ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: ერთი ვიღაც მარტო სული
ჟანრი: პოეზია
8 აპრილი, 2016


* * *

მეათასეჯერ დავიწყე წერა ,
მეათასეჯერ გამიწყდა რითმი.
დედა ვატირე მე თქვენი ყველას
მთლად უიმედო დარდებო !
იცით?
შემზიზღდა სუნთქვა ბინძურ ჰაერის,
შიშებით , სევდით , ობლობით სავსის.
სულშეხუთული დავიარები
აქ, სადაც ყოფა ერთ წამსაც არ ღირს.
ნერვებით ვიჭრი ხორცის ბორკილებს,
გადავიკარგო უნდა ზეცაში !
იქნება მაშინ მაინც მომირჩეს
გადასერილი გულის პერანგი.
ვგრძნობ ახლა ათასს.
ვფიქრობ მილიონს.
სიტყვა ვერ იტევს ქარიშხლებს სულის.
მე ვარსკვლავებმა უნდა მიმიღონ ...
წამებად ვითვლი დღეებს და ვუცდი
გარდაცვალებას,
შორს თქვენგან წასვლას ,
გუდა-ნაბადი ავიკრა უნდა -
ამას, ვერ ბედავს ვერც ერთი ფიქრი ,
ოდნავ ნაკლებად ვნატრობდე თუნდაც .
მშვიდობით !
კარგად.
გზა მაქვს უვრცესი.
გიტოვებთ არრას,
სიუხვე მეყო.
ერთს გთხოვთ , საფლავზე სისხლით დაწერეთ :
" - არ გამიხსენოთ ! აღარ ვარსებობ ! "

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები