ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: ანუ
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
25 მარტი, 2016


უცხო

ფანჯრიდან  იყურება, თითქოს ყველაფერი ეცნობა, მაგრამ სხვა თვალით აღიქვამს ახლა... ძველი ჯობდა...  ყურადღებას რომ არ აქცევდა და მაინც  იმახსოვრებდა... ხეებს ითვლის,  ხის სკამებს ითვლის, ხის კუნძებს ითვლის... კიდევ კარგი პარკის წინ ცხოვრობს... რა ძნელი იქნებოდა  ყოფა , თუნდაც მეზობლის სახლში რომ ცხოვრობდეს ,მისი სახლის ხომ ფანჯრებიდან  პარკი არ ჩანს... სახლში მოსულს პატარა აივანი დახვდა,  ქმარს გაუკეთებია... პირველივე დღეს იკამათეს... შენს ისტერიკებს ვერ ავიტანო...ძნელია თავის ხელში აყვანა, როცა საწყალობელი და უღონო ხდები... ძნელია სიმშვიდის ნავთსაყუდელში ყოფნა,  როცა იმდენად უმწეო ხარ , რომ გადაადგილებისათვის ხელის შეშველება გჭირდება...უცხოა ამ გარემოსთვის, უცხოა მოწყალებისათვის,  უცხოა ასეთი ცვლილებისათვის... იმედია ძალას იპოვის მოსაშინაურებლად...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები