| ავტორი: ზარნაძე ჟანრი: პოეზია 10 აპრილი, 2016 |
(მოპოეტო სტუდენტის დიალოგი საკუთარ თავთან).
გავს მადიანად ნაბახუსევს "ჩვენი" ქალაქი, რომ ეს ხმაური არის მთელი მისი გულძმარვა... რა ესთეტიკა, პოეზია, ან ლაპარაკი საერთოდ ასეთ რამეებზე, როცა უძრავად წერ ამ ოთახში, დატრიალებ ფიქრებს წარსულზე, მოგონილია მსახიობთან შენი მგვანება. იმ გოგოსთანაც არ გიმართლებს, ვითომ აზუსტებ. და ერთ ღამესაც, როცა მართლა შეიმრგვალება ყველა სიმთვრალე, ნიკოტინი, მელანქოლია, წარსული, აწმყო, აგრესია, ნაკერი მკლავი, ახალს იტყვიან შენზე რამეს, ასე გგონია? - „გუშინ გნახე და იცინოდი, აქვე იყავი...“ თეთრ დერეფნებში, ან და ცოდნის ამ თეთრ ტაძარში... თუმც ბრედბერივით (ფიქრობ რამე სახეიროებს), მოგიწევს, რადგან გულგრილ დროსგან კაცად გადარჩე ბიბლიოთეკა დაამთავრო წითელ დიპლომზე! ბიბლიოთეკა გაგახსენებს იქ, სოფელს, სადაც დაგრჩა სოფელი, ღამეები, მეტამორფოზა... ირონიათა სამინისტრო, ყოფილი საგა, შენ რომ მოგწონდა, ან მოსწონდი, და არ მოგწონდა, ან არ მოსწონდი, და ათასი ბურღი თუ ბუზი, ტვინში... გეყოფა, მეგობარო, ნამდვილზე წერე! ფეხით დადიხარ და აღარ გგავს ის ავტობუსი, გამოწერილი სადგურების დროს რომ აჩერებს. რაც მთავარია, ამ ჩემს მდგრადად განვითარებას გააკონტროლებს პარტიები, დიდი მინისტრი, სწავლასთან ერთად თავს ვანებებ წევას, დალევას, საშიში ვხდები ქვეყნისათვის - სხვისი ჯიბისთვის... რა სილამაზე, მეგობარო, ან რა ქვეყნები, სადაც გაწირავ მყუდრო ჭერის ბოძად მკვახე თავს... ეხ, თუმცა მაინც არ ეშვები, გადაგეყარე დღეს, პანთეონში დაგავიწყდა თვალის გახელა ერთი საათით... (გვიანია, მინდა რომ გითხრა, სეირნობისთვის. ღამეა და აცივდებოდა). ადრე ხუმრობდი - მიტომ მიყვარს წიგნები, კითხვა, ამ გახვრეტილი ჯიბიდან რომ არ ცვივდებაო... გავს მადიანად ნაბახუსევს მთელი ქალაქი, რომ ეს რუტინა არის მთელი მისი გულძმარვა... რა ესთეტიკა, მეგობარო, რა ლაპარაკი...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. თავიდან რა კარგად დაიწყო, მაგრამ ბოლომდე ვერ ჩავედი.
"გეყოფა, მეგობარო, ნამდვილზე წერე! ფეხით დადიხარ და აღარ გგავს ის ავტობუსი, გამოწერილი სადგურების დროს რომ აჩერებს. რაც მთავარია, ამ ჩემს მდგრადად განვითარებას გააკონტროლებს პარტიები, დიდი მინისტრი, სწავლასთან ერთად თავს ვანებებ წევას,"
აქედან ძალიან გართულდა კიტხვა. თავიდან რა კარგად დაიწყო, მაგრამ ბოლომდე ვერ ჩავედი.
"გეყოფა, მეგობარო, ნამდვილზე წერე! ფეხით დადიხარ და აღარ გგავს ის ავტობუსი, გამოწერილი სადგურების დროს რომ აჩერებს. რაც მთავარია, ამ ჩემს მდგრადად განვითარებას გააკონტროლებს პარტიები, დიდი მინისტრი, სწავლასთან ერთად თავს ვანებებ წევას,"
აქედან ძალიან გართულდა კიტხვა.
4. ვერ წავიკითხე ბოლომდე. ჩემი ბრალია ალბათ. კომენტარებსაც ძალით ვწერ მგონი. მოვალ განწყობით და წავიკითხავ მერე.
ვერ წავიკითხე ბოლომდე. ჩემი ბრალია ალბათ. კომენტარებსაც ძალით ვწერ მგონი. მოვალ განწყობით და წავიკითხავ მერე.
3. ეს ნაწერი მომწონს ! კარგი ავტორი ხარ შენ ! ეს ნაწერი მომწონს ! კარგი ავტორი ხარ შენ !
2. მეორე კურსის ტიპიური "უსარგებლობის" განცდა.:) მთავარია სწავლას თავი არ დაანებო. გაგივლის მეორე კურსის ტიპიური "უსარგებლობის" განცდა.:) მთავარია სწავლას თავი არ დაანებო. გაგივლის
1. მომწონს ეს ავტორი...ეს უკვე ვთქვი, მაგრამ ვიტყვი კიდევ...:-* მომწონს ის, რომ თავისი ყოველდღიური ფიქრი განწყობა ზუსტად მოაქვს მკითხველთან...:-* პოეზიაა, მაგრამ პროზასავით ზუსტი...:)
მომწონს ეს ავტორი...ეს უკვე ვთქვი, მაგრამ ვიტყვი კიდევ...:-* მომწონს ის, რომ თავისი ყოველდღიური ფიქრი განწყობა ზუსტად მოაქვს მკითხველთან...:-* პოეზიაა, მაგრამ პროზასავით ზუსტი...:)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|