ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: ანუ
ჟანრი: პროზა
28 მარტი, 2016


იმედი

  _მეფე ვარ,მეფე!  ქვეყანას მიხედვა  და მოწესრიგება უნდა !  _ ისმოდა ჩახლეჩილი ხმა ქუჩაში.სახეზე ქუდჩამოფხატული,ცალთვალი, წვერულვაშიანი ჭაღარა ბერიკაცი  სანახაობა მობეზრებულ, არც თუ ისე ცნობისმოყვარეობით მათვალიერებელ  გამვლელებს ისე უცქერდა, თითქოს გამომლაპარაკებელის პოვნა უნდოდა.  არავინ  გამოლაპარაკებია,  ყველას თავისი გასაჭირი მიქონდა და სხისი ჭირის გაზიარების ტვირთი არ ხიბლავდა.
-  დამწერლობა კარგი გაქვთ, მაგრამ რაში გარგიათ!  გონიც მახსოვს რომ გქონდათ, მაგრამ ან ეგ რაში გამოიყენეთ, მტერ-მოყვარე ვერ გაგირჩევიათ ! ვერც კანონები გამოგდგომიათ !_ უკვე  ხმამაღალზე  გადავიდა.
_ რაღაც მეცნობი, სახითაც, აზროვნებითაც _ შუა ხნის კაცი დაინტერესდა... მართალია ცოტას ბარბაცებდა და როგორც ჰაბიტუსზე, ისე სუნზეც  ემჩნეოდა ბარბაცის მიზეზი, მაგრამ პირველი ნაბიჯი გადმოდგმული იყო…
_მეფე ვარ და უნდა მიცნობდე, შეიძლება ამ ქვეყნის არა, მაგრამ სხვა ქვეყნის ხომ ვარ, იმედია აქაც , თუ…_ არ გააგრძელა, ტონსაც დაუწია,  ცალი თვალი ორივე თვალში გაუყარა და გამომცდელად დაელოდა...
_მთვარეა, ჰო  მთვარეა _გაახსენდა რაღაც აბარბაცებულს_შენ ხომ მზე მოგტაცეს, მოგპარეს თუ სიბრძნეში გაგიცვალეს.
იცნეს , ამაყი იყო და მაინც  გაუხარდა... დიდზე დიდი იყო და მაინც ესიამოვნა, ასეთი შენიღბულიც რომ იცნეს, თორემ თავის  რჩეული გმირებით და არწივის ფრთებით შემკული ოქროს მუზარადით თუ მოვიდოდა მის ცნობას რა უნდოდა... მაგრამ ასეთს, უნდოდა ხალხის მისკენ  შემობრუნება...უნდოდა მოხუცის სიტყვას  ქონოდა ფასი...
_მე მზის თვალი  დავთმე  , თქვენც დაგითმიათ, მხოლოდ არც თქვენი ნებით და არც სიბრძნისათვის, ვერც გაგიგიათ ისე გამქრალა , მაგრამ მე ვიცი როგორ გადაგარჩინოთ... აზრსა და მეხსიერებასთან ერთად მესამე ყორანსაც მოვიყვან, ემოციას დავარქმევ და ისევ აენთება ჰელიოსი თქვენს თვალებში...
ეს უთხრა , ტაში შემოკრა და გაფრინდა... აბარბაცებულმა კაცმა თვალი დაადევნა, იფიქრა მომეჩვენაო, თუმცა იმედი კი გაუჩნდა, რისი თვითონაც არ იცოდა... 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები