ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სერგეი
ჟანრი: პროზა
27 აპრილი, 2016


ისტორიკოსის შურისძიება

          2537 წლის ბოლო დღეს, პრაქტიკული ისტორიის სამეცნიერო --კვლევით ინსტიტუტში სამორიგეოდ ორნი დარჩნენ,  ისტორიკოსი, ასე 55 წლის მამაკაცი და მორიგე ტექნიკოსი, 25-26 წლისა.
      დიახ, მოგახსენებთ , 2357 წელი იწურებოდა, თუმცა კი ბევრი არაფერი შეცვლილიყო, ადამიანებს უწინდებურად იგივე გრძნობები ამოძრავებდათ, იგივენი იყვნენ,  ამ შემთხვევაში კი  ორ თანამშრომელს ერთმანეთი სძულდა და თუ რატომ ამას მალე შეიტყობთ.
      ერთი მათგანი ბრწყინვალე ისტორიკოსი გახლდათ, ხოლო მეორე, ყმაწვილი , რომელსაც მხოლოდ კომპიუტერული თამაშები აინტერესებდა და ხელფასის დღე , რომ წასულიყო და მაგრად  გამომთვრალიყო, მაგრამ აქვე უნდა ავღნიშნოთ რომ თავის პროფესიაში  საკმაოდ წინ  იყო წასული, მშვენივრად ერკვეოდა ტექნიკაში.....
      თუმცა  პრობლემა ამით  არ ამოიწურებოდა,ზიზღი ორმხრივი იყო! ისტორიკოსს  სძულდა უსულო ტექნოლოგიები, ხოლო ყმაწვილი კი პირიქით ---აღმერთებდა....რამდენიმე დელიკატური შეტაკების შემდეგ დაზავდნენ, მაგრამ ჩუმ-ჩუმად მაინც ეჯავრებოდათ ერთმანეთი.
      იმ დღეს კი  საოცარი  რამ მოხდა.
ჯერ დიდხანს ემალებოდნენ ერთმანეთს, დადიოდნენ  დერეფნებში, სამზარეულოში...სვამდნენ  ყავას უაზროდ,  ჩუმად იგინებოდნენ ...მერე კი მიხვდნენ რომ მაინც მოუწევდათ  ერთად მორიგეობა.
    რამოდენიმეჯერ  ჩაუარეს ერთმანეთს გვერდი დერაფანში, გაფხორილებმა,  დროს თავის გაქონდა, ახალი წელი ახლოვდებოდა ....დრო მაინც დროა......
    ჰო და ჩამოჯდნენ სამზარეულოში, მორიგდნენ, შერიგდნენ...წავიდა სმა...
მეგობრები, სიყვარული, წასულ-წამოსულები.....მერე წესი წესია  და  წინაპრების სადღეგრძელო ამოტივტივდა...
    ისტორიკოსმა გაიხსენა სახელოვანი წინაპრები...ტექნიკოსი კი ამ დროს ჩუმად ხითხითებდა და ცინიკურად ხუმრობდა. ისტორიკოსი ვითომ ვერ ხვდებოდა...წაუყრუა რამოდენიმე მწარე ფრაზას....


.........................................................................



    უკვე მაგრად გამოთვრენ. ახალი წელი მოახლოვდა...დაახლოებით ერთი საათიღა იყო დარჩენილი, როცა უცებ ერთ პრინციპულ საკითხზე ვერ შეთანხმდენ!
---რაოოო?...ყვიროდა ისტორიკოსი და  პლასტიკის ჭიქას აწვალებდანერვიულად...--- არ გჯერა?... 40000 ქართველი,15000 ყივჩაღი,  100 ფრანგი ჯვაროსანი და  500 ალან-ოსი,  ხოლო თურქ-სელჩუკები იყვნენ  600000 მდე!!! და მოიგეს, დიახ, მოვიგეთ ბრძოლა..
---რააა???  რაღაც გეშლება ბიძაჩემო.....მაგრად გაუბერე! ... არა მგონია, ეს  მხოლოდ ლეგენდაა  და სხვაგვარად იყო სინამდვილეში..ან იქნებ  ეს კომპიუტერული თამაშია ..ვააა..რა მაგრად ხუმრობ ....უეჭველი კომპიუტერული თამაშია ეგ! სიმანდვილე კი.....
--სინამდვილე...---ჩუმად  ჩაილაპარაკა ისტორიკოსმა , მერე თვალები დახუჭა და წარმოიდგინა როგორ  ჩეხავდნენ ქართველები  მტერს...როგორ გადაწონა ბრძოლა უსახელო გმირებმა,  მტრის ბანაკში რომ შეაგზავნა დავით აღმაშენებელმა 200 მეომარი მოღალატეებად შერაცხული, მერე  მათ ხმლები იშიშვლეს და სელჩუკებს დაერივნენ....განწირული გმირები....ისტორიკოსს    თვალები ცრემლით აევსო..
--მაშ...მაშ არ გჯერა????---უცებ საშინელი ხმით შეყვირა ისტორიკოსმა  და ფეხზე წამოხტა, მუშტები შეკრა და  ტექნიკოსის მომღიმარ, მთვრალ სახეს რომ შეხედა,  უცებ დაწყნარდა  და  ისევ დაჯდა...---მაშ დავნაძლევდეთ...?
ტექნიკოსმა ჩაიცინა...მაშინაც  ეცინებოდა, როცა  აბჯარი ჩაიცვა,  ტერმინალში შევიდა და დროის დაყენება დაიწყეს...
---მომკლავს განყოფილების უფროსი!....გაიფიქრა ისტორიკოსმა და  აკანკალებული ხელით  1121 წლის 12 აგვისტო აკრიფა ტაბლოზე.
მთვრალი ყმაწვილი კი  ამ დროს ხმალს  ატრიალებდა  და ხუმრობდა...
---ძლევამოსილი მხედრობა .....ოპაა!....დავჩეხოთ, დავჩეხოთ ურჯულო...ვაჰ, გიაურო!....წინ, ჩემო მეგობრებო! გამარჯვება ან სიკვდილი!...ცოტა სასმელიც გამატანე! ხომ შეიძლება? არაა? რატო?...არ გამოვაჩენ.....ოპაააა.....წავიდა , წავიდააააა..კარგად გავერთობი....ასეთი თამაში ჯერ არ ჩამიწერია... ხომ კარგია?
-----მე შენ გიჩვენებ სეირს......---ჩუმად ჩაილაპარაკა ისტორიკოსმა და ღილაკს თითი დაჭირა...




.......................................................

ქრონიკონი იყო ......

მეფე დავით... მოაწყო რა რაზმები, ერთ ხეობაში დადგა,
ორ მთათა შუა დაბურულ ტყეში...
დადგა და წარმოსთქვა ესრეთ:
`ეჰა, მეომარნო ქრისტესანნო...
რომ არ შეგვეძლოს გაქცევა, რომც მოვინდომოთ,
ამ ხეობის შესასვლელი რომლითაც შემოვსულვართ,
ხეთა ხშირი ხორგებით შევკრათ და მტკიცე გულით მტრებს,
როცა მოგვიახლოვდებიან ჩვენზე იერიშის მოსატანად, სასტიკად შევუტიოთ! ......

....................................................

----რა ეფექტებია.....დაიცა!  ეი, რა ხდებააა??  ჯოისტიკი აქ არ არის???? სადაა ჯოისტიკი!    სადაა  ინტრუმენტების პანელი? პაუზა სადაა?  ეს თამაში არაა????..... მიშველეთ!!! ისტორიკოსო! მიშველე!!!!გამომიყვანე აქედან!....ოჰ შენი....მომდევენ!!!  ეს მართლა ხდება???? 
მიშველეთ!!! ........


---ნამდვილად მომკლავს განყოფილების უფროსი....---ჩაიჩურჩულა ისტორიკოსმა,  და სამკუთხა ფანჯრიდან ამომავალ ოთხ ლურჯ მზეს შეხედა...
2538 წლის პირველი იანვრის  დილა დგებოდა ....

ს.ნ. 2016

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები