ნაწარმოებები



ავტორი: გულიანა
ჟანრი: პოეზია
19 აპრილი, 2016


<3

ვინ იცის, რა გზები მოიარე,
რა რიგ გაწვიმა ან გათოვა?
ცარიელი ხარ თუ მოიგავე,
კვაზიმოდო ხარ თუ ხატოვან,
მთის და მდელოს ეშხის სადარი ხარ?
იტევ ამ სამყაროს არეალს,
გული მეუბნება, მართალს ამბობს,-
ჩვენი შეხვედრა რომ მალეა.
მაგრამ როგორ გიცნო?!
რა ნიშანით?
გზა მზის მოგიყვანს თუ მთვარისა?
კარზე მუზები მყავს მსხმოიარე,
შენი ვერნახული თვალისა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები