ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დერვიში
ჟანრი: იუმორისტული
6 აპრილი, 2016


ნუ ჩხავი!

დამჩხავის ერი უჩხავერობას, მე რა გიშველო?!
მე ვარ პოეტი, უზნეო და უფარშიმშერო.
მე ვარ პოეტი ხან ურჩხული, ხანაც ვერანი
და უფრო ხშირად მენატრება ხონზე ვერონა.
ქართული ფილმი ჰოლივუდურს არ ჰგავს ანიმეს,
თუმც ბრიჯიტ ბარდო უფრო მიყვარს, ვიდრე ხანუმა
და უფრო ხშირად ვეძალები სუშის, ტოკიოს...
ნამწვადარ კუჭზე ვნება რთული მოსათოკია.
აკი გითხარი, უზნეო და უფარშიმშერო
მე პოეტი ვარ, ჩემო ერო და ვერ გიშველი,
ნუ ჩხავი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები