ნაწარმოებები



ავტორი: გულიანა
ჟანრი: საბავშვო
12 აპრილი, 2016


მასწავლებლის სარკმლიდან

ალბათ გახსოვთ ბავშვებო,
სწავლა როგორ დავიწყეთ.
თქვენი სითბო ჩემს გულში
დიდ სიყვარულს აღიხწერს.

მახსოვს თქვენი თვალებით,
წიგნში ახლის ძიება...
"ცოდნის ძირის სიმწარე,
ბოლოში გატკბილდება."

ხოდა გულში მიღვივით,
ვით ბეჯითი შვილები.
ჩემი თხოვნა იქნება;-
გქონდეთ ცოდნის სიგელი.

მინდა გულში ყველანი
სათითაოდ ჩაგიკრათ.
განშორების ბოლო დღეს,
გთხოვთ,მშვიდობით არ მითხრათ.

ხშირად მოდით,მესტუმრეთ,
უმაღლესი ნიშნებით.
ჩემში ამ გაზაფხულის
მერცხლები თქვენ იქნებით.

დავიწყებას ნუ მისცემთ,
"აი-ია" ს საძირკველს;
მინდა ცოდნის შეწევნით
ციცაბო კლდეს ახვიდეთ. 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები