ხარ,
შენ ხომ ოთარი გიყვარდა?
დავდნი შენს ძებნა - ლოდინში,
თვალები ამომიღამდა!

მოდი... შენსავით ვერავინ
შემიმსუბუქებს ტკივილებს,
ახლა მე ვკოცნი ფაქიზად
შენგან დაკოცნილ გვირილებს.

თუ მოხვალ... თუკი მომისწრებ
ცოცხალს, უვნებელს სრულიად,
ვიტყვი: მქონია ყისმათი,
ამ გულშიც გაზაფხულია.

მაშ, დამიბრუნდი... სადა ხარ,
შენ ხომ ოთარი გიყვარდა?
გავჭაღარავდი ლოდინში,
თვალები ამომიღამდა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები