ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პალატამერვე
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
4 აპრილი, 2016


* * * (მიმინო მზერას ვერ მიაპყრობს...)

მიმინო მზერას ვერ მიაპყრობს,
თვალს მოჭრის მყისვე მზის მწველი სხივი,
განა კაცს შესწევს?!

ბასრია იგი
ისარივით, იმ მშვილდოსნისა,
კოშკთა მცველთაგან ცეცხლში მარტო რომ დარჩენილა
და სასიკვდილოდ დაჭრილს ჯერაც უნარი შესწევს
- ბასრია იგი, ისარივით შურისძიების.


მაგრამ, ხომ ამბობენ, თალიე?!
მაგრამ, ხომ გსმენია, თალიე?!
- არის უძინართა აისები.
დილის სუსხი უნდა დავლიო,
ჩემი სისხლი უდგას ალიონს,
იმ სისხლით თვალები ამევსება.

ესხმის "ხეთა ჯარს, ხეთა რიგს",
(ცეცხლის მახვილი ხელთ არის!)
მერე უძინართა დაისები...
თუმცა, მკვირცხლად და მხნედ არის,
ვითარც დაჭრილი მხედარი
გზის ბოლოს სისხლისგან დაიცლება.


და ვდგავართ ორნი,
ჰორიზონტის სხვადასხვა მხარეს,
მე ჩამავალ მზეს მივაცილებ,
შენ - ეგებები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები