ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: ანუ
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
10 აპრილი, 2016


ცხოვრება

  მტრედი ვიპოვე , ძირს ეგდო …  ავიყვანე, თვალები აატრიალა… პირქვე დავაყუდე, რძე წამოუვიდა…  ვაკოცე ,  გაცოცხლდა…  ვეფერე , პატარა ბიჭად გადაიქცა…  ვაჭამე , გაიზარდა…  შეშურდათ ,  სახლიდან გამიგდეს…  ვეძებე,  ვერ ვნახე…ვერ  ვიტირე,  დავინაცრე...  დრო გავიდა,  მოვიდა...  მტრედი აღარ იყო , არწივად ქცეულა... წითელი ფეხები აღარ ქონდა , დეზები უჩანდა...  პურს აღარ ჭამდა, ხორცი უყვარდა...  მშვიდობის ვიყავიო, ბრძოლის გავხდიო...  ვღუღუნებდიო ,  გავყივივარო... სუსტი ვიყავიო, ძლიერი გავხდიო... მსხვერპლად შემწირესო, ახლა მსხვერპლს ვირჩევო... კი ვერ მიდედეო, მაინც გეშვილეო... უმწეო იყო, მაშინ მიყვარდა...მტაცებლად მოვიდა, მაინც მიყვარს... რომ და-( გა) მაქციოს , მაინც მეყვარება...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები