ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546     * * *     "რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ზვიადიი
ჟანრი: საბავშვო
6 მაისი, 2016


გაზაფხულის აპრილია

გაზაფხულის აპრილია
ჭიკჭიკებენ ჩიტუნები
სალაღობოდ გამოსულან
გოგონები, ბიჭუნები

ყვავილების კონებია
მით მოირთო მინდორ-ველი
მოწიწებით სხივებს აფრქვევს
მზე საამო,მზე ნათელი

შორი თბილი ქვეყნებიდან
მოფრენილი მერცხლებია
არემარეს აღვიძებენ
მათი ჭიკჭიკის ხმებია

საამური ამინდია
დღეც საამო და გრილია
ჭიკჭიკებენ ჩიტუნები
გაზაფხულის აპრილია

**************
ახალი წლის დადგომა
უხარია ყველასა
ნიშნად ხალხი მშვიდობის
ელის ცისარტყელასა

ახალ წელს ეგებება
დიდია თუ პატარა
ყველა წყენა,ნაღველი
სიხარულმა დაფარა

საახალწლოდ ნაძვის ხეს
საჩუქრები ჰკიდია
ფაციფუცობს სუყველა
სამზადისი დიდია

ულოცავენ ერთმანეთს
და გარემოც მშვიდია
ქეიფობენ,ღრეობენ
არც არაფრის რიდია

ახალ წელს მიულოცავს
ყველას თოვლის ბაბუა
ჭიკჭიკითა გადმოსძახებს
მერცხალი თუ ღაბუა

მღერიან და ცეკვავენ
დროს ატარებს ყველაო
ნიშნად ცაზე მშვიდობის
გაჩნდა ცისარტყელაო

*****************

ბუდეს აშენებს მერცხალი
დასჩეკავს
წვრილსა ბარტყებსა
გაზაფხულისა დადგომა
გულში სიხარულს ბადებსა

ერს გათენება უხარის
გაზაფხულისა დილისა
სუყველგან ჟრიამულია
დრო არის რა დროს ძილისა

მადლობას ვუძღვნით უფალსა
დადგომისათვის ამ დღისა
აღტაცებული შევყურებთ
ვარდის ამოსვლას და მზისა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები