ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546     * * *     "რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ზვიადიი
ჟანრი: პოეზია
2 მაისი, 2016


   
              გვიანია

ისე აირია მარტში ამინდები
ისე გვიანია ახლა შემოდგომა
თვალებდახუჭული სარკმელს მივეყრდნობი
გრძნობით გალეშილი კართან მელოდება

ამტვრევს მდარე ტორებს გრძნობამორეული
ჩემში გაუცხოვდა ალბათ ტირანია
გული მიღელავს და ვაპობ ოაზისებს
ჩემი სავარგული დღემდე მინატრია

ისე გაფერადდა ჩემში აჩრდილები
თითქოს გვიანია ახლა შემოდგომა
სარკმელს მიყრდნობილი ლანდად ვეჭიდები
ვერც კი გამიგია ისე შემოთოვა

წლები აირია,წლები აირია
ალბათ დაღმართია ახლა ყველაფერი
გრძნობის საწნეხელი ბურანს შევატოვე
ნუთუ სიზმარია ეს დღე წუხანდელი

ვეღარ გამიგია,ვეღარ გამიგია
ალბათ სიზმარია ყველა სინამდვილე
სიზმარს გავექეცი ღამის ოაზისში
ჩემში შემოდგომა ვეღარ იყვავილებს.


          ღამის აპათია

ვერსად გავექეცი ღამის პირამიდებს
ვეღარ ვინაპირე გზები გაუვალი
გრძნობა შეშლილია ღამის აპათიით
თითქოს დამიგროვდა გულში სამდურავი

გრძნობა შეპყრობილა ღამის მწყურვალებით
ისე გართულია ფიქრთა შენებაში
ვეღარ ვიდარაჯე ღამის სარანგად და
შეშლილს ვემსგავსები მთვარის ხსენებაში

სიტყვა მომეჯარა ყელში უნაზესი
მიღრენს გარინდებით მთვარე ალეწილი
ისე შეესიტყვა გრძნობებს სიმარტოვე
გული დამესერა დანით გალესილი

მთვარე ხეტიალობს ღამის სარდაფებში
ისე მარტივია ახლა ყველაფერი
თითქოს მთვარე იქცა ღამის აჩრდილად და
ესეც სიზმარია ამას ახლა ვხვდები


********************

ვნების საუფლოში მთვარე მოგზაურობს
ღამე გამითენდა,დილა ნამიანი
აკვანს აქანავებს ჩუმი ნიავი და
ქარი აზარხოშებს,ზეცას თაღიანი

ისე მიილია ღამის მთვლემარება
ათრობს აზარფეშა ,დილას ადრიანი
სისხამ უცნაური შუქი შემეპარა
აშარს მიეკედლა ქალი თავშლიანი

სიტყვა ეულია, მწარე დანანებით
ქარი აშრიალებს ფოთლებს სიმარტივით
წამში დაილექა ზღვები უნაპირო
ისე უბრალოა ქართან შესიტყვებით

ღამე გამითენდა,მთვარემ უძილოთა
ვეღარ შეიხორცა ღამის აჩრდილები
ვნების საუფლოში მთვარე მოგზაურობს
ზღვების განაპირა ელავს არშიები

სახე გამქრალი  და ისე უნდობარი
ბილიკს გავუყევი  ვნებით განფენილი
ზეცას მარტოობის თაღი ეხურა და
მივხვდი რისთვისაც ვართ ქვეყნად გაჩენილი

 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები