ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546     * * *     "რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ზვიადიი
ჟანრი: პოეზია
16 აპრილი, 2016


კრწანისის ბრძოლა

კრწანისის ბრძოლა დამდგარა
ჟამი ქართველთა ხოცვისა
უთანასწორო,მედგარი
უსასტიკესი ბრძოლისა
აღარსაიდან დანდობა
კაცნი მიწასთან სწორდება
ძლიერი,ღალატიანი
ბრძოლა ჯოჯოხეთს ედრება
ხელაწეული ხმალებით
ქათველნი გმირთა სწორია
გმირები ომსა აგებენ
არ დაიჯეროთ ჭორია
გმირის სახელზე აღზრდილნი
შვილები ლომთა დარია
მარცხში აღმოცენებული
მომავლის საწინდარია
ომი არ არის შედეგი
ერთი და ორი ბრძოლისა
მთავარი ომს გამარჯვება
არს უპირველეს ყოვლისა
გამარჯვება თავში ითქმის
სიმართლე მომავალს იმკის
ვის აქვს გრძნობა სიმამაცის
გამარჯვებას ისა იხდის

********************
როცა გამეფდა
აღმშენებელი
ქვეყანა გახდა
კვლავ უვნებელი
როცა გვირგვინი
თავზე დაიდგა
ქართლმა აკვნიდან
ფეხი აიდგა

**********
ერის გმირია
კახი პატარა
მძიმე ჭაპანი
ქვეყნის ატარა
ბრძოლისა ჟინით
მკლავი დაღალა
ქვეყნის წუხილი
ვეღარ დამალა
საზღვარს მომხვდური
მტერი ალაგმა
კვალი დატოვა
მისმა ამაგმა
კვლავ ვიარსებებთ
იმის ღვაწლითა
მომავალს შევქმნით
ისევ ახლითა
ერის გმირია
კახი პატარა
მან საქართველო
გულით მაყვარა

************************
იდგა დიდგორს დავითი
წინამძღოლად ლაშქრისა
მის გარშემო მხედარნი
უსწრაფესად დაჰქრისა
ერთად შეკრბა მხედრობა
მტერს ეკვეთნონ ლამისა
როს დამდგარა მტრისათვის
დაბნელება ღამისა
და დაეშვა დავითი
შემართული მკლავითა
გაემართა მტრისაკენ
შესაბმელად თავითა
მამაცურად ეკვეთა
იყო ომი მძვინვარე
და სამშობლოს მოუტანა
გამარჯვება ბრწყინვალე
უძლურებით აღვსილი
ერი წელში გამართა
მომავალი ქვეყნისა
სასიკეთოდ წარმართა
ქვეყნისათვის მებრძოლნი
არ შედრკება არასდროს
არ იქნება გულები
მწუხარებით აღავსოს

*************
სამთა კავშირს ერთობისას
გულადობის,მამაცობის
მათ შემქმნელთა,მონაწილეთ
სამართლიან ქვეყნის წყობის
საქართველოს მადიდებელთ
მათ დიდებულთ ერთობ სამთა
თავი თვისი განეწირათ
უბედობის მძიმე ჟამთა
მოვიგონებ თამარ მეფეს
უსაზღვროდა გონიერსა
დაუღალავს სამშობლოსთვის
თვით უძლეველს,ლმობიერსა
თავდადებულს სამშობლოსთვის
მისთვის მსხვერპლსა გაღებულსა
თვით ქეთევან დედოფალსა
მტარვალთაგან წამებულსა
ქრისტეს რწმენის განმავრცობელს
წმინდა ნინოს ვაზის ჯვრითა
მისი დიდი წყალობანი
იმედს გვაძლევს შვების გვრითა

****************
საქართველოს უძლორებით
გული თრთის და გული წუხსა
ამდენი ხნის უსაშველო
ყოფისაგან სისხლი დუღსა
ძალ და ღონით გამოცლილსა
თავზე ადგას მტრის სიმრავლე
ღმერთო უძლურთ დაგვიფარე
საქათრველო შენ იმრავლე
ამ პატარა ქვეყნისათა
კაცზე მოდის ერთზე ასი
უგულობით წაახდინეს
დაუკარგეს ქართველს ფასი
წაგლიჯეს და წარიტაცეს
ქვეყნით მოსრეს მთელი ერი
ამის მეტი არ ენახოს
ქართველს რუსის შესაფერი
მითომ იმიტომ გვჩაგვრავენ
რომ არიან ჩვენზე დიდი
მტრობის ნაცვლად არ სჯობია
რომ ცხოვრება გვქონდეს მშვიდი
რუსეთისგან რას გვასწავლის
ამისთანა მეზობლობა
დიდის ნაცვლად პატარასთან
გვირჩევნია მეგობრობა


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები