ნაწარმოებები


რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის„ კონკურსი - 2023     * * *     ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის კონკურსი: „ჭადრის ოქროსფერი ფოთოლი - 2023„     * * *     ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ფორუმზე, კონკურსების გაყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლუტეცია
ჟანრი: პოეზია
5 აპრილი, 2016


სახელები

თავიდან იყო სახელები
და შესაბამისად გვარები,
მერე კი იყო მათი სიტყვები...

იყო სიტყვები - არაფრისმთქმელი,
იყო სიტყვები - ღრმაც,
იყო სიტყვები  - ეპატაჟური,
იყო სიტყვები - მრავლისმთქმელი,
იყო სიტყვები - გაცვეთილი,
იყო სიტყვები - განსხვავებული,
იყო სიტყვები - ცენზურა,
იყო სიტყვები - მხოლოდ სიტყვებისთვის...

და იყვნენ ადამიანები,
რომლებსაც აღაფრთოვანებდა
სახელების და გვარების მიერ
წარმოთქმული ყოველი სიტყვა,
მიუხედავად მათი შინაარსისა.

ბოლოს კი - იყო სახელები და გვარები
ახლო ხედით,
მათ უკან დიდი სიცარიელე
და  მცირე ადამიანობა...
და იყო შეცნობა იმისა,
რომ არსებობენ ადამიანები -
მხოლოდ სახელები და გვარები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები