ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიიც
ჟანრი: პოეზია
7 აპრილი, 2016


ქალი!

როგორც ტერენტის ქალი აგონია
მეც მარტოსული ვზივარ სარკმელთან,
მე ეხლა ვფიქრობ და ასე მგონია
ჩემსავით არავინ არ ზის დარდებთან

მეც ზოგჯერ მივალ ძველ როიალთან
ვცდილობ დავიწყო თითით თამაში
თავი უბადრუკი მგონია და
დამეთანხმებით ალბათ ამაში,

დამეთანხმებით რომ ვარ მარტოსული,
ქალი ცრემლები და ქალი დარდი,
ქალი ცხოვრების ტვირთად მოსული
და ამ ცხოვრების ზედმეტი ბარგი!

სული სავსეა ეხლა ტკივილით
მას გაფრთხილება სჭირდება თითქოს,
ღმერთო რას ვაკეთებ ამდენი ჩივილით
მხოლოდ საკუთარ თავზე რომ ვფიქრობ.

და მე მჭირდება დღეს გაღიმება,
და მე მჭირდება დღეს სულ სხვა სითბო,
გავხედავ სარკმელს გამეღიმება
გულში ტკივილს და იმედებს ვითბობ

და ვდგავარ ისევ ჩემს ძველ სარკმელთან,
გარეთ წვიმა და გარეთ თქეშია
და მარტო ვრჩები მე იმ დარდებთან
რომელიც მარტოდ მარტო ჩემშია

და ველოდები,მას ველოდები,
და მჯერა, მჯერა რომ დაბრუნდება
დღეს ჩემ გრძნობებზე მღერის ლოთები
დღეს ჩემს გრძნობებზე ბევრი ღონდება

და მაინც მევარ დღეს მარტოსული
და მარტოსული სარკმელთან ვტირი
ქალი ყველასგან მიტოვებული
და გარიყული ვით მეფე ლირი

ქალი რომელიც სიყვარულს ელის,
ქალი რომელიც მას ელოდება
ქალი სარკმელთან სულ მასზე მღერის
და  მხოლოდ, მხოლოდ მასზე ღომდება...

და მან არ იცის ჩემი გრძნობები
ეხლა ქარები დაქრიან ჩქარა
და სიყვარულის ანგელოზები
სარკმლიდან ვხედავ რომ გაქრნენ  სადღაც.

როგორც ტერენტის "ქალი აგონია"
მეც კლავიშებზე დავიწყებ თამაშს,
მე ძლიერ მინდა, ო, როგორ მინდა,
რომ მყავდეს ბავშვი და ვიყო დამა.

დაღონებული და სევდიანი,
მე ჩემი გულის მეგობარს ვუცდი,
სარკმელთან ვზივარ დღეა მზიანი,
მე ხომ ქალივარ და მე ვარ სუსტი.

და ალბათ ასე გავა წამები
ასე გაივლის ცხოვრება ჩემი,
დავრჩები ქალი მე ნაწამები
რადგან შორეულ მეგობარს ველი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები