 | ავტორი: პალატამერვე ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 1 აპრილი, 2016 |
პირის შეკვრა მიბრძანე და ნემსის ყუნწში ძაფის გაყრას მოვანდომებ ასერთ წელიწადს! უნდა ვიმღერო - სადაც მე ვდგავარ, მთავრდებიან მდინარეები. სადაც მე ვდგავარ - ქარია.
ამომიშენე კედლები და ძილი მიბრძანე - ჩაძირულ გემებს დავისიზმრებ, სკივრებს, ზარდახშებს. ზღვის ფსკერზე დავრჩე - სევდიანი მემოზინები მომიყვებიან მითებს ხმელეთზე.
გაბზარულაო, პაპაჩემის საფლავის ქვა და ათოვს ნასახლარს. ჭა ჩამშრალაო, დაქცეულა, ჩამქრალა კერა, მოთქვამს სულელი. კაცო, ამისთვის თუ მოსულხარ, ამ ქვეყანაზე, არ დაგელია წვეთი წყალი, ქვა არ დაგედო.
აი, მე ვდგავარ მდინარეთა დასალიერთან, სიზმრებს ვკითხულობ. ხორგივით მოაქვთ, მომლოდინე დედების შიში. შენ კი, გაბზარულ ქვას დასტირი, პაპაშენისას.
წადი და მოსდე მთელ ქვეყანას ჩემი ამბავი, რომ მე აქ ვდგავარ, მდინარეთა დასალიერთან, სიზმრებს ვკითხულობ.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
23. ძალიან მომეწონა!
ცოტა გაბრაზებული ლექსი კი მეჩვენა პალატამერვეჩემო, მაგრამ არაბოღმიანი, არამედ ღირსეული პასუხის შემცველი.
"პირის შეკვრა მიბრძანე და ნემსის ყუნწში ძაფის გაყრას მოვანდომებ ასერთ წელიწადს!"
რა კარგია, როცა ზუსტად იცი შენი ადგილი. შესაშური ამბავია. :)
"სხვა"-ში რა უნდა ამას?!
ძალიან მომეწონა!
ცოტა გაბრაზებული ლექსი კი მეჩვენა პალატამერვეჩემო, მაგრამ არაბოღმიანი, არამედ ღირსეული პასუხის შემცველი.
"პირის შეკვრა მიბრძანე და ნემსის ყუნწში ძაფის გაყრას მოვანდომებ ასერთ წელიწადს!"
რა კარგია, როცა ზუსტად იცი შენი ადგილი. შესაშური ამბავია. :)
"სხვა"-ში რა უნდა ამას?!
22. ნაღდად სარანგულია) ნაღდად სარანგულია)
21. ეს არაო, ის არაო. ჰოდა იყოს აქ. არავის მოუშლის ნერვებს :) მე კი მომიშალე ნერვები ეს კარგი ლექსი რად დადე "სხვა"-ში? არებობს სხვადასხვა მკითხველი და არსებობს განსხვავებული აღქმა ეს არაო, ის არაო. ჰოდა იყოს აქ. არავის მოუშლის ნერვებს :) მე კი მომიშალე ნერვები ეს კარგი ლექსი რად დადე "სხვა"-ში? არებობს სხვადასხვა მკითხველი და არსებობს განსხვავებული აღქმა
20. ამ ბოლო დროს მხოლოდ ამ ავტორის პოეზიისთვის შემოვდივარ აქ.
ამ ბოლო დროს მხოლოდ ამ ავტორის პოეზიისთვის შემოვდივარ აქ.
19. ასერთ წელიწადში ვერაფერი დავინახე საკრარული, არადა როგორ მინდოდა..
რათქმაუნდა ამ საიტზე დადებულ ბევრ ლექსს სჯობს :))
რათქმაუნდა ეს არ ნიშნავს რომ კარგია. ;დდ
5. ასერთ წელიწადში ვერაფერი დავინახე საკრარული, არადა როგორ მინდოდა..
რათქმაუნდა ამ საიტზე დადებულ ბევრ ლექსს სჯობს :))
რათქმაუნდა ეს არ ნიშნავს რომ კარგია. ;დდ
5.
18. შენ ბოლო-ბოლო, ფაუსტი ხარ თუ ელი? რას გვერჩოდი ახლა ამ წელიერ და პატიოსან ხალხს? ვენი, ვიდი, ვიცი თუ გინდოდა არ გამოგივიდა ეს ამბავი:) შენ ბოლო-ბოლო, ფაუსტი ხარ თუ ელი? რას გვერჩოდი ახლა ამ წელიერ და პატიოსან ხალხს? ვენი, ვიდი, ვიცი თუ გინდოდა არ გამოგივიდა ეს ამბავი:)
17. კვესელავა მეორე?:) კვესელავა მეორე?:)
16. სინამდვილეში აქ ხალხმა აზრიც ვერ გაიგო მაგრამ აკომენტარებენ აქაოდა გვესმის,ვხედავთო...სიმართლე გამხელილი ჯობს... წარმატებები კვესელავა ))) :* სინამდვილეში აქ ხალხმა აზრიც ვერ გაიგო მაგრამ აკომენტარებენ აქაოდა გვესმის,ვხედავთო...სიმართლე გამხელილი ჯობს... წარმატებები კვესელავა ))) :*
15. თალიეს ამბებია... :)
თალიეს ამბებია... :)
14. ჟანრს ვაპროტესტებ. თუმც ჩემს ცოდვილ ორ ქულას არც ვაკადრებდი ამ შესანიშნავ პოეზიას. ჟანრს ვაპროტესტებ. თუმც ჩემს ცოდვილ ორ ქულას არც ვაკადრებდი ამ შესანიშნავ პოეზიას.
13. რა რთული ხარ და საინტერესო...აი,ყველა წაკითხვისას სხვადასხვა რამეს ვპოულობ ერთ ლექსში.. რა რთული ხარ და საინტერესო...აი,ყველა წაკითხვისას სხვადასხვა რამეს ვპოულობ ერთ ლექსში..
12. ჟანრი სხვა ?
ეს თუ არაა პოეზია აბა რა ჯანდაბაა ???
უმაგრესი ნაწერია ეს ! ჟანრი სხვა ?
ეს თუ არაა პოეზია აბა რა ჯანდაბაა ???
უმაგრესი ნაწერია ეს !
11. სევდიანი მემოზინები:)) სევდიანი მემოზინები:))
10. სხვაში ალბათ იმიტომ რომ ვერ გავიგე აქ პოეზიად რა აღიქმება
ეს არაო, ის არაო. ჰოდა იყოს აქ. არავის მოუშლის ნერვებს :)
https://www.youtube.com/watch?v=Z5RQQQ2tL1Q
:)
სხვაში ალბათ იმიტომ რომ ვერ გავიგე აქ პოეზიად რა აღიქმება
ეს არაო, ის არაო. ჰოდა იყოს აქ. არავის მოუშლის ნერვებს :)
https://www.youtube.com/watch?v=Z5RQQQ2tL1Q
:)
9. ერთი მთლიანი ლექსია...ანუ მთლიანად უნდა წაკითხო,რათა დაიჭირო ის გამწყობა და ემოცია, რაც ავტორმა ჩადო შიგ...:-* ისეთია, ჰორიზონტებს იქით რომ გაგიყვანს და უკანაც მშვიდობიანად რომ დაგაბრუნებს...იქიდანაც თუ გამოგატანა რამე ისეთი, ხელშესახები, ხომ მთლად კარგია და კარგი...ვფიქრობ ეს მოახერხა ავტორმა, ნაწლობრივ მაინც...:-* და რატომ დევს "და სხვაში?"...ამაზე უკეთესი პოეზია, ბევრი არაფერი წამკითხავს აქ...:( ერთი მთლიანი ლექსია...ანუ მთლიანად უნდა წაკითხო,რათა დაიჭირო ის გამწყობა და ემოცია, რაც ავტორმა ჩადო შიგ...:-* ისეთია, ჰორიზონტებს იქით რომ გაგიყვანს და უკანაც მშვიდობიანად რომ დაგაბრუნებს...იქიდანაც თუ გამოგატანა რამე ისეთი, ხელშესახები, ხომ მთლად კარგია და კარგი...ვფიქრობ ეს მოახერხა ავტორმა, ნაწლობრივ მაინც...:-* და რატომ დევს "და სხვაში?"...ამაზე უკეთესი პოეზია, ბევრი არაფერი წამკითხავს აქ...:(
8. მხოლოდ პირველი მხოლოდ პირველი
6. აი, მე ვდგავარ მდინარეთა დასალიერთან, სიზმრებს ვკითხულობ. ხორგივით მოაქვთ, მომლოდინე დედების შიში. აი, მე ვდგავარ მდინარეთა დასალიერთან, სიზმრებს ვკითხულობ. ხორგივით მოაქვთ, მომლოდინე დედების შიში.
5. აქა ვდგავარ და სხვანაირად არ.
ქარი ჩამდგარა კი არა, უფრო ამოვარდნილა ^^^^ აქა ვდგავარ და სხვანაირად არ.
ქარი ჩამდგარა კი არა, უფრო ამოვარდნილა ^^^^
4. რაღაცნაირი განწყობა იგრძნობა...თითქოს მითიური...ფანტასტიკური...
მაგიური...ისეთივე ცხადი,მაგრამ ამავე დროს სიზმარეული,როგორიც ადამიანის ყოფაა! მრავალმხრივი და შეუცნობელი...სადაც იწყება ცნობიერების ნაკადი და დასასრულს ვერ ვიგებთ...ეგებ სიკვდილი სიზმრის უბრალოდ გაგრძელებაა... :( რაღაცნაირი განწყობა იგრძნობა...თითქოს მითიური...ფანტასტიკური...
მაგიური...ისეთივე ცხადი,მაგრამ ამავე დროს სიზმარეული,როგორიც ადამიანის ყოფაა! მრავალმხრივი და შეუცნობელი...სადაც იწყება ცნობიერების ნაკადი და დასასრულს ვერ ვიგებთ...ეგებ სიკვდილი სიზმრის უბრალოდ გაგრძელებაა... :(
3. პირველს როგორ მოაქვს.
ბოლოსაც. პირველს როგორ მოაქვს.
ბოლოსაც.
2. რაღაცნაირია, აი. საუბარი და ამბები ლექსად :) მომეწონა, ჰო. მემოზინებზეც შევიტყვე. მარტო ჟანრია ბუნდოვანი ;)
რაღაცნაირია, აი. საუბარი და ამბები ლექსად :) მომეწონა, ჰო. მემოზინებზეც შევიტყვე. მარტო ჟანრია ბუნდოვანი ;)
1. ზოგჯერ მგონია- მეტისმეტად ხომ არ გადაეშვა ავტორი მისტიკაში თქო, მაგრამ რომ დაუკვირდები- ისეთი ცხადია აქ ყველაფერი...
და რა სიტყვები იცის ხოლმე- მემოზინები :)
ზოგჯერ მგონია- მეტისმეტად ხომ არ გადაეშვა ავტორი მისტიკაში თქო, მაგრამ რომ დაუკვირდები- ისეთი ცხადია აქ ყველაფერი...
და რა სიტყვები იცის ხოლმე- მემოზინები :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|