ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546     * * *     "რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ზვიადიი
ჟანრი: პოეზია
6 აპრილი, 2016


არ დავანებებ თავს ჩემს სამშობლოს

არ დავანებებ თავს ჩემს სამშობლოს
რომც გადამაკრან ასი ლახვარი
თავს არ შევიქცევ მტრისგან ზურგისკენ
ბოლომდე გავალ თავს დამაშვრალი

თუნდ ასი მცემონ,ასი მაწამონ
შემომთავაზონ ქრთამ-სასყიდელი
ხმა მაცდუნების რომცა ამომცდეს
დღე დამეწყევლოს იქ მაშინდელი

დაღლილ-დაქანცულ და ნაწვალები
სამშობლოს ფერხთით დავეცემები
მეორედ მოსვლის ჟამსა ქრისტესა
სამოთხის კართან დაველოდები
...
ცოცხალი თუ მკვდარი
დავბრუნდები სახლში
ჩამოვივლი ქუჩებს
ვისეირნებ ბაღში

სამართალი როცა
აღსრულდება მაშინ
საქართველოს მტერი
გაეხვევა შარში

გამარჯვება ჩვენდა
დაუკარით მარში
ბედნიერი ვივლი
სიხარულით ჯარში
...
თავი გავწირე ქვეყნისთვის
მეწადა,ასე მსურდაო
მშვიდობა,კეთილდღეობა
მინდოდა ძლიერ მწყურდაო

ძალა დავხარჯე,არ დამრჩა
თავისა გასატანადო
მსხვერპლი გავიღე ყოველი
სამშობლოს დასაცავადო

არ დამიყრია ფარ-ხმალი
მტრებისა გასახარადო
არ მიმიცია საბაბი
თავისა დასაძრახადო

მე დავისახე მშვიდობა
ცხოვრების მთავარ მიზნადო
უფალმა ჩემს სამშობლოში
რომ მიმაბაროს მიწადო

შენ იდღეგრძელე სამშობლო
ღმერთმა დაგლოცოს ციდანო
თავისუფლების ძახილი
ისმის ყოველი მხრიდანო
...
ომში ბრძოლისას
კვდება მრავალი
ბევრი ყოფილა
ომში ნავალი

ბევრს გაუთხრია
სამარე მტრისთვის
შემწე ყოფილა
ბრძოლაში ძმისთვის

ბევრს შეხვედრია
ჭირი სხვაგვარი
ფიქრი მათ ჰქონდათ
ერთურთს მაგვარი

სამშობლოსათვის
გაწირეს თავი
უფლის ვედრებით
მშვიდობა ყავი
...
შორით მეძახდა
უცნობი ხმები
ისევ იქნებით
სხვა ქვეყნის ყმები

კვლავ იარსებებთ
შიშში,ძრწოლაში
არ ჩაებმებით
თუ კი ბრძოლაში

დაგამარცხებენ
იოლად მტრები
თუ არ გამართეთ
ბრძოლაში მხრები

ენაცვლებოდა
ერთურთს აზრები
აღასრულებდნენ
ლოცვანს ტაძრები

რადგან ბრძოლაა
ცხოვრება ჩვენთვის
მას გამარჯვება
ყოველთვის ერთვის

და გამარჯვების
გაისმა ექო
სამშობლო ჩემი
მინდოდა მექო

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები