ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: ანთა ნათელიძე
ჟანრი: პოეზია
10 აპრილი, 2016


მზისა და მაისისაა




კაცისას ვერაფერს გეტყვი
შესაცნობია ძნელადა
ქალი კი ისევ ისაა
(მზისა და მაისისაა)
რაცა ყოფილა ძველადა
თუ უერთგულებ იხარებს
იქცევა ფრენა-ლხენადა
ნისლზე ყვავილებს დაგირგავს
მოგივა ახალ ფერადა
თუ დაივიწყებ იდარდებს
უფალს ინატრებს მხსნელადა
ბედნიერება შერჩება
გაცრეცილ ცისარტყელადა
სიზმარი გაებზარება
თავის გულს შეეფარება
იქ დაიღვრება ცრემლადა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები