ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: თენგო აბრამია
ჟანრი: პოეზია
31 მარტი, 2016


(ციკლიდან) ქარწაღებულები

.
კარამელის გემო აქვს
შენს თითებს,

თვალები გაქვს ცასავით წმინდა.
თოვლივით წმინდა გაქვს თვალები.

თბილი წვიმასავით ხარ,
დასველება რომ გსიამოვნებს ადამიანს
და თავის შეფარებას ერიდები.

შენი ტუჩები ზღვაში ჩამავალი მზის ფერია.
ბროწეულის ფერია შენი ტუჩები.
ჩავკბეჩდი...

ისეთი მარტოა ეს ქალაქი.
მხოლოდ ბეღურებია მიმოფანტული
აქა-იქ.


შენც,ამ ქალაქივით მარტო ხარ.
მარტო.
ცხოვრობ ხეზე
და თოვლი არის შენი ჩამომდნარი მოგონება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები