ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი ყელბერაშვილი
ჟანრი: პროზა
3 მაისი, 2016


გზა მონასტრისკენ ( თავი V / ომი )

    ყველაფერი 2008 წლის 7 აგვისტოს დაიწყო. როდესაც ცხინვალის რეგიონში, სამხედრო ოპერაციის დაწყება გამოცხადდა. ეს ყველაფერი გამთენიისას გავიგე როდესაც ყველგან ამაზე გადმოსცემდნენ. ეს სრული შოკი იყო ქართული მოსახლეობისათვის. ხალხი პანიკაში ჩავარდა, რადგან ვერ გებულობდნენ თუ რაში იყო საქმე . ერთი რამ ზუსტად იყო ცნობილი, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე უცხო ჯარები შემოდიოდნენ, რომლებმაც გვიან ღამით ცეცხლი გაუხსნეს ქართულ საგუშაგოებს. ჩვენთვის ეს იყო ბრმა გასროლა მოწინააღმდეგეების მიმართ. ფარული შეტევა გვიან ღამით დაიწყო. დილიდან გარკვეული მობილიზაცია ხდებოდა, როგორც სამხედრო გეგმის ჩამოყალიბება. ჯარიც ამისათვის მზად იყო. მთავრობის შეცვლის შემდეგ ქართულმა ჯარმა დაიწყო ინტენსიური ვარჯიშები თუმცა ომამდე ის მხოლოდ შუა ეტაპზე იყო მისული. ეს აღარ იყო 90-იანებიდან გადმონაშთი ის ქართული არმია, რომელიც რუსი ინსტრუქტორების დახმარებით, დაქირავებულმა ჩრდილო კავკასიელებმა და კაზაკმა მოხალისეებმა დაამარცხეს აფხაზეთში. რასაც ვერ ვიტყვით მოწინაღმდეგეებზე. ის ერთ-ერთი უზარმაზარი იყო და მასთან გამკლავება არამც თუ თითქმის... პირდაპირ შეუძლებელი იყო. სამხრეთ ოსეთში ამავდროულად იბომბებოდა სოფლები. არტილერია უტევდა როგორც შიდა მოსახლეობას, ასევე ქართულ საგუშაგოებსაც. სოფლები: ავნევი და ნული ალყაში მოაქციეს.
8 აგვისტოს ღამით კი მე წავედი იქ, სადაც ქართველი ბიჭები იდგნენ. ცხინვალის საზღვართან თავი მოიყარა ათასობით ქართველმა თუ არა ქართველმა სამხედრო პირმა. მათ შორის მეც. მისადგომებთან ასევე იყო მობილიზებული მძიმე ტექნიკაც. ჩვენ ველოდით შემდეგ ბრძანებას. ის ქართული საცეცხლე წერტილები რომლებსაც მტერი აქტიურად ამუშავებდა, მათი ჩახშობა სასწრაფოდ უნდა მომხდარიყო. ეს იყო ჩვენი მთავარი ამოცანა. უნდა ჩავრთულიყავით ასეთ საპასუხო მოქმედებაში. პარალელურად, საჭიროებდა საერთაშორისო ჩართულობის გააქტიურება იმის იმედით, რომ ასეთ აქტივობას მეგობარ ქვეყნებთან, წერტილი უნდა დაესვა ამ საომარი მოქმედებებისთვის.
ჩემი ბრიგადა მარცხენა ფლანგზე გადაანაწილეს. ჩაგვსხეს და ნულის საგუშაგოსკენ წაგვიყვანეს. ჩვენი მიზანი იყო, რომ გაგვენთავისულფებინა ნული, შემდეგ კი გადაგვეკეტა ძარის გზა. მაშინ მხოლოდ მესამე კურსის სტუდენტი ვიყავი. ვერც კი აგიღწერთ რასაც მაშინ განვიცდიდი. ეს იყო რაღაც?! გზაში მიმავალს თითქოს თავზე მემსხვრეოდა ის ყველაფერი რაზეც კი მიფიქრია ან მიოცნებია. რაღაც ძალა კი შინაგანად ყველას ემშვიდობებოდა. არც კი ვფიქრობდი იმას, რომ ოდესმე დავბრუნდებოდი უკან სახლში, ადგილას სადაც უბრალოდ გაჩერება არ შემეძლო. არ შემეძლო ვყოფილიყავი იქ და შორიდან მედევნა თვალი თუ როგორ იყო გახვეული ცეცხლში ქართული სოფლები. როგორ მამაცურად მიდიდონენ ქართველი ვაჟკაცები კონფლიქტის ზონაში. ამიტომაც იქ ვიყავი, სადაც ისტორია იქმნებოდა და იწერებოდა. ისევ და ისევ ქართული სისხლით, როგორც ოდიდგან. ჩავები ამ საომარ მოქმედებაში, როგორც რიგითი ჯარისკაცი და გადამანაწილეს კიდეც ერთ-ერთ ბრიგადაში. ნულამდე მახსოვს ბევრი ვიფიქრე. გზად საშინლად წვიმდა და  მანქანაც ფრთხილად მიდიოდა გზაზე, რადგან იყო მოცურების შანსი. სამხედროები ერთმანეთს წამით გადავავლებდით ხოლმე თვალს და ასე უჩუმრათ ვაგრძელებდით ყოფნას. ალბათ ისინიც სრულ ქაოსში იყვნენ. რა ხდება? რა მინდა აქ? ჩემები ნეტავ როგორ არიან? და ასეთი მრავალი კითხვა გროვდებოდა ჩემში.  გზა კი... უსასრულოდ გაგრძელდა

                                                                                                              ***
გზად გეგმები შეიცვალა. მივიღეთ ბრძანება, რომ ერთი დღით უნდა გადავსულიყავით ავნევის საგუშაგოზე და დავლოდებოდით შემდეგ განკარგულებებს. ჩვენმა ბიჭებმა თავდაუზოგავად იბრძოლეს და დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად გაწმინდეს საგუშაგო მოწინააღმდეგე ჯარებისგან. საღამოს ისევ ჩაგვსხეს მანქანაში და გადავედით ნულის საგუშაგოზე. იქ მისულებს კი ლეიტენანტმაც არ დააყოვნა:

-მოეწყეთ!
ჩვენც ჰორიზონტალურად განვლაგდით. სულ 6-7  ბიჭი თუ ვიქნებოდით, რა თქმა უნდა მეთაურის ჩათვლით.
-თქვენი გვარები მომახსენეთ ჯარისკაცებო?!
-რიგითი ზაზაძე ...
-რიგითი მაგომედოვი ... 
-რიგითი სხირტლაძე ...
-რიგითი ვორობიევი ... 
-რიგითი ტაბატაძე ...
-რიგითი სულხანიშვილი ...

-მე კი უფროსი ლეიტენანტი: ავთანდილ დავითაშვილი. ბევრს არაფერს გეტყვით ჯარისკაცებო. ამ ეტაპზე ესაა ჩვენი საგუშაგო და ეს სიმაღლე უნდა დავიცვათ. ემორჩილებით მხოლოდ და მხოლოდ ჩემს ბრძანებებს. არაფერს არ აკეთებთ ჩემი ბრძანების გარეშე. ვმორიგეობთ ცვლით. 2 გადანაწილდება ზედა საგუშაგოზე და ზევიდან გააკონტროლებს სიტუაციას. 2 იმოძრავებს ჩვენს მიერ დადგენილი პერიმეტრის საზღვრებში, 2 კი საყარაულოში. ყოველ ორ საათში ერთმანეთს შეცვლით. ყველაფერი გასაგებია?

- დიახ. 
-სულხანიშვილი და ზაზაძე , ზევით საგუშაგოზე. რიგითი ვორობიევი და ტაბატაძე, საგუშაგოს მისადგომებთან. რიგითი მაგომედოვი და სხირტლაძე საყარაულოში.

ჩვენ მაშინვე გადავნაწილდით მითითებულ ადგილებზე. მოულოდნელობის ეფექტს ისიც ამძფრებდა, რომ მტერმა ერთხელ უკვე დაბომბა ნულის საგუშაგო და არც შემდეგში გაუჭირდებოდა ეს.ერთ-ერთ საცეცხლე წერტილად ითვლებოდა ნული.ვცდილობდით ორგანიზებულად გვემოქმედა, თუმცა ასეთი წნეხის ქვეშ, ცოტა რთულიც კი იყო რამეზე კონცენტრირება. ვერ ვიტყვი რომ დრო უსაშველოდ იწელებოდა. 2 საათიანი ცვლის შემდეგ, მე და ვორობიევი საყარაულოში გადავედით.

-რიგითი ვორობიევი - ხელი გამომიწოდა რიგითმა
-სანდრო... -გავუწოდე მეც.  გამიღიმა
-მე ირაკლი ვარ. შენ თუ გინდა 'რუსკი" დამიძახე. მეგობრები მაინც ასე მომმართავენ.
-კაი რუსკი. - საყარაულოში არავინ დაგხვდა. ლეიტენანტი გარეთ იყო გასული. -აქაური ხარ "რუსკი"?
-კი. ჩემი მშობლებიც აქ დაიბადნენ. დედა ქართველი მყავს. მამის მხრიდან ნათესავები ციმბირიდან არიან ჩამოსულები. დიდი პაპა ადრე ტყვედ ჩაუგდიათ გერმანელებს და ხომ ხვდები?!..
-ახლა შენ იბრძვი.
-მამაჩემი აფხაზეთის ომის მონაწილეა. კი... ჩვენ თავიდანვე ქართულ მიწა-წყალს ვიცავდით. მე ამ ძაღლი შვილებს არ დავინდობ.
-რამდენი წლის ხარ?
-21. შენ სანდრო?
-23.
-მერე... რას იტყვი ამ უღმერთო ომზე? - მკითხა მან
-შენი არ ვიცი მაგრამ ვიცი რომ უღმერთო ომში, ღმერთი არ მიგვატოვებს.
-ნუთუ?!
-კი ჩემო ძმაო, კი...
-მათ ერთ ლუკმად არ ვეყოფით იცი? არ იცი სანდრო, არა. მათი ავიაციის ერთი გადაფრენაა ჩვენი ისედაც ერთი მუჭა საქართველო.
-ვერ გაბედავენ...

ამის თქმაზე 'რუსკიმ" გულიანად გადაიხარხარა.
-არ მინდა თავი შეგაწყინო მაგრამ, ოცნებების დრო არაა ომში.ეს ომია სანდრიკ... აქ ყველა გამბედავია, რადგან ბრძანებებს ვემორჩილებით.
-მაშინ ქართულ სულზე რას იტყვი?
-შენ რას იტყვი?
-გეტყვი რომ ბრძანება ეს პირობითია. აქ სამშობლოს სიყვარულით გულ ანთებული ბიჭები იბრძვიან და ასეც იქნება მუდამ.
"რუსკიმ" დიდხანს მიყურა მდუმარებით თვალებში. შემდეგ სიგარეტს გაუკიდა და ღრმა ნაფაზის შემდეგ განაგრძო.
-აი ამიტომ მიყვარხართ. მათ იციან ამ ყველაფრის შესახებ. თუმცა მათ დიდი ძალაუფლება უპყრიათ ხელთ. ეს კი ბევრ რამეზე მეტყველებს. ეს თავდადება გარდაუვალია სისხლის ღვრის გარეშე. დაე იყოს ღმერთის ნება რომ ამ ჯოჯოხეთიდან მეც და შენც, ცოცხლებმა გავაღწიოთ. თუმცა რა ვიცი?! ჯოჯოხეთიდან ბრუნდებიან უკან?

----

-სდეექ!.. - გუშაგის შეძახილმა მოგვწყვიტა საუბარს. ორივე წამოვიშალეთ და გარეთ გავედით. ლეიტენანტი ორი ნაბიჯით გვისწრებდა წინ.

-რა ხდება? ეს ვინ არის? - საგუშაგოზე შემოყვანილ მებრძოლზე მიუთითა მეთაურმა.
-საგუშაგოს მისადგომებთან ვიპოვეთ ლეიტენანტო. ჯერ კიდევ ცოცხალია თუმცა მძიმედაა...
-და რუსია.- გაეღიმა ვორობიევს
-ამას აქვს რაიმე მნიშვნელობა მებრძოლო? - 'რუსკის" მიუახლოვდა ლეიტენანტი.
'რუსკიმ" თავი დახარა და ჩუმად უპასუხა:
-არა.
-კარავში შეიყვანეთ ბიჭებო და ჭრილობა წყლით მოუსუფთავეთ.
მე და 'რუსკის" გვერდიდან სხირტლაზე მოგვიახლოვდა და თითქოს ჩემგან მალულად 'რუსკის" ღიმილით გადასჩურჩულა:
-ეს ჩვენი პირველი შანსია ძმაო. იფიქრე ამაზე!
   
'რუსკიმ" უბრალოდ გახედა, თუმცა სიტყვები უკომენტაროდ დატოვა. 

-მალე დაბნელდება. მეტი ყურადღება ბიჭებო. ნებისმიერი რამ, რაც საეჭვოდ მოგეჩვენებათ მაშინვე შემატყობინეთ. შესაძლოა რამოდენიმე დღეში ისევ ავნევის საგუშაგოზე დავბრუნდეთ. ნაწილი კი ძარის გზაზე ჩვენს თანამემამულეებს შეუერთდეს. მინდა მშვიდობიანად ჩაიაროს აქ ყოფნის დღეებმა. - თქვა ლეიტენანტმა და საყარაულოსკენ დაიძრა. შემდეგ ისევ უკან მოტრიალდა - ხო მართლა... დაჭრილს მიაქციეთ ყურადღება.


                                                                                                                  ***
რამოდენიმე დღეში საქმე უფრო გართულდა. ქართველები კარგავდნენ სტრატეგიულ სიმაღლეებს (თლიაყანა,გუფთა, ჯავა). დაიწყო აფხაზური ჯარის ოჩამჩირის და გალის რაიონიდან გადაადგილება.თუმცა კოდორის ხეობაში ჩვენი ჯარისკაცები ინარჩუნებდნენ თავდაცვით პოზიციებს. ძირითად მიზნად საქართველოსთვის მაინც ცხინვალის აღება რჩებოდა როგორც წინააღმდეგობის მთავარი კერა. მეთაურობის დიდი სიფრთხილის მიუხედავად, ბაზაზე ინფორმაციამ გაჟონა და პანიკამაც იმძაფრა. მძიმე ტექნიკა უწყვეტად შემოდიოდა როკის გვირაბის გავლით ქართულ ტერიტორიაზე. ამავდროულად ჩვენი მეგობარი ქვეყნების მოკავშირე გუნდი, ყველანაირად ცდილობდა რომ 12 საათის შემდეგ საბრძოლო მოქმედებების ძირითადი ფაზა დასრულებულიყო და მოწინააღმდეგე ქვეყანას აღარ შეძლებოდა ღია აგრესიის გაგრძელება.
გარკვეულ საგუშაგოებს დროებით შეუწყდა ტყვია-წამლის მიწოდება, რაც სიტუაციას მეტად არა საიმედოს ხდიდა.
ჩვენ კი...

-ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება - საყარაულოდან გამოვარდა სხირტლაძე
-რა გჭირს ბიჭო? რა პანიკაში ვარდები? - შეუღრინა მაგემოდევმა მას.
-ჩაგვხოცავენ ძაღლებივით ისე რომ ჩვენგან ფერფლიც კი არ დარჩება. ჩვენ კი რა გავაკეთეთ? -ხელები გაშალა სხირტლაძემ - მტრის ბინძური არსება შევიფარეთ...
-შენ რა ტვინი წაიღე, ეეეე?!.. -აჰა და ესროლე! -იარაღი გაუწოდა - თუ მისი სისხლით მოსვრილი ხელები ბედნიერს გაგხდის, აჰა.. თქო ბიჭო, ესროლე!
-მეშაყირები ხო? - საყარაულოსკენ წავიდა სხირტლაძე

-ვოვა, შემცვალე რა. - საყარაულოში დავბრუნდი მეც.

-ვაააა... სანდრიკაც მოსულა.
-რა ხდება?
-საქმეც მაგაშია რომ არც არაფერი ხდება ამ წუმპეში - გარეთ იყურებოდა სხირტლაძე.
-მე ცოტა და უნდა დავისვენო და თუ რამეა შემაღვიძეთ...
-'რუსკი" სადაა?
-ეგაც მოვა ეხლა ...
-კაი ძმაო მიდით და 2 საათში, შემოგძახებთ.
-და... დაჭრილი როგორ არის?
-ჰმ...სუნთქავს ჯერ.
-ტყვია მართლა ამოუღეთ?
-კი.

                                                                                                                   
                                                                                                      ***
-ხვალ დილამდე გასტანს ლეიტენანტო? -ჰკითხა მაგომედოვმა მეთაურს.
-რთული სათქმელია თუმცა იმედი არსებობს.
-ეს არ არის ხომ პირველი ომი, თქვენთვის?
-არა ჯარისკაცო, არა.
-ამ ყველაფერზე რას მეტყვით?
-ჩვენ არ ვსაუბრობთ რიგითო, ჩვენ ვიბრძვით.
-და მაინც...
-საკმარისია!
-უკაცრავად.
-უბრალოდ აიღე იარაღი და იბრძოლე შენი ქვეყნისთვის. სანამ ისინი ჩვენს ოჯახებამდე მიაღწევენ.
-ამას არ დავუშვებ.
-ამიტომაც ხარ აქ. შენც და მეც. ეს კი- დაჭრილისკენ გაიხედა მეთაურმა - ესაც მებრძოლია. ესაც ვალდებულია დაემორჩილოს ბრძანებებს, რა უსამართლოც არ უნდა იყოს ომი. თუმცა ომი როდისაა სამართლიანი? - შემდეგ კი მე გამომხედა.
-არც არასდროს...
-ჩვენ საზარბაზნე ხორცი ვართ ამ მომენტში. თუმცა მე ნებისმიერი ომის დროს ვიყავი და ვიქნები ისეთი ამაყი, როგორც ახლა.მე ხომ ჩემსას ვიცავ.
-არ ვიცი რა გითხრათ...
მეთაურს გაეღიმა:
-მაშინ წადი და სხირტლაძეს უთხარი, ცოტა ხნით მან მიაქციოს ყურადღება დაჭრილს. შენ კი, საგუშაგოზე შეცვალე ბიჭები.
-არის!
მაგომედოვმა საგუშაგოზე შეგვცვალა და საყარაულოსკენ შესვლის თანავე მეთაურმა თავისკენ გვიხმო...

-ბიჭებო მე გამომყევით. გზაზე ჩვენი ბიჭები არიან ჩახერგილები მანქანით და დახმარება ჭირდებათ.
ლეიტენანტს მაშინვე გავყევით  უკან. რამოდენიმე მეტრით ვიყავით საყარაულოს გაცდენილები, რომ მოულოდნელად ჩვენს უკან თოფმა იგრიალა. მაშინვე ელვის სისწრაფით მოვტრიალდით, როდესაც კარავიდან სხირტლაძე გამოჩნდა იარაღით ხელში.

-შე ნაბიჭვარო... -შეუღრიალა 'რუსკიმ" და მგელივით დააცხრა თავზე. მუშტები მთელი ძალით დაუშინა სახეში და ურტყამდა გაუჩერებლად. სხირტლაძემ ვერც კი მოასწრო გონზე მოსვლა, რომ ძირს აღმოჩნდა მის ფეხებ ქვეშ. "რუსკი' არ ჩერდებოდა. გამეტებით ურტყამდა გვერდებში, ურტყამდა წიხლებს. მალევე სისხლით მიმოითხვარა იქაურობა.

-საკმარისია -მხრებში ჩავავლეთ მე და ლეიტენანტმა, თუმცა მაინც არ ეპუებოდა და განაგრძობდა წიხლების სროლას მისკენ.
-მათ გინდა რომ დაემსგავსო ხო? ეს გინდა ხომ?

ის კი თითქმის უგუნო მდგომარეობაში ეგდო მიწაზე და საშინლად იკრუნჩხებოდა ტკივილისგან. სახე მთლად სისხლიანი ჰქონდა. ამ დროს "რუსკიმ" მოახერხა ჩვენგან დასხლტომა და იარაღს სტაცა ხელი....

-'რუსკი".... -შევძახე მე, რაზეც ჩემს და გასაკვირად მეთაურმა შემაჩერა.
-მე ვენდობი მას.

-ადექი შე ლაჩარო, ფეხზე წამოდექი! მიდი მეთქი...- ლულა შუბლზე მჭიდროდ მიადო.  -რა გვარი ხარ შენა ბიჭო?
-რაა?... - გაუკვირდა მთლად აგონიაში მყოფს.
-რა გვარი ხარ თქო ბიჭო?
-სხირტლაძე.
-არ მესმის...
-სხირტლაძე.
-საკმარისია რიგითო! - იარაღი ფრთხილად გააწევინა ლეიტენანტმა. სხირტლაძის წამოდგომის შემდეგ, ის თავისკენ მოატრიალა, თან 'რუსკის" ანიშნა, რომ გვერდზე გასულიყო. -შენ ქართველი ხარ!
-დიახ- თავი დაბლა დახარა დამცირებულმა სხირტლაძემ.
-გაიმეორე, რომ ქართველი ხარ! 
-მე ქართველი ვარ...
-კიდევ!
-მე ქართველი ვარ...
-კიდევ!
-მე ქართველი ვარ...
-აქ მე თქვენ ვაჟკაცობას გასწავლით. იმიტომ რომ, ქართველი ეს - ვაჟკაცია. აქ ვაჟკაცები ომობენ და ისინი მძინარე მომაკვდავს არ ესვრიან. წადი და იქამდე იმეორე, რომ ქართველი ხარ, სანამ ამ სიტყვის აზრს არ გააცნობიერებ.
ამის შემდეგ მეთაური ჩვენსკენ მოტრიალდა და მოკლედ გვითხრა:
-წავედით.-უკან მოუხედავად კი ბიჭებს მიაძახა -დამარხეთ! 
  გზის ნახევარი ისე გავიარეთ, რომ ერთმანეთისთვის სიტყვაც კი არ გვითქვამს. 'რუსკი" მთლად ერთ წერტილს იყო მიჩერებული და ასე განაგრძობდა სიარულს. არც მე მქონდა რაიმეზე საუბრის სურვილი. ვატყობდი რომ ეს ყველაფერი ძალიან მოქმედებდა ჩემზე და მეშინოდა რომ ამ სიმშვიდის შენარჩუნებას დიდ ხანს ვერ შევძლებდი ან პირიქით, ეს სიმშვიდე მომიღებდა ბოლოს აქ და არა მტრის ტყვია. ფიქრებში გართულმა კი მივაღწიეთ ჩვენების მანქანამდე, რომლებიც ჩახერგილი გზის გამო ვეღარ აგრძელებდნენ გადაადგილებას. სწორედ აქ მოხდა ის, რასაც ყველაზე ნაკლებად ველოდი ამ ჯოჯოხეთში.


                                                                                                        (გაგრძელება იქნება)






 





















კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები