ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
სამსახურიდან შესვენებაზე გამოვდივარ. საჩქაროდ ვჭრი გზას და სადარბაზოში ვუჩინარდები. სახელოს ვიწევ და მაჯაზე შებნეულ საათს დავცქერი, ჯერ მხოლოდ ორია. ერთი საათი გვაქვს ერთმანეთით ტკბობისთვის. საკეტს ვატრიალებ, კარს ფრთხილად ვაღებ და დახუთული ჰაერი ფილტვებს მიხშობს, სასიამოვნოდ მაჟრჟოლებს ტანში. ერთი სული მაქვს როდის ვიგრძნობ, როდის შევეხები. კარის დაკეტვისთანავე, ფანჯარას ვაწყდები და ფარდას ოდნავ ვწევ. საშინლად მინდა მოწევა, მაგრამ არ ვეწევი, მხოლოდ პირში ვიდებ კოლოფიდან ამოღებულ ერთ ღერს და კბილებს მაგრად ვუჭერ. არ გავაფუჭებ მომენტს, ყველაფერს თავის დრო აქვს. აი, გამოვიდა, ტროტუარზე დგას და ცდილობს გზა გადმოკვეთოს. ფეხები მეკვეთება, მუცელში წვას ვგრძნობ. ყელი მიშრება. თმა გაუშლია, ჯინსის შარვალი და მუხლამდე პალტო აცვია, თეთრი ბერეტიდან გაშლილი თმა მოუჩანს. გახურებულ შუბლს მინას ვადებ და თვალებს ვხუჭავ. ერთი... ორი... სამი... შვიდი... ცამეტი... ოცდახუთი და... საკეტის ხმაზე ვკრთები, თავს მძიმედ ვატრიალებ და ენის წვერს ტუჩზე ვისვამ. მისი შემოსვლა და ჩემი სხეულის გრავიტაციის დაკარგვა ერთია, მთელი ჩემი სხეული, კანზე ოდნავ დამჩნეული ბუსუსები ყალყზე დამდგარი, მისკენ მიიწევენ, მთელი გრძნობით სურთ მასთან სიახლოვე. მანტოს იხდის და სკამზე დაუდევრად აგდებს. მაღალი მკერდი აჩქარებული სუნთქვისგან აუდ-ჩამოუდის. მე ისევ გახევებული ვდგავარ ერთ ადგილას, მიუხედავად იმისა, რომ მისკენ მიმიწევს გული და გონება. ორივე ხელს მკლავებზე იჭერს, ქვედა ტუჩი უკანკალებს და ცდილობს კბილების დახმარებით გააჩეროს, ისევ ისე როგორც პირველად. სიგარეტს პირიდან ვიღებ და მაგიდაზე ვაგდებ. მის წინ ვჩერდები, აბურდულ თმას თითებით ვუსწორებ, თუმცა კი უარესად იმუხტება, მავიწყდება რომ ჩემი ხელები ბიოდენს ატარებს, თმის ძირებს ვეხები და წრიული მოძრაობით ვცდილობ დავამშვიდო. განაბული დგას, თვალები ეხუჭება, თუმცა ცდილობს არ დახუჭოს, ყელში სურვილი მეჩხირება, მინდა ხელში ავიტაცო და ყველაფერი უცებ დავამთავრო, მაგრამ არ შემიძლია ვიყო ეგოისტი. ხელები უდუნდება, ბოლოს ეშვება და ორივე ხელს წელზე მხვევს. მის სხეულს გულში ვიკრავ და ყელს ვუკოცნი, მორცხვი გოგოდან გათამამებულ და მაცდურ ქალად იქცევა. მეც ეს მინდა, ეს მსურს, აღარ ვარ ნაზი. გვავიწყდება სამყარო, მოვალეობები და ვალდებულებები, გვავიწყდება ჩვენი ცხოვრება, გვავიწყდება ყველაფერი რაც კარს იქით ხდება. ახლა მხოლოდ ჩვენ ორნი ვართ. მისი სხეული ჩემი სამყაროა და მისი თვალები ჩემი სამოთხე, რომლიდანაც სულ მალე გამაძევებენ, მაგრამ არ ვჩივი, ახლა ხომ ჩემია, იმდენად ჩემი, სხვა უფრო ახლოს მყოფისთვის ოცნებაშიც არ იქნება ასე ახლოს. მისი სხეული დედამიწაა, მე კი ზეცა ვარ, ზემოდან რომ აკრავს, მისგან განსხვავებით ერთფეროვანი. თვალები ოკეანეა, ბობოქარი და მღელვარე, მკერდი მთაგრეხილია, მუცელი გავარვარებული უდაბნო, რომელსაც მე არეული ნაბიჯებით, დასიცხული და მწყურვალი მივუყვები ოაზისისკენ. მირაჟია თუ სინამდვილე? არ ვიცი, თუმცა კი შეგრძნებები ნამდვილია ვგრძნობ და ვიწვი. ცა და დედამიწა ერთმანეთში აირია, დაირღვა ყოველგვარი მიზიდულობის კანონი, სამყარო პირველსაწყის დაუბრუნდა. ქაოსი... და იქმნა ნათელი... ჩემს ხელს ფრთხილად იშორებს მუცლიდან, საწოლიდან დგება და შიშველ სხეულზე საცვლების გარეშე იცმევს იქვე მიგდებულ, ვიწრო ჯინსს. წელსზევით შიშველია, თმას იჩეჩავს და სავარძელზე ჯდება, ფეხებს საზურგეზე აწყობს და სიგარეტს აბოლებს. ერთი სიამოვნებაა ახლა მისი ცქერა. რიტუალად გვექცა მოწევა სექსის შემდეგ. მთელი დღე დაგროვილი სურვილით, მთელი მონდომებით. სიჩუმე... არავითარი კოცნა, ან ბანალური საუბრები, არავითარი სინდისის ქენჯნა, ან სამადლობელი, სასიყვარულო სიტყვები. ჩვენ ეს გვინდა, ეს გვჭირდება და მორჩა. ყოველ დღე ერთი და იგივე, ერთი და იგივე... ამ დროს უფრო მეტი მთლიანობაა ჩვენ შორის, ვიდრე სექსის დროს. ორივე ერთნაირად მაგრად ვექაჩებით და ერთნაირი ტემპით ვუშვებთ ნაცრისფერ კვამლს ცხვირის ნესტოებიდან, შემდეგ კი ოდნავ გაღებული პირიდან. მისი ორი ზედა კბილი, ოდნავ დაშორებული ერთმანეთისგან, თანაბრად უშვებს გარეთ სუნთქვის შემკვრელ აირს. ის ისევ სავარძელზე წევს, თავი დაბლა აქვს ჩამოკიდებული, მისი გაშლილი თმები იატაკზე აფენია. ჭერს მიშტერებული რაღაცაზე ფიქრობს, მაგრამ არ მინდა ვიცოდე რას, არც ვცდილობ გამოვიცნო. საწოლზე ვსწორდები, საზურგეს ვეყრდნობი ბეჭებით, თავს სანახევროდ ატრიალებს და სიგარეტის კოლოფს მესვრის, სანთებელასთან ერთად. მეღიმება... მიყვარს მისი გამოყვანილი თეძოები, მაღალწელიანი შარვლიდან მაცდურად მომზირალი ჭიპი, საოცარია ახლა უფრო სექსუალურია, შარვლის ზევიდან მომზირალი ვიდრე შიშველი. თვალები მიშტერდება... რაღაცას ღიღინებს, დაბალი, თითქმის მოჩურჩულე ხმით, მგონი Honey Bee -ს .მეღიმება... ფეხის ტერფები ერთმანეთზე აქვს გადადებული და რიტმულად აქანავებს. ბოლო ნაფაზიც და ის ფეხზე დგება, ნამწვს იატაკზე აგდებს, თვალებით ზედატანს ეძებს, მერე ღიმილით მიემართება მისკენ, იცმევს და თმას ისწორებს. სარკეში ჯერ საკუთარ თავს უყურებს და შემდეგ მე, სარკიდან მიგზავნის კოცნას, აქეთ-იქით ტრიალდება, მის საქციელზე ხმამაღლა მეცინება. ჩემკენ ბრუნდება, ღიმილით მიახლოვდება. ლამის ნერწყვმა დამახრჩოს. მისი გამოყვანილი ზედატანიდან უტიფრად მომზირალი კერტები მნუსხავს. საწოლიდან ვიწევი,ზურგს უკან ბალიშს ვისწორებ. ის ჩემკენ იხრება ჩემს ტუჩებს ეხება, რბილად და ვნებით, ცეცხლი მეკიდება, მთელი სხეული მეწვის. ხელს წელზე ვხვევ და მუხლებზე ვისმევ, ღიმილით ითავისუფლებს თავს ჩემი მკლავებისგან და ფეხზე დგება. მანტოს მკლავზე იკიდებს და გასვლისას ისევ იმ მელოდიას ღიღინებს. მე კი სასიამოვნოდ დაღლილი ისევ ზურგზე ვწვები, ბალიშს გულზე ვიხუტებ და თვალებს ვხუჭავ. ოკეანე დაწყნარდა, ქარიშხალი ჩადგა... ხვალამდე... ტრადიციულად...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. ბატონო მიშა,სრულიად გასაგებია თქვენი აზრი და მისაღები ჩემთვის.თავს არ ვიცავ,არც რამეს ვუძებნი ახსნას.უბრალოდ ამ ირონიულ კომენტარებს გამოვეხმაურე.მე ფაქტი ავღნიშნე,რომ წერისას ამაზე არ მიფიქრიათქო.პრეტენზია მწერლობაზე კი იმიტომ არ მაქვს ჯერ-ჯერობით,რომ ვფიქრობ ბევრი მაქვს სასწავლი და გასაკეთებელი.ახლა უბრალოდ ვწერ როცა მომაწვება წერის სურვილი და რაც გონებაში გამიელვებს.მართალი ხართ შეიძლება დაულაგებელია,კიდევ აღვნიშნავ,რომ (მაგრამ თავს არ ვიმართლებ)დავწერე ისე როგორც დავინახე.არც იმაზე მიფიქრია რომ მთხრობელი კაცი ან ქალი უნდა ყოფილიყო.ვეცდები სხვა დროს ისე გავმართო ტექსტი,რომ ასეთი ლაფსუსები არ გამეპაროს.გმადლობ,რომ წაიკითხეთ და თქვენი დამოკიდებულება ასე თანმიმდევრულად და სწორად გამოხატეთ.პატივსვცემ როგორც თქვენს პიროვნებას,ასევე ჯანსაღ კრიტიკას. ბატონო მიშა,სრულიად გასაგებია თქვენი აზრი და მისაღები ჩემთვის.თავს არ ვიცავ,არც რამეს ვუძებნი ახსნას.უბრალოდ ამ ირონიულ კომენტარებს გამოვეხმაურე.მე ფაქტი ავღნიშნე,რომ წერისას ამაზე არ მიფიქრიათქო.პრეტენზია მწერლობაზე კი იმიტომ არ მაქვს ჯერ-ჯერობით,რომ ვფიქრობ ბევრი მაქვს სასწავლი და გასაკეთებელი.ახლა უბრალოდ ვწერ როცა მომაწვება წერის სურვილი და რაც გონებაში გამიელვებს.მართალი ხართ შეიძლება დაულაგებელია,კიდევ აღვნიშნავ,რომ (მაგრამ თავს არ ვიმართლებ)დავწერე ისე როგორც დავინახე.არც იმაზე მიფიქრია რომ მთხრობელი კაცი ან ქალი უნდა ყოფილიყო.ვეცდები სხვა დროს ისე გავმართო ტექსტი,რომ ასეთი ლაფსუსები არ გამეპაროს.გმადლობ,რომ წაიკითხეთ და თქვენი დამოკიდებულება ასე თანმიმდევრულად და სწორად გამოხატეთ.პატივსვცემ როგორც თქვენს პიროვნებას,ასევე ჯანსაღ კრიტიკას.
14. ევა ლორელაი, მოგესალმებით...
გამოქვეყნებისთანავე წავიკითხე ეს ტექსტი და მაინცა და მაინც არ მომეჩვენა საჭიროდ, ჩემი აზრიც დამეფიქსირებინა. თანაც ძირითადი კამათი გადაიზარდა იმის კვლევაში, ვის ეკუთვნის მონოლოგი - ქალს თუ მამაკაცს? - არადა, ჩემი აზრით, სწორედ ამ ინტრიგის გამო შეიძლებოდა ჰქონოდა თქვენს ნაწერს რაიმე ღირებულება...
ერთი რამ მინდა გითხრათ: პრაქტიკულად უინტერესო ხდება ავტორთან ურთიერთობა, როცა იგი თავის დაზღვევის მიზნით აცხადებს, რომ - "პრეტენზია არ მაქვს... არც მწერლობაზე, არც სიტყვების შეერჩევა/არჩევაზე." მაშ, რაღაში გაინტერესებთ ან ვინმეს კომენტარი, ან ვინმეს აზრი და ან შენიშვნები? საერთოდ რა გრჯით, რომ წერთ რამეს და აქვეყნებთ ლიტერატურულ საიტზე, რომლის სამუშაო პრინციპი წინასწარ ცნობილია თქვენთვის?
დარწმუნებული ვარ, თქვენ სრულიად არ განეკუთვნებით იმ კატეგორიას, რომელიც პიკანტური თემის წამოწევით საკუთარი ეროტიკული ვნებების დაკმაყოფილებას ცდილობს (არსებობს ამგვარი გადახრაც, ფეტიშიზმსა და ექსგიბიციონიზმს შორის შუალედში). მაშ რაღაა მოტივაცია, რისთვისაც წერთ?
ჩავთვალოთ, რომ ზემოთ ხსენებული თქვენი განაცხადი ბავშვური თავდაცვაა და მხოლოდ შექებას ნუ დაელოდებით, რამეთუ ნაწერს ბევრი ხარვეზი აქვს...
არაქართული სათაური სრულიად არ ვნებს ტექსტს, - ჩემი აზრით;
თუ თქვენგან შეგნებული ნაბიჯია იმისა, რომ სწორედაც გაურკვეველი უნდა ყოფილიყო რა სქესის სუბიექტი ჰყვება ამბავს, მაშინ ვერ იმუშავა ამ ავტორისეულმა ინტრიგამ, რადგანაც ყველა პარამეტრით მთხრობელი ქალია. მამაკაცებს სასურველი ინტიმური კავშირის მოლოდინისას მუცელში წვა არ ახასიათებთ (სექსის მერე შეიძლება ამგვარი რამ), ფეხები არ ეკვეცებათ, არ კრთებიან (მითუმეტეს, რომ მოულოდნელიც არაფერი იყო) და სიგარეტის სიამოვნებას სრულიად არ იკლებენ - არც მანამდე და არც მერე... იმდენად ქალური ქცევებია პირველივე აბზაცში, რომ სადავოც არაფერი რჩება.
იდეაში თქვენი ნაწერი ვნების გადმოცემისთვის გამიზნული ერთგვარი მინიატურა უნდა ყოფილიყო და სხვა არაფერი, რადგან პრინციპში სხვა არც არაფერი თქმულა, მინიშნებითაც კი... ამიტომაც, სწორედ ამიტომაც... როცა ამგვარ თვითმიზანს ისახავს ავტორი, იგი ვალდებულია ყველა ფრაზა, სიტყვა, შორისდებული, სასვენი ნიშანი, ემოციური ხაზი, ტონალობა... ათასჯერ გადასინჯოს, გაიაზროს და თავისთავად, მათ შერჩევაზე იფიქროს. აბა, სასხვათაშორისო სიტყვებითა და ზერელე ფრაზებით განცდის გადმოცემა და მისი სიმძაფრის ზომა-წონის დარეგულირება ასე იოლი რომ იყოს, ყველა მწერლები ვიქნებოდით.
აი, ერთი თქვენი ფრაზა ნაწერის პირველივე აბზაციდან:
"თმა გაუშლია, ჯინსის შარვალი და მუხლამდე პალტო აცვია, თეთრი ბერეტიდან გაშლილი თმა მოუჩანს."
უბრალოდ რომ ვთქვა, სასაცილო ფრაზაა და არათუ ყურადღებას გამახვილებინებს მკითხველს, არათუ გძაბავს საინტერესოს მოლოდინში და გიზიარებს იმ სასიამოვნო ჟრუანტელს, რაც წესით უნდა მოიტანოს ამბავმა... პირიქით, გაბნევს და ძალაუნებურად იწყებ ფიქრს, - თუ მეორე შემთხვევაში ქალს თეთრი ბერეტიდან გაშლილი თმა მოუჩანდა, მაშ ეს პირველ შემთვევაში რომელი თმა გაეშალა?
ან ავიღოთ სიტყვა გრავიტაცია, რომელიც ყველა გაგებით ფიზიკურ სხეულებს შორის მიზიდულობას, ლტოლვას, ერთმანეთისკენ სწრაფვას ნიშნავს. თქვენ კი ირწმუნებით, რომ პერსონაჟი, რომელმაც გრავიტაცია დაკარგა, ყალყზე დამდგარი ბუსუსებით, მიისწრაფვოდა მეორე პერსონაჟისკენ. ვფიქრობ, აქ კატეგორიულად, წონასწორობის დაკარგვას გულისხმობდით... მაგრამ მკითხველი დედა არ არის, რომ მუნჯის ენა იცოდეს... იგი არ არის ვალდებული თქვენი გადაცდენები ასწოროს. ყველა ვალდებულება თქვენ გეკისრებათ და როცა სრულიად გაითავისებთ ამას, აღარც ის ირონიული კომენტარები შეგხვდებათ, რაც ამ ნაწერს მოჰყვა.
უკაცრავად, რომ მხოლოდ პირველი ორი აბზაცის შენიშვნებით შემოვიფარგლე, მაგრამ ზუსტად ამდენივეს გეტყოდით ყველა აბზაცზე. იმედია, ისედაც მიმიხვდით...
აქვე მინდა დავაფიქსირო ჩემი სიმპათიები თქვენს მიმართ. წარმატებები... ევა ლორელაი, მოგესალმებით...

აქვე მინდა დავაფიქსირო ჩემი სიმპათიები თქვენს მიმართ. წარმატებები...
13. რადგან შეცდომით დავწერე მისტერი, ამის გამო დასკვნებს ნუ გავაკეთებთ. ''კაი ტიპობაზე'' პრეტენზია არ მაქვს.არც მწერლობაზე,არც სიტყვების შეერჩევა/არჩევაზე.ვერ ვხვდები ამ კომენტარის აზრს,კრიტიკაა?არ მოგწონთ?თუ უბრალოდ გაგაღიზიანათ ინგლისურმა სათაურმა?შენიშვნას თუ მაძლევთ,იქნებ ისე მაინც მომცეთ, რომ გათვალისწინება მომინდეს.''კაიტიპობაა'' სმაილების გამოყენება?ან ძალიან-ს ნაცვლად ძან -ს დაწერა? რადგან შეცდომით დავწერე მისტერი, ამის გამო დასკვნებს ნუ გავაკეთებთ. ``კაი ტიპობაზე`` პრეტენზია არ მაქვს.არც მწერლობაზე,არც სიტყვების შეერჩევა/არჩევაზე.ვერ ვხვდები ამ კომენტარის აზრს,კრიტიკაა?არ მოგწონთ?თუ უბრალოდ გაგაღიზიანათ ინგლისურმა სათაურმა?შენიშვნას თუ მაძლევთ,იქნებ ისე მაინც მომცეთ, რომ გათვალისწინება მომინდეს.``კაიტიპობაა`` სმაილების გამოყენება?ან ძალიან-ს ნაცვლად ძან -ს დაწერა?
12. https://www.youtube.com/watch?v=R2LQdh42neg https://www.youtube.com/watch?v=R2LQdh42neg
11. მისტერი არაა, მისის სმიტია. სწორედ ამ მადლობამ შემომიყოლა და წსმაკითხა ეს ნაწერი.
თან სათაური რომ უწერია ინგლისურად :)) ნაწერს თავი დავანებოთ და რატომ აწერია სათაური ინგლისურ ენაზე? ძან მაინტერესებს, მართლა უფრო კაიტიპობაა? მით უფრო რომ აზრზე არაა ავტორი ინგლისური ენის. :დ
მისტერი არაა, მისის სმიტია. სწორედ ამ მადლობამ შემომიყოლა და წსმაკითხა ეს ნაწერი.
თან სათაური რომ უწერია ინგლისურად :)) ნაწერს თავი დავანებოთ და რატომ აწერია სათაური ინგლისურ ენაზე? ძან მაინტერესებს, მართლა უფრო კაიტიპობაა? მით უფრო რომ აზრზე არაა ავტორი ინგლისური ენის. :დ
10. მადლობა მისტერ სმიტ მადლობა მისტერ სმიტ
9. ძველს სტილში იყო, რაღაც.
მთლიანობაში შეკრული ნაწერია, თავისი დასაწყისით, კულმინაციებით და ამბებით. After sex უკეთესი იყო, ვიდრე Before. გაცილებით მეტი ჩანდა. რაღაც აუხსნელ სევდასაც კი ტოვებდა ყველაფრის მიუხედავად ძველს სტილში იყო, რაღაც.
მთლიანობაში შეკრული ნაწერია, თავისი დასაწყისით, კულმინაციებით და ამბებით. After sex უკეთესი იყო, ვიდრე Before. გაცილებით მეტი ჩანდა. რაღაც აუხსნელ სევდასაც კი ტოვებდა ყველაფრის მიუხედავად
8. რა ვიცი, ჩემთვის მთხრობელი მაინც ქალს ჰგავს. მე ასე მგონია, საინტერესო იქნებოდა სხვების აზრი და დისკუსია ამ თემაზე. :) რა ვიცი, ჩემთვის მთხრობელი მაინც ქალს ჰგავს. მე ასე მგონია, საინტერესო იქნებოდა სხვების აზრი და დისკუსია ამ თემაზე. :)
7. ხო ავტორი ქალბატონია კი <3 გახლავართ, მიხარია მთხროელში მამაკაცი თუ ამოიცანით,სიმართლე გითხრათ წერისას მის სქესზე არც მიფიქრია.ისე ორნა მკითხველმა (სხვა საიტზე) ქალად აღიქვა. ხო ავტორი ქალბატონია კი <3 გახლავართ, მიხარია მთხროელში მამაკაცი თუ ამოიცანით,სიმართლე გითხრათ წერისას მის სქესზე არც მიფიქრია.ისე ორნა მკითხველმა (სხვა საიტზე) ქალად აღიქვა.
6. ავტორი ქალბატონია, მთხრობელი ჩემთვის მამაკაცურად აღწერს ყველაფერს, შეიძლება მეშლება. არც ეგ არის პრობლემა. ავტორი ქალბატონია, მთხრობელი ჩემთვის მამაკაცურად აღწერს ყველაფერს, შეიძლება მეშლება. არც ეგ არის პრობლემა.
5. ლუტეცია,გმადლობ.არც მე დამიკონკრეტებია... პრეტენზია არ მაქვს იმაზე რომ მაგრად ვწერ,არც მარსის აღმოჩენა დამისახავს მიზნად,რაც მიმივიდა აზრად,რაც იმ წამს მომეძალა ის დავწერე.
ლუტეცია,გმადლობ.არც მე დამიკონკრეტებია... პრეტენზია არ მაქვს იმაზე რომ მაგრად ვწერ,არც მარსის აღმოჩენა დამისახავს მიზნად,რაც მიმივიდა აზრად,რაც იმ წამს მომეძალა ის დავწერე.
4. ჩემი აზრით არაა ცუდი ნაწერი. თავისუფლება იგრძნობა. და საიდან ვიცით რომ მამაკაცია ავტორი? მე მთლად დარწმუნებული არ ვარ. :) ჩემი აზრით არაა ცუდი ნაწერი. თავისუფლება იგრძნობა. და საიდან ვიცით რომ მამაკაცია ავტორი? მე მთლად დარწმუნებული არ ვარ. :)
3. ანანე,მაინც გმადლობ ანანე,მაინც გმადლობ
2. ერთადერთი საინტერესო რაცა მ ნაწერში იყო, ის არის, რომ ქალია ავტორი და მთხრობელი მამაკაცი :) მეტი აარფერი. სატაურიც ბანალურია და თან დიდად არ მომწონს უცხოენოვანი სათაურები. არის მცდელობა გრძნობების და ვნებების მძაფრად აღწერის, მაგრამ გაცვეთილი ბევრი ფრაზაა, სავსე მკერდის სუნთქვის დროს ასვლა-ჩასვლას და ყელის დაკოცვნას რომ თავი დავანებოთ. ერთადერთი საინტერესო რაცა მ ნაწერში იყო, ის არის, რომ ქალია ავტორი და მთხრობელი მამაკაცი :) მეტი აარფერი. სატაურიც ბანალურია და თან დიდად არ მომწონს უცხოენოვანი სათაურები. არის მცდელობა გრძნობების და ვნებების მძაფრად აღწერის, მაგრამ გაცვეთილი ბევრი ფრაზაა, სავსე მკერდის სუნთქვის დროს ასვლა-ჩასვლას და ყელის დაკოცვნას რომ თავი დავანებოთ.
1. ნასინგს გონა ჰართ იუ ბეიბი. მაგარი ჯგუფია ნასინგს გონა ჰართ იუ ბეიბი. მაგარი ჯგუფია
|
|
მონაცემები არ არის |
|
|