ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546     * * *     "რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ლუტეცია
ჟანრი: პოეზია
24 მარტი, 2016


წინათგრძნობა

მართლაც არსებობს წინათგრძნობა...
ხდება ხოლმე:
რაღაც, შიგნით, პირობითად ქვეცნობიერი
გვეუბნება, ან თქმას ცდილობს,
თუ რა მოხდება.
ჩვენ კი ვერ ვხსნით მაინც ბოლომდე,
ვშფოთავთ და გვიკვირს...
ამ დროს გულმა იცის პასუხი, გონებამ - არა.

ამ ზაფხულს სწორედ ასე მოხდა,
ერთ ჩვეულებრივ, მშვიდ საღამოს
ჩემი სოფლის ეზოში მდგარმა,
უცებ მთელი სიცხადით მივხვდი:
რომ ბავშვობა ახლა უკვე ნამდვილად მორჩა,
და იმ შარაზე ჩემს ტოლებთან
ძველებურად ვეღარასდროს ვითამაშებდი.
ისე მწარე და ნამდვილი იყო ეს გრძნობა,
როგორც ქარი, ზამთრის ცივ ღამეს
სახეში რომ გვეცემა ხოლმე.

მე გვიან მივხვდი,
რის თქმა სურდა გულს მაშინ ჩემთვის,
(გონება რომ ერთი წამით ვერ დაუშვებდა):
რომ იმ ჩასვლაზე
მე ბოლოჯერ ვნახე ბებია. 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები