ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიიც
ჟანრი: პოეზია
13 მაისი, 2016


მე და მთვარე

ყველა წავიდა, დამტოვეს მარტო,
დამტოვეს მარტო, როგორც ცოდვილი,
მარტოვარ მაგრამ მხოლოდ შენ გნატრობ
და გულს მისერავს ეს მოლოდინი

ვწევარ გავცქერი სევდიან მნათობს,
იციც ჩემს გულში ეძებს იარას
ჩემს სულში ეხლა ოცნებებს ათოვს,
ჩემს სულში მთვარემ იბორიალა.

მე მთვარე ეხლა ღიმილით მათბობს,
ცისფერი ზეცა მოჰგავს ფიალას,
ბევრი სევდა და ტკივილი მახსოვს,
ამ ტკივილებმა ჩემთან იარა.

ცივ მნათობს ვანდობ რაც გულში მიდევს,
მთვარეც მიშუშებს თითქოს იარას
მე ჩემი სული დღეს მთვარეს მივეც,
ტკივილმა მაინც არ გამიარა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები