ნაწარმოებები


26 ოქტომბერი არჩევნების დღეა. არჩევნებში მონაწილეობა ნიშნავს თქვენი მოსაწონი მთავრობის შანსს. არ გაუშვათ ეს შანსი, აუცილებლად მიდით 26 ოქტომბერს არჩევნებზე და გააფერადეთ სასურველი ნომერი     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სერგეი
ჟანრი: პროზა
16 აპრილი, 2016


ნაწყვეტი რომანიდან ...

        დაღამდა და ბნელმა დანთქა ყოველივე, მხოლოდ ეული მთვარე ანათებდა უნიათოდ მოქუფრული ციდან და ადამიანთა იმედებს ელამუნებოდა
        ტყე გარინდულიყო, მის წიაღში ძველი ციხე-სიმაგრე იდგა მის ქონგურებზე ჩონჩხადქცეული ყვავები ისხდნენ, მყრალი ჰაერი უბერავდა მისი კოშკებიდან, ჭიშკრიდან და უფრორე კი სარდაფიდან,
        ამ ყველაფერს ხრწნის დაღი ესვა,უზარმაზარი, ჟანგისგან შეჭმული ჭიშკრის ნამტვრევები გროვად  ჩამოწოლილიყო კართან , რკინით შეჭედილი კარიც აღარ ბზინავდა ძველებურად და მიწისფერი დაჰკრავდა
      ოოოო,  დროებავ!.... რა არარაობად გიქცევია ეს დიდებული სასახლე! , თითქოს ახლაც ჩამესმის  ფლოქვების ხმა, მხედრები ჭიშკარში შეაგელვებენ ცხენებს, მერე კარი მძიმედ იხურება..
      აკანკალებული , ხელის ცეცებით მივიკვლევდი გზას მის ხავსმოდებულ დარბაზებში, ყოველ წამს ფეხით ვსინჯავდი ქვის უსწორმასწორო იატაკს, რომელზეც ათასგვარი უწმინდურება ეყარა .
ცივი ქარი დათარეშობდა ოთახებში,კედელები თითქოს ოხრავდნენ. ბრინჯაოს ჭაღი ლანდად მოსჩანდა  ჭერზე..საკვირველი იყო კიდევ როგორ ეკიდა ...
      უსწორმასწორო ქვის მეჩხერი კიბეებით, რომლებიც ქანაობდნენ და უცნაურ ხმებს გამოსცემდნენ ,  როგორღაც ავედი ზედა სართულზე...ამ დროს ქარმა ისევ დაჰბერა და მტვერი შემომაყარა სახეში!!!... თვალებს რომ ვიწმენდდი, ვიგრძენი, რაღაცამ ჩამიქროლა გვერდზე და ოდნავ შემეხო .
      შევხტი, მთვარე ამ დროისთვის უკვე ღრუბლებში შემალულიყო, ღამურები უხმაუროდ დასრიალებდნენ,ტყიდან ფოთლების შრიალი ისმოდა..ქარი თანდათან ძლიერდებოდა, კიდევ დაჰბერა, მერე კიდევ და სტვენით  აავსო აქაურობა, მთელი დარბაზი! ...თითქოს გაცოხლდა ყოველივე გარშემო!.... ისევ შევიგრძენი რაღაც, სულ ახლოს  ..მუხლებზე დავეშვი, თავი დავხარე...

--ყური დამიგდე...---მითხრა სულმა--რატომ წერ ასე!  განა ისინი ამას  იმსახურებენ?
--გამომყევ!--მიბრძანა სულმა
ჰო მეთქი და ალბათ ეს იყო ნიშანი.....

..........................


ს.ნ. 2016

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები