ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელი კახელი
ჟანრი: პოეზია
5 მაისი, 2016


ადექი და გამომიგონე...



მე არ მოვკვდები,  სიცოცხლისთვის მყოფნის მიზეზი
და ამის ახსნა გაცილებით უფრო რთულია...
შენ ჩემს საქციელს გამართლება გამოუძებნე,
გააბათილო ყველა ეჭვი, ეგებ, სრულიად.
კვლავ ის ვიქნები, ვინც გინდოდა, გვერდით გყოლოდა,
გენატრებოდა უსაშველო მოლოდინებში...
ან იქნებ ნახო ყველა კადრი ფირის ბოლოდან
და გამოჩნდება, თუ აქამდე რა გზით მივედი...
დახუჭე თვალი ხომ გინდა, რომ შევძლო სიცოცხლე...
და არ გამიქრე სამუდამოდ თბილი ხსოვნიდან!
მგონი არც იცი, ხელუკუღმა რაც ქვა  ისროლე,
პროპორციულად ირიბიც კი ჩემთან  მოვიდა...
დღეს, რომ არ მოვკვდე, სიცოცხლისთვის მიზეზს ვიტოვებ
და ამის ახსნა გაცილებით რადგან რთულია,
ბოლოს და ბოლოს, ადექი და გამომიგონე
ისეთი, მე რომ მართლა ვარ და შენ არ გგონია...

ლელა ლაჩაშვილი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები