ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: ლუბა ელიაშვილი
ჟანრი: პოეზია
9 აპრილი, 2016


აღსარება

ღმერთო,
გთხოვ, ისეთი დამიფარო,
როგორმაც შენამდე მოვაღწიე.
ნუგეში მომმადლე, გავიხარო,
უგუნურს  ცოდვები მაპატიე,
ამაოებით რომ დავიბანგე,
და ვერ დავიცავი  ათი მცნება -
მოყვასის სიყვარულს დავეხარბე,
მტრის კი ვერ შევძელი შეყვარება.
ვერც ის შეგონება შევისმინე,
რომ სულით გლახაკი ნეტარია,
მხოლოდ წარმატება მოვინდომე,
ცხოვრების ავყევი რია-რიას.
შენსკენ სავალი გზა დამებურა,
თავიც კი დავკარგე უნებურად,
იმაზე აღარც კი  მიფიქრია
ეგ ეკლის გვირგვინი რად გახურავს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები