ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიიც
ჟანრი: პოეზია
26 აპრილი, 2016


შემოდგომა

შემოდგომაა და არის სევდა,
შემოდგომაა არის ტკივილი,
მე მწარე ფიქრი ყოველთვის მდევდა,
თუმც არ მიყვარდა მასზე ჩივილი.

შემოეცალათ ხეებს სამოსი,
დარჩნენ შიშველნი, დარჩნენ ეულნი.
და ჩემი სული ვით კვიპაროსი,
არის ყველასგან მიტოვებული...

და შემოდგომას ტკივილი  მოაქვს,
მოაქვს წუხილი მარტოობისა,
ღამეა, ვზივარ, გავცქერი მთვარეს,
მთვარეს მომღერალს უკდავებისას...

შუაღამეა და ვუმზერ ზეცას.
მე შემოდგომის სურნელით ვტკბები
შუაღამეა და გული ფეთქავს
ფოთლები, ცვივა და მეც ვშიშვლდები.

დღეს ჩემი სული არის ობოლი,
კაცთა მოდგმისგან მიტოვებული,
როგორც პატარა ხმელი ფოთოლი,
ქუჩის კუთხეში მარტოდ გდებული!.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები