ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი ყელბერაშვილი
ჟანრი: პროზა
13 მაისი, 2016


გზა მონასტრისკენ ( თავი VI / ომი )

-სანდრიკ... 
-....
-გიპოვე ძმაო, გიპოვე.
-გიო, შენ ხარ... მართლა შენ ხარ - გადავეხვიე გიოს,  რომელიც ჩემსავით ომში წამოსულა. ეს იყო სრული მოულოდნელობა, ეს იყო ემოცია. არ გვჯეროდა, რომ აქ, ერთმანეთი ვნახეთ. ვუყურებდით და პირდაპირ თვალებში იკითხებოდა წინა დღეების შედეგები ჩვენში.

-გაგიჟდი ხო? ნამდვილად შეიშალე... - ვეუბნებოდი მას
-აბა რა გეგონა, რომ აქ დაგტოვებდი? ჩვენ ერთნი ვართ სანდრიკ, ერთნი...
-როგორ ხარ ან აქ საიდან, როგორ? 
-ავნევის საგუშაგოდან მოვდივართ მე და.. ხო მართლა, გაიცანით, ეს ლევანია ბახტაძე- თავის თანამებრძოლზე მიგვითითა გიომ
-ესენი კი გიო: ლეიტენანტი :დავითაშვილი და 'რუსკი"...
-მეთაურო...
-თქვენსკენ რა ხდება ბიჭებო? ჩვენ დროებით კავშირი აღარ გვაქვს ავნევთან...
-ტყვია-წამალი არ მოგვეწოდება და არც არაფერი ისმის ამ ყველაფერზე.
-ჯანდაბა... -ამოიხრა მეთაურმა - დიდხანს ვერ გასტანს ეს სიჩუმე აქ.
-რას გულისხმობთ?-ყველამ მეთაურს შევხედეთ
-ისინი აქვე არიან, ნებისმიერ წამს შეიძლება ხელმეორედ "დაგვარტყან" ჩვენ კი მზად არ ვართ...
-იქნებ კავშირის აღდგენას დაველოდოთ? -საუბარში ჩაერთო ლევანი
-როდემდე ჩემო ძმაო? -შეუტია 'რუსკიმ". -იმ მარაგით რაც ბაზაზე გვაქვს, ერთ შეტევასაც  ვერ გავუძლებთ და...
-გგონია ნაკლებ დღეში ვართ?
-ლეო მართლია -თქვა გიომ 
-თქვენთვისაც მხოლოდ პროდუქტების ამოტანა შევძელით, სულ ესაა.
-ყელამდე წუმპეში ვართ.
-ავნევში სიმშვიდეა?
-წინა ღამით იყო სროლები თუმცა ბაზამდეც ვერ მოაღწიეს, დროზე მოვახდინეთ რეაგირება.
-კარგით ბიჭებო! -განაგრძო მეთაურმა -გავასუფთაოდ გზა და დავბრუნდეთ საგუშაგოზე

                                                                                                                *** 

-Они здесь?
-Да...
-Когда мы начинаем?
-Скоро дружище, Очень скоро
-Хорошо.
-Сколько их там?
-Tолько Пятеро.
-Ближе к цели, мой друг.
-стрелять?
-пока нет.будем ждать...
-чего ждать? не понимаю!
-команды.
-есть! хорошо. 

                                                                                                                    ***
-რა არის გმირობა?
-...
-პატრიოტიზმი? თავდადება? თუ უსაზღვრო სულისკვეთება?
-გმირობა არ არის მხოლოდ პატრიოტიზმი.
-აბა?
-უბრალოდ თან ახლავს, თუმცა გმირობა შესაძლოა სხვა მდგომარეობაში და სხვა ადგილასაც გამოიჩინოს ადამიანმა.
-მაინც, სანდრიკ?
-ამაზე პასუხს თავად უნდა მიაგნო, "რუსკი".
-ღმერთი სადღაა?
-როგორ?
-ღმერთი სადაა, სანდრიკ?
-ის აქაა. 
-ჰმ... ომში?- ჩაეღიმა.
-ჩვენს გვერდით, კი.
-შესაძლოა.
-რისი გაგება გსურს?
-ერთი ის ვიცი რომ შენ მისი არსებობის გწამს ამ "ჯოჯოხეთში"
-და შენ?
-მე?!
-ხო შენ, შენ?
-მე მის ძიებაბაში ვარ..
-სად, ომში? -გავუმეორე მისივე კითხვა.
-არა. ჩემს გულში.

                                                                                                                            ***
საგუშაგოზე მშვიდობიანად დავბრუნდით. ბაზაზეც ერთი შეხედვით ყველაფერი წესრიგში იყო. შესვლის თანავე მეთაურმა თითის მოძრაობით ანიშნა გუშაგს რომ შეცვლილიყვნენ. საგუშაგოდან ჩამოსვლის შემდეგ, წინ სულხანიშვილი გამოჩნდა.
-ზაზაძე სადაა? -იკითხა მეთაურმა
-უკან მომყვებოდა.
-ისაა? - ჩვენს მოშორებით გამოჩენილ ჯარისკაცზე ანიშნა გიომ.
-კი ეგ არის - უთხრა მეთაურმა
ჯარისკაცი უცნაური ნელი ნაბიჯებით მოიმართებოდა ჩვენსკენ. თითქოს ცალ ფეხს მოათრევდა.
-რა გჭირს, ბიჭო? - წინ გაგვასწრო 'რუსკიმ"
მოულოდნელად ზაზაძე შეჩერდა, ერთი ამოიხრილა და მოწყვეტით დაეცა ძირს

-ისინი აქ არიან...
-Огонь!

შორიდან გაისმა ხმა და მოულოდნელად ყველანი ტყვიების ქარცეცხლში აღმოვჩნდით.ისინი ბაზაზს დაესხნენ. 
-იარაღები აიღეთ და გაიფანტეთ! - იყვირა მეთაურმა.
 
  ჩვენ, შეძლებისდაგვარად, მახლობლად მდგომ ბარიერებს ამოვეფარეთ, ველოდით ცოტათი მაინც შენელებულიყო სროლა, რომ საპასუხოდ ჩვენც გვემოქმედა.ერთი თვალის გადავლებაც კი საკმარისი იყო იმის მისახვედრად, რომ ნაწილი მოწინააღმდეგეების ტყეში იკავებდა პოზიციებს. ზაზაძეს ბრმა ტყვია ჰქონდა მოხვედრილი ზურგში და უსულოდ ეგდო ძირს, სულხანიშვილი კი ამის შემხედვარე დაბნეული იყურებოდა აქეთ-იქით. მტერი, ბაზის ორივე მხრიდან გვიტევდა და ცდილობდნენ ალყაში მოვექციეთ. ცეცხლი არ წყდებოდა. უკნიდან მოულოდნელად ნასროლმა ტყვიამ სულხანიშვილს თავის ქალა გაუხვრიტა და ადგილზევე დასცა. ამის შემდეგ ჩვენ მაშინვე შევცვალეთ სამოქმედო გეგმა. დავიძარით ჩამალული მოწინააღმდეგეებისაკენ  და ღია ბრძოლაში ჩავერთეთ. ისინი ისროდნენ ყველა მიმართულებიდან. მალევე ცეცხლის ალში გაეხვია იქაურობა და წამში ყველაფერი მართლაც ჯოჯოხეთს დაემსგავსა . 'რუსკი" პირდაპირ გაიქცა და ბაზის ბარიერებს გადაახტა. მას ლევანი და გიოც მიჰყვნენ ფეხდაფეხ, რომლებმაც საგუშაგოს მისადგომებთან ჩამალული ჯარიკაცები შენიშნეს.მათთანაც ქაოსი დაიწყო. მოწინააღმდეგებისთვის ასეთი მოულოდნელი იერიში დამაბნეველი აღმოჩნდა და ჯგუფური დარტყმის მაგივრად, სხვა და სხვა მიმართულების  ფლანგზე, ტყეში დაიწყეს გაშლა. შეტევა არ ცხრებოდა. მათ უკან მივყვებოდით საპასუხო ცეცხლით.  მოულოდნელად ერთ-ერთი იმათგანი შემოგვიტრიალდა და :
-Грузины... Это, от нас - და პირდაპირ ჩვენსკენ დაიწყო სროლა. 
"რუსკი' ამ დროს თამაშგარეთ აღმოჩნდა. სწრაფად მოექცა უკან და ძლიერად წაუჭირა ყელზე ხელი. ჯარისკაცმა ხრიალი დაიწყო. შემდეგ "რუსკიმ" ზურგზე ლულა მიადო და ლოყაზე აკოცა.
-ეს კი ჩვენგან, "მეზობელო"... - იგრიალა იარაღმაც. ჯარისკაცს ტანში ტყვიამ გამჭოლად გაურა. ის დაეცა.
-Граната, живо!.. -გაისმა ბრძანება.
-ყუმბარას ისვრიან... - თქვა მეთაურმა და სწრაფად გაშორდა იმ ადგილს რამდენიმე მეტრით.
აფეთქება პირდაპირ ბაზაზე მოხდა. მეთაურმა ოდნავ მოხრილი პოზიციით ისევ წინ დაიწყო გადაადგილება. მას რამოდენიმეც უკან გავყევით.
-ტყეში შევდივართ მხოლოდ სამი კაცი.სხირტლაძე, მაგომედოვთან - ბაზაზე...
ვაგრძელებდით გადაადგილებას. ორი კაცი მოჩანდა თვალთახედვის არეში. პაუზის შემდეგ ისევ განვაგრძეთ მათი მიმართულებით სროლა. წინ მორბენალ მათ ჯარისკაცს ტყვია ფეხში მოხვდა და ადგილზევე წაიქცა, თუმცა ხელის დახმარებით მაინც ცდილობდა მის თანამებრძოლს არ ჩამორჩენოდა. გარკვეული მანძილის შემდეგ ერთი მიიმალა. "რუსკი" კი უკან მობრუნებისას მტრის მომაკვდავ ჯარისკაცს წამოადგა თავზე და ხელში იარაღის თამაშით, მის წინ ჩაიცუცქა:
-ეი, რუსო, Это Грузия, знаете-ли?
-Знаю. извините меня! прошу вас...
-Не... ничего не понимаешь. Я здесь родился, слабак -თქვა 'რუსკიმ" და იარაღი გადატენა. ხელი ფრთხილად ასწია და სამიზნე პირდაპირ მის თავთან გაასწორა, რაზეც მე ძლიერად ხელზე აკვრით, იარაღი გავაწევინე. გასროლა მოხდა.
-რას აკეთებ?
-საკმარისია 'რუსკი"!
-ის ჩვენს მოკვლას ცდილობდა და გინდა ცოცხალი დავტოვოთ?- გაცეცხლებული ჩამაშტერდა თვალებში.
-გაინტერესებს ღმერთი სადაა?
-კი...
-გიყურებ და ვხვდები რომ ის შენში ნამდვილად არაა.
მეთაურმა მშვიდად გამომხედა ჩემს სიტყვებზე და მხარზე ხელი მომხვია. 'რუსკიმაც" ნელნელა იარაღი დაუშვა დაბლა, მომაკვდავს თვალი აარიდა და ჩუმად ჩაიჩურჩულა:
-წავედით...

                                                                                                                    ***
ბაზაზე დაბრუნებულებს საშინელი კადრები გადაგვეშალა წინ. სისხლით მოთხვრილი მებრძოლები გაუჩერებლივ დარბოდნენ აქეთ-იქით.  ორი ცხედარი პირდაპირ ბაზის შუაგულში ეყარა. იყვნენ დაჭრილებიც. ყუმბარის აფეთქებისას მაგომედოვი მის მახლობლად მდგარიყო საგუშაგოზე, რის შედეგადაც აფეთქებამ მას მუხლს ქვევით ფეხი მთლიანად მოსწყვიტა. ის ჯერ კიდევ გონზე იყო, თუმცა დაუსრულებელი ტკივილისგან, უმოწყალოდ ღრიალებდა. ეს საშინელება იყო... ყველაფერი სისხლით მორწყული და გადამწვარი დაგვხვდა.
-არტაშანი, სწრაფად! - ყვროდა მეთაური - სხირტლაძე, გამოფხილზლდი!
-დიახ
-რა დიახ?! არტაშანი მოიტანე სწრაფად.
-სანდრიკ დამეხმარე, რა?! - უკნიდან მომვარდა გიო - ლევანია მხარში დაჭრილი...
მე გახევებული ვიდექი. ეს ყველაფერი კი, ღრმად იბეჭდებოდა ჩემში. ყოველი კადრი, ყოველი მოძრაობა და სიტყვა. ეს შეშლილი და გამოფიტული სახეები ალბათ არც არასდროს დამავიწყდება. შიშითა და დაბნეულობით აღსავსე მზერა, რომელიც გამოსავალს ვერ პოულობდა. ისინი ხომ ახალგაზრდა ბიჭები არიან და იყვნენ. მათ ოჯახები და ცოლ-შვილი მიატოვეს ომისთვის. მათ თავის ახალგაზრდობა დათმეს, მათ თავისი თავი დათმეს და რა? უმეტესი ხომ უკან, თავის ფეხით ვერც კი დაბრუნდება? ესაც ომის სავალალო შედეგები. სწორედ ამის ეშინოდა ჩვენს მეთაურს და ახლა კი ყველაფერი უკვე ცხადზე-ცხადი იყო, რომ ჩვენ სულ უფრო ცოტანი ვრჩებოდით.
-სანდრიკ, რა გემართება? -შემაჯანჯღარა გიომ - გამომყევი...
-ფეხიიი... -ღრიალებდა მაგომედოვი.
-ცოტაც გაუძელი, მეგობარო, ჩვენ შენთან ვართ! - ამშვიდებდა მეთაური თუმცა თავადვე იცოდა, რომ ის სამედიცინო სახსრები, რაც მას გააჩნდა, მაგომედოვს ტკივილს ნამდვილად ვერ გაუყუჩებდა.

-ცოტა ფრთხილად, გიო! -გვითხრა ლევანმა
-არაფერია, ბიჭო, ტყვია არაა მოხვედრილი...
-განაკაწრია.
-ვოვას ამბავი როგორ იქნება? - მაგომედოვზე ვანიშნე გიოს
-შანსი არ აქვს.
-ანუ?
-მედიკამენტების დეფიციტია, სანდრიკ...
-ის დაიღუპება სანდრო!- თქვა ლევანმა და ტკივილისგან მხარი ოდნავ მაღლა ასწია.
პაუზა... გონებაში მგონი ფიქრი შეწყდა. 
-სანდრო... -მომიახლოვდა მეთაური - მე და სხირტლაძემ ვოვას უნდა მივაქციოთ ყურადღება. გიო, ლევანს მიხედავს...
-მე?
-შენ და "რუსკიმ" ბიჭები უნდა დამარხოთ. ასე ხომ ვერ დავტოვებთ?! - თქვა მან და ცხედრებისკენ გაიხედა.
-გასაგებია. -წამოვდექი მე და მათკენ გავემართე.
-მოდი, ჩემო ძმაო მოდი -მომმართა 'რუსკიმ" - მივხედოთ ჩვენს ბიჭებს -იძახდა ამ სიტყვებს და თითქოს ყოვლად ურყევ "რუსკის" თვალებში ცრემლი შევნიშნე. 
-საით?
-ტყეში დავმარხოთ, საგუშაგოს მახლობლად.
-სანდრო... -დამიყვირა გიომ -შენ შესძლებ! 
ცხედრები ნელნელა საგუშაგოს მოვაშორეთ და ბაზის მისადგომებთან გავჩერდით. "რუსკიმ" ორმოს ამოთხრა, დაიწყო როდესაც უეცრად შევჩერდი.
-რა დაგემართა? -მკითხა 'რუსკიმ"
-დამელოდე! -ვთქვი მე და მოვშორდი ადგილს. გამახსენდა ის რუსი ჯარისკაცი რომლის მოკვლასაც ცდილობდა "რუსკი". ძიების შემდეგ ისევ იმ ხესთან ვიპოვე, თუმცა კარგა ხნის დაღუპული. წამით შევჩერდი, მაღლა ავიხედე და შემდეგ მისი უსულო სხეული, ზურგზე გადავიკიდე. ასე დავბრუნდი უკან. "რუსკი", ამის შემხედვარე, შეცბა და გაოგნებული მიყურებდა თუმცა არაფერი უთქვამს. 
-ის, შესაძლოა, მამა ყოფილიყო, ძვირფასი შვილი, ან ერთადერთი "საყრდენი" მის ოჯახში. -ვუთხარი მე
"რუსკი" ისევ ჩუმად იდგა, შემდეგ კი განაგრძო ორმოს ამოთხრა. ჩვენ სამივე ჯარისკაცი მიწას მივაბარეთ, ერთმანეთის გვერდი-გვერდ  და ბაზაზე დავბრუნდით. ესაა ომი.

                                                                                                                          ***
-ბევრ სისხლს კარგავს. 
-ფეხის მოკვეთა მოგვიწევს- წამოდგა მეთაური.
-რაა?
-ვოვა, მოკვდები იცი შეენ?
-იქნებ რაიმე...
-არა, არა. სხვა გამოსავალი არ არის...
-ლეიტენანტო, ავნევიდან გვიკავშირდებიან. - საყარაულოდან გამოვიდა სხირტლაძე.
-დავბრუნდები!
-ღმერთო!.. -ძლიერად უჭერდა მუჭს, მაგომედოვი.

-მომაწოდე! -საყარაულოში შესვლისას, ხელით, რაციაზე მიუთითა მეთაურმა. - "ავნევი", "ნული" ვარ, გადმოეცი!
-ავიაცია პირდაპირ თქვენსკენ...
-ხელმეორედ გადმოეცით!
-ავიცია, პირდაპირ თქვენსკენ მოდის...
-მიღებულია! - თქვა ლეიტენანტმა და რაცია კედელზე მიამსხვრია - ვიცოდი, რომ არ გაჩერდებოდნენ. მანქანა დაქოქეთ და სასწრაფოდ დატოვეთ ბაზა, სასწრაფოდ! -დაუყვირა სხირტლაძეს

-რა ხდება? - ლევანმა, გიოს გახედა.
-ავიაცია მოემართება ჩვენსკენ...
-სანდრიკ... წავედით ბიჭებო, მანქანები უნდა ამოვიყვანოთ.
-ჯანდაბა, დაუჩქარეთ! -ყვიროდა მეთაური - მაგომედოვი მოამზადეთ და ფრთხილად დააწვინეთ მანქანაში.... 
-მეც გამოგყვებით, გიო - ბიჭებს წამოგვეწია "რუსკი"

ორივე მანქანა, საგუშაგოს მოშორებით ტყეში, გვყავდა გაჩერებული. სწრაფად გავშორდით ბაზას და გავემართეთ მანქანებისაკენ, თუმცა სულ რამოდენიმე მეტრით ვიყავით მოშორებული იქაურობას, როდესაც უკნიდან მოულოდნელად მოვარდნილმა წნევამ, რამოდენიმე მეტრის იქით გადაგვყარა.

ჩვენ დაგვმბომბეს...

                                     
                                                                                                            (გაგრძელება იქნება)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები