ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დერვიში
ჟანრი: პოეზია
24 აპრილი, 2016


* * *

ბოჰემის ტყეში ვარ, ტანსველი ნიყვები
მიჰყვება ხეების გადასწვრივ ბილიკებს,
როგორც ათეისტის ტაძრად მიყვანება,
ერთობ აბსურდული ეს ჩემი ლირიკა
გაგანდობს ართქმულ და შენამდე ვერ მოსულ
სიტყვების, სიტყვების, სიტყვების სიმძიმეს...
შენ კი ეგ ტუჩები დუმილით შემოსე,
შემზარავ დუმილით და ისე მისმინე.
თვალებიც დახუჭე, ეგ შავი ყორნები,
რომელიც გაცნობის წუთიდან მაშინებს,
რომელიც გაცნობის წუთიდან მაყოვნებს,
რომელიც გაცნობის წუთიდან მანიშნებს,
გაგშორდე და ახლა დუმილიც გბეზრდება,
დრო არის ავდგე და არსაით წავიდე;
თვალები ძილის წინ უხმობენ ბელზებელს
ან სულაც უძილო ღამეებს-ყავიდან.
სიზმრიდან მოგელის სასახლე კოშმართა,
იქ, სადაც სახლდება ყორანი ქედანში,
იქ, სადაც არ არის სენა და მონმარტრი,
იქ, სადაც არა ვართ, ძვირფასო, მე და შენ.
გტოვებ და მივდივარ, დილამდე ნუ მიცდი,
მივდივარ არსაით, თავს უნდა ვუშველო
და ახლა ხელს ვაწერ ღამეთა სუიციდს,
ბოჰემის ტყეში ვარ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები