ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სინა
ჟანრი: პოეზია
5 მაისი, 2016


არჩევანის სიმძიმე

მხიარულ წვიმაში სევდა დააბიჯებდა
და გადაწყდა ხვალამდე გადავდოთ სინამდვილე!
რაც მეტ ფერს ვიყენებ მეტად კარგავს ფერებს ატმოსფერო
გაზაფხულმა ააყვავა ატმის ღერო,
მაგრამ ჩემთვის არა!

ცარიელ დღეში სავსე სიცარიელი დაფარფატებს
დროსაც არ აცლის გაფლანგვას და
მღერის უსასრულოდ მღერის უსასოო დღე.
და ჩვენ, სად არის ჩვენ?!
გაქრა ნათელი წერტილები გაქრა
და სადღაც, სადღაც შორს გაჩნდა
                      ჩვენი მოგონებების თხელი ანარეკლი!
უფერული აზრების ფერადი გარსი მახრჩობს
და ვერაფრით ვივიწყებ გამოგონილ ბედნიერებას!
სამყარო თამაშზე დამთანხმდა მაგრამ წესები არ მანდო...
და დავაბოტებ ასე,
სასიამოვნო ან პირიქითა შემთხვევითობების მიჯნაზე.
უსასრულო გამოწვევა საკუთარ სიმართლეს,
თუ თავი რომ ვიმართლე...
მზაობას ვერ ვაცხადებ მოწყენილობისთვის,
მაგრამ არ მელოდება, არ მელოდება წლები
და კრთება ყველა მოგონება კრთება,
რწმენა თვითნაბადი რწმენა მრჩება მხარდახარ.
მაგრამ მესმის რომ, სულ არ გეცლება ჩემი სულის სამკურნალოდ!
რომანტიზმს აცდა უგუნური ცოდვა და ცარიელ ცოდვად იქცა.
ზეცამდე მინდოდა მისვლა მაგრამ გზა არ მასწავლეს
და უსასრულობის გზას დავადექი.
თუმცა ხედები იცვლება, წინსვლას მაინც ვერ ვგრძნობ.
არჩევანის სიმძიმე უნდა ვატარო
და წლები მხსნელებად უნდა ჩავთვალო!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები