ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546     * * *     "რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ზვიადიი
ჟანრი: პოეზია
13 აპრილი, 2016


ასე არასდროს მომნატრებია

ასე არასდროს მომნატრებია
ჩემი სამშობლო,დედაქალაქი
ქართული მიწის ვარ მოყვარული
მასში გამჩენი და დამმარხავი
სადაც ვახილე თვალი პირველად
ქართული სიტყვა წარმოვსთქვი ბგერად
სამშობლოს მიწიდან ვხედავდი მზეს
მივუყვებოდი ცხოვრებას ნელად
სამშობლოს ჰაერით ნაკვებავი
ჰაერს ვხმარობდი ჭამად და სმადა
ვჯანმრთელდებოდი მისი შესუნთქვით
მოუდიოდა ცხოვრებას მადა
მისგან წამსვლელი ვტიროდი გულში
ხმას ვერ ვიღებდი,დავმუნჯდი ენით
უკან მრჩებოდა განვლილი წლები
თან მიმყვებოდა ქართული გენი
რამდენხანს გზასა უნდა მეარა
სად მივდიოდი აღარ ვიცოდი
რისგან მივდივარ იმას ვფიქრობდი
მენატრებოდა და ვოცნებობდი

*************
გულს სიმები დამწყდა
სიცოცხლე მენანა
იქნება შემეძლოს
სამშობლო მენახა
როცა მახსენდება
მავიწყდება დაღლა
ძალიან მინდება
ვუმღერო ხმამაღლა
მთელი ქვეყნის მხარის
ვაზის რტო შენა ხარ
ხელით ვერ გეხები
ოცნებით შენთან ვარ
ახლოს ვერ მოვდივარ
შორიდან გევლები
რაც ვიცხოვრე შენ ხარ
ცხოვრების ფესვები
ამდენს ვეღარ ვუძლებ
სუნთქვა მიძნელდება
გარს ცეცხლი მედება
ცხოვრება ჩერდება

**************
მე ვოცნებობდი
სამშობლოს ხვედრზე
სხვა პირადული
გადავდე გვერდზე
ჩემი ქვეყნისთვის
მინდოდა კარგი
მე,რომ მეზიდა
სამშობლოს ბარგი
მის სიყვარულზე
ღამეს ვათევდი
მისთვის სიკეთეს
გულში ვატევდი

*************
გარემომიცვა ირგვლივ სევდამა
სამშობლო მიწას მოვშორდი როცა
მეგონა ზეცა გაიპო რისხვით
ჩემი ცხოვრება დამთავრდა,მორჩა
თვალს ვადევნებდი უკან მოხედვით
შორს წამსვლელი და მისგან ეული
მრავალჯერ დავგმე ბედი წყეული
და მეუფლება გრძნობა ჩვეული
ერთი იმედი ცოცხლობდა ჩემში
რომ არ გავყრილვართ ჩვენ სამუდამოდ
მაგრამ ამ იმედს ის კლავდა ჩემში
რომ ვშორდებოდი მე სამწუხაროდ

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები