ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სალალო
ჟანრი: პოეზია
14 აპრილი, 2016


უბრალოდ

აღარასდროს გამაგონოთ დებულება,
"სიყალბის რისკს გამოვრიცხავ ჩემში",
მე აქ უფრო ზღვა ყალბი რამ მეგულება,
სიმართლე კი – მხოლოდ ერთი პეშვი...

არც იფიქროთ, თითქოს, მიწევთ იმდენ "ამაგს",
მსურდეს, თავი ჩამოგადოთ მხარზე,
დამერწმუნეთ, არ ღირს, ჰოდა , ნურც სცდით ამას
ერთი ბეწოს,  წუთიერის ხარჯზე...

თქვენც ხომ იცით, უაზროა ეგ მცდელობა,
დოზასთან აქვს პრობლემა და მიტომ...
მიმაჩნია, მთავარია გულწრფელობა
და რომ სულაც არ ვმაქსიმალისტობ...


უბრალოდ, დამღალა უსუსურ წუთებმა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები