ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
7 მაისი, 2016


მეძავის მონოლოგი

მე მეძავი ვარ! დაცემული, ნაღალატარი,
მიჭირს უთქმელად... ჩემი ცოდვით ხეც კი ჩამოხმა,
აფსუს! აღარ მწვავს სიყვარულის ცეცხლის ღადარი,
სანუგეშებლად არავინ სჩანს გაღმა - გამოღმა.

მე მეძავი ვარ! გარიყული განდეგილივით,
მონანიების გზაზე ვდგავარ, შემინდე ღმერთო,
შემიმსუბუქე მწარე ხვედრი, გულისტკივილი,
რომ სიკვდილამდე სიყვარულის კელაპტრად ვენთო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები