ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546     * * *     "რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ზვიადიი
ჟანრი: პოეზია
28 მარტი, 2016


ქართველო ხელი ხმალს იკარ

ქართველო ხელი ხმალს იკარ
წინ მიეგებე მტერსაო
მომხვდურთ უგებე ფარიო
წინ უძეხ ერსა,ბერსაო
მეც გამოგყვები მღიმარი
ვაჟკაცობითა შენსაო
სიკვდილი საჩინოდ მიჩანს
რაღას შევწირავ მეტსაო
შენსა შემყურეს მეჩქარის
გული ალალად ქცეული
მტერს შევეგებვი თავითა
რაგინდ არ ვიყო სნეული
არ დავნებდები არასდროს
როდემდის მიძგერს გულიო
სათქმელად მაინც დამრჩება
ყოველ მიწა-გოჯს ვუვლიო
ჩვენ არ ვიქნებით მომავლის
სხვა მოვა დასაცავადო
ფეხს არ უკუვიქმთ ჩვენითა
უკუნისამდე ვდგავართო
ვეღარ გაგვიტეხს ერთობას
ვერც მოღალატე,უპირო
ქართველად მას ვინ იტყვისო
ქართველს სული გვაქვს უბიწო
დაუღალავო სამშობლო
ღვთისმშობლისა ხარ წილხვედრი
ბრძოლით,ყიჟინით,გრიალით
გამარჯვებამდე მიხვედი
...
ერა იწყება
ერთიანობის
ქართველი ერის
ერთხმიანობის
დგება მშვიდობის
წელი ნანატრი
მის მობრძანებას
გულით დავნატრი
ფეხს მოიკიდებს
მშვიდობა მარად
ბოლომდე დავდგეთ
მტკიცედ და მყარად
...
თავისუფლება
ჩვენი ვალია
უქმად ყოფნისთვის
დროს არ ცალია
თავისუფლებით
ფეთქავს ეს გული
სიკეთის ძალით
არის შემკული
ჩვენ დავიბადეთ
ერთი უფლებით
რომ გავიხაროთ
თავისუფლებით
...
სამშობლოსათვის
იმედად ხმლების
ასე იბრძოდნენ
ლეკვები მგლების
სამშობლოსათვის
თავსა წირავდნენ
შემოსეულ მტერს
ხმლებით გმირავდნენ
მათგან რჩებოდა
შთამომავლები
და იზრდებოდნენ
კვლავ მომავლები
...
საქართველო იარსებებს
უკუნისამდე მარადის
ძალა მისი ჩვენ გვიჩვენა
მან ბრძოლაშია მარაბდის
საქართველო გაიმარჯვებს
და მუდამ იარს დიდებით
ძალა და შეუპოვრობა
ერთობაშია მიხვდებით
გამარჯვებით საქართველო
და მშვიდობით წინ იარე
რომ დაგჭირდეს შევიქნები
შენი ჭირის მოზიარე
...
სამშობლო სისხლით ნარწყავი
ერთი გვაქვს დედამიწაზე
სხვის სამშობლო ჩვენ არ გვინდა
ამ მშვენიერ მიწა-წყალზე
სისხლით მოვრწყეთ მინდორ-ველი
ცრემლით ვავსეთ ტბები,ზღვები
აქ დავლიეთ ჩვენი დღენი
აქ იბრძოდა ჩვენი ძმები
რატომღა გვედავებიან
ანდა რა უნდათ ჩვენგანა
სამშობლოს ერთი გოჯისთვის
არ დავზავდებით მტერთანა
...
ცას გადეყარა ღრუბლები
მშვიდობას მოასწავებდა
სიკეთის ძალით შემკული
სისხლისღვრას მოათავებდა
იმედი გაჩნდა წყალობით
სიცოცხლის გაგრძელებისა
მას ეტყობოდა ნიშანი
დასმული მხარგრძელებისა
ეს სიდიადე ზეცისა
დასასრულ იყო ომისა
და დასაწყისი სიკეთის
შანსი ქართველთა ტომისა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები