ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზარნაძე
ჟანრი: პოეზია
6 მაისი, 2016


ვერსიფიკაციული უძილობა

ფონი ისეთია, სრულად გამოვრიცხოთ ძილი
დასაწყისიდანვე, რაღაც მეტაფორულ სიზმრებს
შიზოფრენიაში იმპერატორული წვლილი,
იმპერატორებს კი მოურიდებელი ზიზღი!..
ვის რა საერთო აქვს, ან რად ეურჩები ისევ
ყოფას - აუტანელს,
(ხეებს გადაუფრენს ჩიტი)...
განა რამე, თუმცა მისი ყოფნა გაძლევს მიზეზს
ოდნავ შეიკვეცოს ფიქრი

2007 –

მაშინ მას ჰქონდა ტალღების თმები,
თან ატარებდა ღიმის ჩემოდანს
და სინამდვილე - გაურითმავი
ჩვენი ბავშვობით ირითმებოდა.
არ იყო აზრში მელანქოლია,
არც ვეწეოდით, ვსვამდით თუ სხვა მისთ.
ჩვენ წარმოდგენაც კი არ გვქონია,
თუ სულში ასე ჩნდებოდა ხრამი;
ის არც მომკვდარა,
ეგ კი არადა,
მგონი არც იცის, რაა გადასხმა
სისხლის.
როდესაც მე ვღრიალებდი
ლექსებით
ნომერ

2008

ჭრილობას სადღაც
თავის არეში..
ახლა ფაქტია, როგორც ცხოვრობენ...
და მაშინ კი არ უნდა გამეშვა,
უნდა შემეშრო ცრემლი როგორმე;
როცა მშობლების მთები მოჩანდნენ,
უცებ ვიგებდით, რაა დილემა.
როცა ბავშვობა არის კოშმარი,
თუმც უარესი - გამოდიდება.
თურმე მიწისძვრით მთებიც ინგრევა,
ძველი ზღაპრებიც ასე გადაცხრა.
მაშინ იყო,
რომ ყველა მიგნება
შეჯამდა, გახდა

2009

ჩავკიდე ხელი და ლექსის ჩანჩქერს
გადავეკიდეთ, როგორც შუნები.
და მის თვალებში კვირტებად გაჩნდნენ
ალბას ვარდები
გადაუშლელნი.
მერე დაიწყო ციკლები დულსის,
ქარის წისქვილთა მთელი ამალა.
აძგერებული სხვაგვარი პულსი
მამაჩემმა რომ სადღაც დამალა
იმ შემოსწრებით...

სიზმრებს ავიხდენთ,
ან დავიძინებ.

ახლა ვარ როგორც
ვენახის კვალში მდგარი ატმის ხე,
თავს უსაშველოდ ზედმეტად რომ გრძნობს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები