| ავტორი: ლ. ლორია ჟანრი: პროზა 9 იანვარი, 2009 |
- სად იყავი ამდენ ხანს, დღეს ხო მაინც დასვენების დღეა, თან ბედობის დღე... - რავი, დაგვიბარეს, პრემიებიც მოგვცეს... ნინის სწავლის ფული მოვიტანე. სძინავს?! - კი, სძინავს. ვაიმე, კაც, აღარ გვიყვარს! - ვინა? - მსუქანა ლაშა... - ვა, რატო? - ჩაიფსა... - ვინა გოგო? - მსუქანა ლაშამ! - რა გაცინებს მერე?! რაო, ჩაიფსაო?! რაღაცას მატყუებ! - აუ, კაც, იმდენი ვიცინე, ცუდად ვარ! - აა, ხომ არ დამითვერით? - არა, გაგიჟდი, სასმელი საერთოდ არ ჰქონდათ? იმდენი ლიმონათები სვეს, არც გამიკვირდებოდა, რომ ჩაეფსათ... ნინის ჯერ არ უნდოდა წასვლა, ახალ წლის ღამეს წინა კბილი ხო მოერყა, ეს ხო გოზინაყის გიჟია... დღეს საერთოდ მოიძრო, მაწუხებსო... მერე ასე, უკბილო როგორ დავენახოო... - უყურე შენ! - ნუ, კაი, წავედით მაინც. თან მაინტერესებს, როგორ შეხვდებიან ერთმანეთს... ნამცხვარი რომ გამოვაცხვე, ის წავიღე... სადღესასწაულო ცენტრში იხდიდა... რომ მივედით, ლაშა გიჟივით მოვარდა და ლოყაზე აკოცა... ნინი მე მიყურებდა, შერცხვა გოგოს... მერე ნამცხვარი დავჭერი და ნინის ვეუბნები, ერთი ნაჭერი მიუტანე იუბილარს-მეთქი. გამგმირავი თვალებით შემომხედა... წაღებით კი წაუღო და წინ დაუხეთქა, მიირთვითო... - რათა კაცო?! - ვითომ მე მაჩვენა, საერთოდ არ მაღელვებსო რა... მერე თოვლის ბაბუა მოვიდა, მგონი ცოტა ნასვამი იყო, ან დაბოლილი. ნერვიულობდა ცოტა... მოწვეული ჰყავდათ... ასი ლარი მიუცია ლაშას დედას... ასე თქვა, ერიდებოდა ფულის აღება, ძალად მივეციო... ეს მერე. მანამდე დიდებიც და პატარებიც გვამხიარულა... ბავშვებს ეკითხება, ბავშვებო, როგორ იქცევითო, კარგადო ბავშვებმა. ყოჩაღ, აბა თქვენ რას იტყოდით! აბა ახლა მშობლებს ვკითხოთ როგორ იქცევითო. ერთი ბიჭის დედამ, კარგები არიან, ოღონდ ხანდახან ეპარებათო! იმანაც, არა უშავს, ხანდახან მეც მეპარებაო... ბევრი ვიცინეთ... ისე სასაცილო თოვლის ბაბუა იყო, ერთ ადგილას ტანსაცმელი გარღვეული ჰქონდა. ესო ბოროტმა ჯადოქრებმა გზა გადამიღობეს თქვენთან არ მიშვებდნენო, მერე კეთილმა ფერიები და პატრული მომეხმარაო... აბა ფიფქია ვინ იქნებაო და ბიჭებმაც და გოგოებმაც დაიწყეს ძახილი, მე ვიქნები, მე ვიქნებიო. ერთმა გოგომ მე თოვლის ბაბუობა მინდაო. იმან, ვაი უბედური საქართველო, ბიჭებს ჩხუბი დაუწყო, რა ფიფქიობა აგიტყდათ, კაცები არ ხართო? მალე ოჯახები უნდა შექმნათ და ქვეყანას უნდა უპატრონოთო... იმ გოგოს კიდე ეუბნება, ბებია მაინც გეთქვაო... - დაბადების დღე იყო თუ მიტინგი?! - მოიცა ჯერ სად ხარ... ლაშამ, მე ვაპირებ ოჯახის შექმნას, მეო შეყვარებული მყავსო და ნინის გადახედა, ნინიმ თავში წაუთაქა... თოვლის ბაბუამ, ოპ, ჩხუბი არ გამაგონოთო! კი ბატონო, ოჯახს ქმნით, მაგრამ საჭმელს ვინ გაჭმევთო. ნინი ეუბნება, ჩვენ უკვე ჩვენით ვჭამთო... ისე გაიცინა თოვლის ბაბუამ, წვერი კინაღამ მოძვრა... - გაანებე ამ თოვლის ბაბუას თავი, მსუქანა ლაშამ როგორ, მართლა ჩაიფსა?! - მართლა კი არ ჩაუფსია, კაც, ლექსებს ამბობდნენ, დარბოდნენ, თამაშობდნენ, ამ ლაშას კიდე ლიმონათი გადაესხა შარვალზე, და თოვლის ბაბუას ექაჩებოდა სახელოზე, - ნახე, ნახე, მეც მეპარებაო... - უჰ, არ ამოვისუნთქე... - იცინე შენ და... - კაი ვიბანავებ მე...
* * *
- კაც, რამდენი ვიტირე ახლა იცი? - რა გატირებდა, ძალიან გულჩვილი გახდი რაღაც! - შენი ჩანთა ჩამოვარდა მისაღებში და გაიხსნა... - ხო? - ხო, ხოდა იმ თოვლის ბაბუას ტანსაცმელი ეწყო, წვეულებაზე რომ იყო... არა და მეცნო ხო იცი... ხო, ისე არ გითხარი, გგავდა-მეთქი თვალებით, მინდოდა მეთქვა... - ხო, კარგი, ნუ ტირიხარ... ნინის ხო არ უეჭვია რამე... - არა... ნინი კი არა, მე ვერ გიცანი... ტანსაცმელი გადავმალე, კაც... არ მინდა ნახოს... - ნუ ტირიხარ, ხო იცი რომ ბანკში ნახევარ შტატში გადამიყვანეს... თან გადასახადები დაგვიგროვდა... ვატო, ჩემი ძმაკაცი თეატრში რომ მუშაობს... იმან დამირეკა, თოვლის ბაბუები არ გვყოფნისო... თქვენ რომ დაგინახეთ, კინაღამ უკან გავბრუნდი... - ჩუ, ჩამეხუტე, კაც...
08.01.2009 წ.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
22. ძალიან თბილია:) ძალიან თბილია:)
21. ამეტირა . . ამეტირა . .
20. ბანკი რომ არ ეხსენებინა...ვიფიქრებდი ბავშვების სიყვარულით გახდა თოვლის ბაბუა მეთქი და ტირილის მაგივრად , მაგრად გამიხარდებოდა... ბანკის მერე მეც კი მეც მომინდა ტირილი...:( ბანკი რომ არ ეხსენებინა...ვიფიქრებდი ბავშვების სიყვარულით გახდა თოვლის ბაბუა მეთქი და ტირილის მაგივრად , მაგრად გამიხარდებოდა... ბანკის მერე მეც კი მეც მომინდა ტირილი...:(
19. მეც ვიტირე ეხლა... ;;) მეც ვიტირე ეხლა... ;;)
16. ბუხრის სითბო მომინდა.. მინდოდა მეთქვა.. რა ვიცი.. ძალიან კარგია ბუხრის სითბო მომინდა.. მინდოდა მეთქვა.. რა ვიცი.. ძალიან კარგია
15. ლიკა რას ერჩი მაგ ქალს? :D ლიკა რას ერჩი მაგ ქალს? :D
13. საყვარელი მამიკოოო :( ის ქალი კატასტროფაა :)) ჭორიკანა დედების ტიპი :)) რაღაც მიმართვა კაც უხეშად მომხვდა ისეთ საყვარელ მამაზე :( საყვარელი მამიკოოო :( ის ქალი კატასტროფაა :)) ჭორიკანა დედების ტიპი :)) რაღაც მიმართვა კაც უხეშად მომხვდა ისეთ საყვარელ მამაზე :(
11. საღოლ! ჯგირო კაცი :) საღოლ! ჯგირო კაცი :)
9. ესეც წავიკითხე წუხელ....
ლელამ ისე თქვა ზუსტად რა ემოციაც მე დამიტოვა ნაწარმოებმა და პიროვნებასაც ხომ ასახავს ხელწერა? თან მაქვს პირადად გაცნობის ბედნიერებაც:)
ესეც წავიკითხე წუხელ....
ლელამ ისე თქვა ზუსტად რა ემოციაც მე დამიტოვა ნაწარმოებმა და პიროვნებასაც ხომ ასახავს ხელწერა? თან მაქვს პირადად გაცნობის ბედნიერებაც:)
8. მაგარი კაცი ხარ! 5 მაგარი კაცი ხარ! 5
7. ძალიან კარგია! :) :) ძალიან კარგია! :) :)
5. ძალიან მომეწონა :) ლიკას ვეთანხმები :) 5 ძალიან მომეწონა :) ლიკას ვეთანხმები :) 5
4. აუ ძალიან ამიჩუყდა გული :) ღიმილიან-ცრემლიანად ვკითხულობ ხოლმე :)
აუ ძალიან ამიჩუყდა გული :) ღიმილიან-ცრემლიანად ვკითხულობ ხოლმე :)
3. თბილი და ლამაზი მოთხრობაა, ოღონდ ეგ ქალი მიშლის ცოტა ნერვებს:) აცალოს რა ბავშვს ცხოვრება:) არასოდეს მოვექცევი ასე საკუთარ შვილებს:) თბილი და ლამაზი მოთხრობაა, ოღონდ ეგ ქალი მიშლის ცოტა ნერვებს:) აცალოს რა ბავშვს ცხოვრება:) არასოდეს მოვექცევი ასე საკუთარ შვილებს:)
2. მართალა ვისიამოვნე ლევან...დიდი სითბოა შენთან და ნაღვლიანი იუმორი :) ძვირფასი ადამიანი ხარ და ეტყობა შენს შემოქმედებას...5 მართალა ვისიამოვნე ლევან...დიდი სითბოა შენთან და ნაღვლიანი იუმორი :) ძვირფასი ადამიანი ხარ და ეტყობა შენს შემოქმედებას...5
1. ლევან, გილოცავ რჩეულ ავტორობას! მაგარი ხარ! ძალიან მეამაყები, ჩემო კარგო ადამიანო! მიხარია, შენნაირი მეგობარი რომ მყავს! 5 ლევან, გილოცავ რჩეულ ავტორობას! მაგარი ხარ! ძალიან მეამაყები, ჩემო კარგო ადამიანო! მიხარია, შენნაირი მეგობარი რომ მყავს! 5
|
|
მონაცემები არ არის |
|
|