ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დევი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
3 მაისი, 2016


IL PRIMO

თუ იმ რესტორანს, რომელშიც თქვენ იმყოფებით,
პირველი ჰქვია,
არ დაგავიწყდეთ:
ცივი კერძის, მაგალითად -
"სალათი კრევეტებით", მირთმევის შემდეგ,
პასტაც მიირთვით,
"Affettato Misto Al Italiano",
ან "კოსტატა დი მარე",
ან "დორადო გრილზე",
პიცა შეშაზე "კვატრო ფორმაჯი",
"ყველის ასორტი",
და ა.შ...
გახსოვდეთ რესტორანში
რაც უფრო დიდი ლანგრით მოგართმევენ
მცირე ულუფას,
მით მეტი ამბიციით მუშაობს შეფი
და ნუ იფიქრებთ
რომ თქვენთვის განკუთვნილი ულუფის გარდა
არაფერია იმ დიდ ლანგარზე,
იქ ერთი წილი ყვირილი ძევს,
ერთი წილი შეურაცხყოფა,
მაგრამ ისეთი, თქვენ რომ პირდაპირ არ შეგეხებათ,
თუ რათქმაუნდა დესერტსაც არ დაივიწყებთ:
"ბრაუნს ნაყინით" ან "პანაკოტას",
ამ შემთხვევაში "ლიმონჩელო" შესაძლოა
უფასოდ გერგოთ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები