ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიიც
ჟანრი: პოეზია
4 აპრილი, 2016


სიყვარული

ლეგენდებს წერდნენ სიყვარულზე ოდოდგანოდის
რომ სიყვარული უცაბედად,თავისით მოდის,

მოვა,ჩაგხედავს ღრმად თვალებში ამბობდნენ ძველად,
თუმცა ამგვარი სიყვარულის დღეს აღარ მჯერა

მე აღარ მჯერა რომ არსებობს გრძნობა დიადი
და რომ სიყვარულს გულში შემოჰყავს განთიადი

დღეს არამჯერა მე თვალების,მწველი თვალების
და სიყვარულზე ფიქრებსაც კი მე ვემალები

დღეს თუ თვალები თვალებს უგებს უსიტყვოდ მზერით
და თუ არსებობს სიყვარულის ახსნა თვალებით.

მაშინ გამოდის ჩემი გრძნობა არის ნამდვილი,
უადგილოა: დაგივიწყო- ჩემი წადილი.

მსურს დავემალო შენზე ფიქრს და შენს ლამაზ თვალებს,
თუმც შენზე ფიქრი მე ლანდივით ყოველთვის დამდევს.

და ჩვენ შეხვედრას პირველი გრძნობს ჩვენი თვალები,
ვუმზერთ ერთმანეთს, ვუმზერთ ჩუმად და ნეტარებით.

ჩვენი შეხვედრა არის ჩუმი და არის უტყვი,
მხოლოდ თვალები საუბრობენ, თვალები ურჩი.

და თუ ლეგენდებს მივენდობით გამოდის ასე
რომ ჩემი გული სიყვარულით არის დღეს სავსე.

ეს სიყვარული კი თან არის წმიდა წადილი,
ბევრ ლეგენდაში აღწერილი გრძნობა ნამდვილი,

აი მე რატომ ვებრძვი გულში წარსულ ლეგენდებს
და არ ვენდობი, არ ვენდობი მე მელეგენდეს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები