ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546     * * *     "რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ზვიადიი
ჟანრი: პოეზია
19 აპრილი, 2016


სამშობლოზე წუხილით

სამშობლოზე წუხილით

წუხილს ვერ ავუდივარ
ზედ თავზარი დამეცა
მოსვენება დავკარგე
დღეც ვფიქრობ და ღამეცა

სად გავექცე მე ფიქრებს
ვიცოდე სად წავიდე
სიმშვიდე,რომ ვიპოვო
ცოდვა-ბრალი დავიდე

გულზე სევდა მაწვება
სევდა დარდის ტოლია
გონება სულ დავკარგე
დარდმა ამიყოლია

გული მაინც არ ცხრება
ისევ მიცემს მალულად
გული სევდას ინახავს
რასაცა ვგრძნობ ფარულად

შენით ჩემო სამშობლო
მოცული ვარ სენითა
რასაცა ვგრძნობ შენდამი
ვერ ამოვთქვამ ენითა

ხმა გამეცი,ისმინე
არ შეგშვენის დაცემა
მსხვერპლს გავიღებ შემეძლოს
ნეტავ რამის გაცემა

მაგრამ ბედად უტყვი ვარ
აღარ შემწევს უნარი
ვფიქრობ დახმარებაზე
ვით შეგკადრო უარი

ალბათ დროა ყველაფრის
მკურნალი და წამალი
და იმედის მომცემი
ისევ ღმერთი მაღალი

და გაისმას მქუხარე
დიდების შეძახილი
ფუფუნებით ავივსოთ
გვქონდეს ვარდი და ხილი

ვით ნანატრი სამოთხე
ისე გვეყოს ქვეყანა
სილამაზით ავივსოთ
მომემარგლოს მეც ყანა

დარდს ვიკლავდე შრომაში
მოყვარული საქმისა
ძალა მეყოს ყოველთვის
საკეთებლად რამისა

***********************
ქვეყნიდან შორს საუკუნოდ
არ მინდოდა წავსულიყავ
უცნობი ხმა სამშობლოსი
ჩამძახოდა ჩემთან იყავ

ამისთანა საუცხოო
იქ რა სიტკბო და ხილია
-ჩემი გული სევდისაგან
და დარდისგან დაღლილია

თუ სიმდიდრის მოსახვეჭად
შორს ქვეყანას მიაშურე
რომ ცეცხლისგან არ დაიწვა
გულს წამალი მიაპკურე

შორს ქვეყნიდან რად მიდიხარ
ან იქ რაღა დაგრჩენია
-ჩემი ქვეყნის მონატრებით
ცრემლები ღვრად დამდენია

უსამშობლოდ აღარ მინდა
ოქრო მქონდეს თუნდაც ასი
უცნობ ხმასთან დიდხანს მქონდა
ამისთანა სჯა-ბაასი

*******************
ვეძიე საქართვლოს
კუთხე-ქალაქებიო
მასზე კარგი ვერ ვპოვე
ლამაზი-ნაქებიო

ჩემს სამშობლოს ჩემს გულში
ფესვები ღრმად გაუდგამს
საქართველოს გმირების
დიდი ძეგლი დაუდგამს

*****************
ტრაგედია ჩვენი ქვეყნის
დღესაც გულზე მასვენია
ვერ წაგვართმევს მტერი იმას
რაც გვეკუთვნის,რაც ჩვენია

საომარი არის მტრისთვის
მშობლიური ჩვენი მიწა
ამქვეყნიურ ცოდვა-ბრალით
დაამძიმეს დედამიწა

საქართველოს ტრაგედია
არის ჩემი სატკივარი
სამშობლოა მხოლოდ ჩემი
ერთადერთი საფიცარი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები