| ავტორი: ზარნაძე ჟანრი: პოეზია 4 აპრილი, 2016 |
(ასახვა, კვალი დარტყმის შემდეგო)
გადასვლა ძაღლის ყეფიდან ძველი მუსიკის ყეფაზე. აღარ იღელვო, დილისთვის ეს აღარ გემახსოვრება, რადგან ისეთი მთვრალი ხარ, ფანჯრების გამოღებამდე, წაიფორხილე და სამჯერ თავი მიარტყი... ცხოვრებას; კედლებში ჟონავს თამბაქოს ფერი იმედი აპრილის, მოინანიე, ილოცე, იქნებ როგორმე გადარჩე!.. აზრი აღარ აქვს ადრე თუ თვითმკვლელობაზე აცრილი გეგონა თავი, როდესაც ასე ახლოს გაქვს დამბაჩა ლექსებთან... როგორც ჰაერის ყოველდღიური ლიმიტი, ქურთუკის ჯიბით დაგყვება ფალოსოფოსი ევროპა... და მეზობელი კორპუსის დასაპყრობად და ლიფტისთვის ხუთთეთრიანი ნახტომი მთელი ცხოვრება გეყოფა... რა დროს ვარდბულბულიანი, აღმოსავლური მოტივი, ფუძესარღვევი კედლები, სოციალიზმი... საშიში ხდები ხალხისთვის... პოეტებს, რომ ვერ უძლებენ დატვირთვას თავისუფლება! ბოჰემა!.. აბი LSD… ჰაშიში... ჩარბი კიბეზე, ბავშივით ვიღაცის კარზე დარეკე ზარი... დასასკდომ თვალებში შიზოფრენიას განათებ... - მიიღე ლიფტო ჩემგან ეს ხუთთეთრიანი ტარიგი, ზემოთ ამიშვი, არ ვხტები, გამოვფხიზლდები მანამდე...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. რადგან ისეთი მთვრალი ხარ, ფანჯრების გამოღებამდე, წაიფორხილე და სამჯერ თავი მიარტყი... ცხოვრებას;
უძლიერესი ფრაზაა! რადგან ისეთი მთვრალი ხარ, ფანჯრების გამოღებამდე, წაიფორხილე და სამჯერ თავი მიარტყი... ცხოვრებას;
უძლიერესი ფრაზაა!
7. ჰო ჭა-ს ვეთანხმები, მე საერთოდ არ ამოვვარდნილვარ რიტმიდან, ბოლომდე კარგად წავიდა. :) ჰო ჭა-ს ვეთანხმები, მე საერთოდ არ ამოვვარდნილვარ რიტმიდან, ბოლომდე კარგად წავიდა. :)
6. კარგი ლექსია, მსუბუქად იკითხება. კარგი ლექსია, მსუბუქად იკითხება.
5. მშვენიერია...ბოლომდე კარგია...არაჩვეულებრივი... ზუსტი სურათი დახატა და ემოციაც ცელქობის...სიმთვრალის...:-* 555 მშვენიერია...ბოლომდე კარგია...არაჩვეულებრივი... ზუსტი სურათი დახატა და ემოციაც ცელქობის...სიმთვრალის...:-* 555
4. მართლა რა კარგად დაიწყო,საერთოდაც არაუსავს ამ ლექსს,ლექსია სხვა ბევრი ნაწერისგან განსხვავებით:)
4 მართლა რა კარგად დაიწყო,საერთოდაც არაუსავს ამ ლექსს,ლექსია სხვა ბევრი ნაწერისგან განსხვავებით:)
4
3. ჭეშმარიტად სარანგულია) ჭეშმარიტად სარანგულია)
2. "ოხ, ეს სიმთვრალე" - ძვ. სპარსული ანდაზა "ოხ, ეს სიმთვრალე" - ძვ. სპარსული ანდაზა
1. ოჰ ოჰ ოჰ... რატომ მიაფუჩეჩე? კარგად დაიწყო და შუიდან ბოლოსკენ აიბლანდა. ოჰ ოჰ ოჰ... რატომ მიაფუჩეჩე? კარგად დაიწყო და შუიდან ბოლოსკენ აიბლანდა.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|