ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნუნუ ნონა
ჟანრი: პროზა
7 მაისი, 2016


აზარტი (წყალი, სული და შვიდი ნიშანი)

წყალი, სული და შვიდი ნიშანი

    წყალს უყვარს თამაში, ხომ გინახავთ ჩანჩქერი? თუნდაც შა-დრევანი ვთქვათ, ანდა ზაფხულის წვიმა,  ცისარტყელას შვიდ-ფეროვანი რკალით კალთადამშვენებული...  წყალი გვეთამა-შება და სათამაშოდ გვიწვევს. ჩვენც ხომ სწორედ ეს გვინდა,
თამაში ჩვენი სტიქიაა, მაგრამ... ცოტა მაცალეთ, ჯერ უმთა-ვრესი არ მითქვამს.
    საქმე იმაშია, რომ, წყალი მარტოსული (ეს სიტყვა აქ მართ-ლაც შესაფერისია) არ გახლავთ, მე მასთან სული დავაწყვილე. ნიღაბიც, როგორც ხედავთ, ორსახა მიკეთია, იქნებ ამ საეგე-ბიო საქმეში შემეწიოს.

    საეგებიო და მეტი არა? მესმის თქვენი ფიქრების  გამოძა-ხილი...
გეთანხმებით: სიტყვა `საეგებიო” მართლაც მეტად არასა-კმარისია, როდესაც საქმე სულს ეხება. მეტისმეტად ძნელია (თუ შეუძლებელი არაა) სულიერ ციხე-სიმაგრეთა დალაშქვრა.
ვერაფერს ვპოულობთ ხელჩასაჭიდს, ჰაერში გამოკიდებული რჩება ყველა ჩვენი ძალისხმევა. სწორედ ამიტომ, სულიერ ცი-ხე-სიმაგრეთა მისადგომები მუდამ დაჭრილებით და დახოც-ილებითაა სავსე... გადატანითი მნიშვნელობით, რა თქმა უნდა. მაგრამ არის კიდევ ერთი გზა, მას თამაში ჰქვია... თამაში სულ-საც უყვარს,  სხვანაირად არ შეიძლება იყოს, მაშინ არც ჩვენ გვეყვარებოდა თამაში. ასე რომ, ვეთამაშოთ საკუთარ სულს და წყალი ავირჩიოთ მეწყვილედ, ყოველმხრივ მისი მსგავსი და ფარდი. ყველა შვიდი ნიშანი ერთხმად ღაღადებს ამაზე.
    წყალი და სული, უპირველეს ყოვლისა, იმით გვანან ერთმა-ნეთს, რომ ორივე ერთნაირად უხილავია. მინარევებისგან თა-ვისუფალი წყალი სრულიად გამჭვირვალეა, ადამიანი მას ვერ ხედავს. ასევე მიუწვდომელია წყალი გრძნობათა დანარჩენი ორგანოებისთვის: არ აქვს ფერი, სუნი, გემო.  არ აღიქმება შეხე-ბით... (თუ მისი ტემპერატურა ადამიანის სხეულის ტემპერა-ტურას ემთხვევა), ცხადია, არც რაიმე ხმებს გამოსცემს... მოს-ვენებულ მდგომარეობაში მყოფ, დაწმენდილ წყალს ვგულის-ხმობ და არა, ვთქვათ, ჩანჩქერს, ანდა ზღვის ტალღებს.
იგივე შეიძლება ითქვას სულის შესახებ. როგორც წყალი, ისიც მიუწვდომელია ადამიანის გრძნობათა ორგანოებისთვის. სული უხილავია, ადამიანი მას ვერ ხედავს... არ აქვს ფერი, სუნი,
გემო, არც ის აღიქმება შეხებით... ცხადია, ამ უკანასკნელ შემ-თხვევაში ტემპერატურის შესახებ ვერ ვილაპარაკებთ, საკითხს სხვა მხრიდან უნდა მივუდგეთ; თუ წყლის ტემპერატურა ადა-მიანისას არ ემთხვევა, ცხელია ან ცივი, მაშინ იგი უკვე მოდის შეხებაში ადამიანის გრძნობებთან. ზუსტად ასევე, ადამიანს შეუძლია შეიგრძნოს სულის არსებობა, ოღონდ ისეთ მდგომარ-ეობაში, რაღაცით გადახრილი რომ იქნება ჩვეულებრივისგან...
    როგორც ხედავთ, დიდია მსგავსება ადამიანის სულსა და
წყალს შორის... შეიძლება ითქვას, რომ ეს ერთი ნიღაბია, გაორებული სახით წარმოდგენილი, სხვადასხვა მხარეს იყურებიან და ამიტომ ვერ ხედავენ ერთმანეთს... სწორედ ისე, როგორც ჩემი ნიღაბი.
    ახლა კი ჩვენც გავეთამაშოთ წყალს... და რა თქმა უნდა, სულ-საც. დაგვჭირდება ორი ზუსტად ერთნაირი გამჭვირვალე ჭურ-ჭელი; ვთქვათ, ჭიქა. ერთი პირთამდე ავავსოთ, გავალიცლი-ცოთ წყლით, მეორე ცარიელი დავტოვოთ. ორივე ჭიქა მოვათ-ავსოთ ოთახში, რომლის სარკმელს თეთრი ფარდა ექნება ჩამო-ფარებული... ყურადღებით დავათვალიეროთ ორივე ჭიქა,  მათ შორის არა-ნაირი განსხვავება არაა. ჩვენ ვერ ვიტყვით, რომელში ასხია წყალი და რომელია ცარიელი. ორივე ერთნაირად გამჭვირვა-ლეა. ჭიქაში მდგარი წყალი თავს არაფრით ამჟღავნებს. ეს იმი-ტომ, რომ ოთახში გაბნეული შუქია,  თეთრი ფარდა მზის სხი-ვებს გაფანტული სახით ატარებს.
    ამ ორ ჭიქას შორის განსხვავებას მხოლოდ მაშინ დავინახვთ, თუ ფარდას გადავწევთ და ოთახში მზის პირდაპირ სხივებს შემო-ვუშვებთ. ცარიელი ჭიქა უცვლელი დარჩება, სავსე ჭიქა კი სრუ-ლიად შეიცვლება. მასში მყოფი წყალი აციაგდება, ათინათებს და ცისარტყელებს წარმოშობს. ფიზიკოსებმა ამ მოვლენას მზის სხივების სპექტრად დაშლა უწოდეს... რაც გინდა თქვი და თვალ-ისთვის მეტად საამო, მიმზიდველი სანახაობაა. გაქრა  უღიმღა-მო, უფერული შუქი, ოთახში თვით მშვენიერებამ შემოაბიჯა. ზუსტად ასევე, ჩვენი სულიც სრულიად გარდისახება, რო-გორც კი ღვთაებრივი ნათელი შეეხება. ისიც წარმოშობს ლა-მაზად მოციაგე ათ ინათებს და ცისარტყელებს. ცხადია, ამ საო-ცრების ხილვა ვერ მოხერხდება ისე ადვილად, როგორც ამას ზემოთაღნიშნულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი. სულიერი გასხივო-სნება ვერ აღიქმება ისე ცხადად, როგორც წყლის გასხივოსნება, ანუ `ცისარტყელა”. უმეტეს შემთხვევაში იგი შორს სცილდება დრო-სივრცის ჩარჩოებს, რომლითაც ადამიანის ცნობიერებაა დასაზღვრული.
    მაგრამ არის იშვიათი, ბედნიერი შემთხვევები, როდესაც `სულიერი ცისარტყელა” გამოვლინდება ჩვენეულ დრო-სივრ-ცეებში. უსასრულოდ მრავალგვარია ეს გამოვლინება და ყოვე-ლთვის მშვენიერებასთანაა წილნაყარი.
    როგორც ხედავთ, მსგავსების პირველივე ნიშანმა ცისარ-ტყელას მშვენიერი ბილიკი გაგვიფინა ფეხქვეშ.  მივყვეთ ამ ბი-ლიკს... წყლის მეორე ნიშანი დენადობა გახლავთ. წყალი, ინარჩუნებს რა უცვლელად შინაგან თავისთავადობას, გარეგნულად ყო-ველთვის მორჩილებს იმ გარემოს, რომელშიაც მოხვდება; შეუ-ძლია მიიღოს ყველა იმ ჭურჭლის ფორმა, რომელშიც ჩავასხამთ. შეუძლია უსასრულოდ დანაწევრდეს, სულ პაწია სათითურებში და ასე შემდეგ... საზღვარი არა აქვს წყლის ფორმათა მრავალ-ნაირობას. ეს თვისებები სულსაც ახასიათებს. სული, მოქცეული ჩვენი სხეულის საზღვრებში, ზუსტად ჩვენი სხეულის ფორმას ღებულობს. სანამ ჩვენთანაა, ჩვენი ასლია, ნურავინ შეეცდება,  საწინააღმდეგო ამტკიცოს, მე მას არ დავუჯერებ.
    წყალს მბრძანებელი თვისებებიც აქვს. აბა, ჩაასხით წყალი ჭურჭელში; თქვენ ნახავთ, როგორ ცდილობს წყალი, განდევნოს ყოველივე ზედმეტი და თვითონ დაიკავოს მთელი სივრცე; რაც მძიმეა, ფსკერზე დალექავს, რაც მსუბუქია, ზედაპირზე ამოატივტივებს.  თუ ჭურჭელში ჰაერის ბუშტუკებია, მთელი ძალ-ღონით ცდილობს, თავიდან მოიცილოს ისინი... და საერ-თოდ, ისე იქცევა, თითქოს ამბობდეს, მე ვარ აქ ბატონ-პატრო-ნიო. ასევეა სულიც, გაითავისებს რა სხეულს, მისი ბატონ-პატ-რონი ხდება, ვერ იტანს რაიმე უცხოს და მიუღებელს.
    ძალიან ფრთხილად უნდა მოექცე ჭურჭელს, რომელშიც წყალი ასხია; არ უნდა გადააყირავო, არ უნდა გატეხო, თორემ წყალი დაიქცევა და ჭურჭელი დაცარიელდება. ასევე სულიც უამრავ წინაპირობას გვიყენებს, რათა ჩვენი სხეული არ დატო-ვოს და არ მიგვატოვოს. მოკლედ რომ ითქვას, უსასრულოა წყლის დენადობის უნარი და ასევე სულის დენადობის უნარიც უსასრულოა.
    ჭურჭელში მდგარი წყალი ოდესმე  თავისთავად ამოშრება (თუ
მანამდე არ დაიღვარა). მას თავისი დრო აქვს მიცემული, თუ რამ-დენი ხანი უნდა დაჰყოს ჭურჭელში. მსგავსად ამისა, სულსაც თავიდანვე აქვს მიცემული დრო, თუ რამდენი ხანი უნდა დაჰყოს რომელიმე კონკრეტულ სხეულში და მორჩილებს კიდეც მას,  თუ მანამდე რაიმემ არ შეამოკლა მისი იქ ყოფნის ვადა.
    სანამ წყალი ჭურჭელშია, მის ფორმას ინარჩუნებს.  ეს უკვე ითქვა და ვიცით, მაგრამ რა ხდება, როდესაც წყალი ჭურჭლის მიღმა აღმოჩნდება, ანუ როცა დაიღვრება? ასეთ დროს წყალი სიფრიფანა ფენად განაწილდება იმავე ჭურჭლის მახლობლად, თითქოს ცდილობს, რაც შეიძლება ფართო სივრცეს მოეფინოს. სხვანაირად რომ ვთქვათ, ჭურჭელში მყოფი წყალი ჭურჭლის კუთვნილებაა, მაგრამ წყალი ჭურჭლის კედლის გარეთ... უკვე მთელი სამყაროს კუთვნილებაა, მაშინვე მოგზაურობას იწყებს, იქცევა ღრუბლად, ზღვად, ოკეანედ. ამ სახით მოეფინება დედამიწას და ამ მოგზაურობას არ აქვს დასასრული. ეს ყველა-ფერი სწორედ ამ იშვიათი უნარის, დენადობის წყალობაა, რო-მელზეც იმდენი ვილაპარაკეთ.
    ზუსტად იგივე შეიძლება ითქვას სულის შესახებაც. სხეუ-ლში მყოფი სული მას ეკუთვნის, მაგრამ სული სხეულს გარეთ... ეს უკვე სულ სხვა გზის დასაწყისია. იგი ერთვის რომელიღაც მეტისმეტად იდუმალ, უსხეულო ოკეანეს, რომლის  შესახებ არავინ არაფერი უწყის...

    წყლის მესამე ნიშანი გახლავთ უნიკალური თვისება, ერთ-ნაირად გაფართოვდეს, როგორც გათბობის, ისე გაცივების დროს. დედამიწის ზურგზე ცნობილ არცერთ სხვა ნივთიერებას
არ ახასიათებს მსგავსი რამ, მხოლოდ და მხოლოდ წყალია გამონაკლისი ამ მხრივ. წყალს უდიდესი სიმკვრივე ოთხ გრა-დუს ტემპერატურაზე გააჩნია, ანუ ამ დროს მისი ხვედრითი
წონა უდიდესია. გადასცდება თუ არა ოთხ გრადუსს (სულ ერ-თია, ზევით თუ ქვევით), წყალი მაშინვე გაფართოებას იწყებს; აქედან გამომდინარე, უფრო მსუბუქი ხდება. ამ მოვლენას ანო-მალია ეწოდება და ბევრი, მეტისმეტად ბევრი რამის პირველ-მიზეზი გახლავთ. გამიძნელდება მათი ჩამოთვლა, ერთ-ერთ მათგანზე შევაჩერებ თქვენს ყურადღებას: ყინული რომ წყა-ლში ტივტივებს, სწორედ ამ ზემოთხსენებული თვისების შე-დეგია. ამის ყველაზე ცხადი მაგალითი გახლავთ აისბერგები. მართლაც მშვენიერი სანახავია ლურჯ წყალზე მოტივტივე ყი-ნულის ქათქათა მთები. ამ მშვენიერ სანახაობას წყლის ანომა-ლიურ თვისებებს უნდა ვუმადლოდეთ.
    აღარ დავღლი თქვენს  ყურადღებას იმის აღწერით, თუ რო-გორ ფართოვდება წყალი გათბობის დროს, ეს ყველას საკუთა-რი თვალით უნახავს, საკუთარი ხელით ჩაუტარებია და აუსრუ-ლებია ეს მეტად გავრცელებული ცდა... ყველა დიასახლისი გეტყვით ამის შესახებ.
    ახლა კი სულის საზღვრებზე ვილაპარაკოთ, რამეთუ ჩვენ წყალი და სული დავაწყვილეთ... დიახ, სულის საზღვრებიც ფა-რთოვდებიან, ისე, როგორც წყლის საზღვრები, მაგრამ არა გა-თბობა-გაცივების დროს... აქ სხვადასხვა ხასიათის განცდებია თავი და თავი, სული მათი საშუალებით იფართოებს თავის საზ-ღვრებს. რომელ განცდებზეა ლაპარაკიო, იკითხავთ... სრუ-ლიად ჩვეულებრივ, ადამიანურ განცდებზე მოგახსენებთ, რომლებსაც გვერდს ვერავინ აუვლის, ვინც კი ადამიანის ტყავ-ში გაეხვევა.  სიხარული, მწუხარება, ტკივილი, სიამოვნება...

    კიდევ რა ვთქვა? უსასრულოა მათი გრადაციები, მოუხმეთ ფან-ტაზიას, განავრცეთ ეს სია... უბრალოზე უბრალო სიტყვა ავი-ღოთ, `სიხარული”. უმშვენიერესი, ზეაღმტაცი განცდაა, რასაც
ეს სიტყვა გულისხმობს, მაგრამ მომიტევეთ და, უკმარია. განა გინახავთ ადამიანი, რომელსაც სიხარულის გარდა სხვა აღარა-ფერი განუცდია? ანდა, ვთქვათ, სიტყვა `სიამოვნება”. ესეც
მშვენიერი სიტყვაა და თანაც უკმარია. ადამიანი ვერ აღიქვამს ვერანაირ სიამოვნებას, თუ მისი საწინააღმდეგო რამ არ გამო-სცადა. საწინააღმდეგოა ტკივილი და მწუხარება. უმძიმესი სი-ტყვებია, მაგრამ როგორ დრამატულ მუხტს ქმნიან... ეს კარ-გად იცოდნენ ძველმა ბერძნებმა, ტრაგედიებიც ამის შედეგად იშვა. სწორედ ეს მუხტი ძერწავს ადამიანს, მის გარეშე ადამი-ანი სრულფასოვნებას ვერ მიაღწევს, ნამდვილ ჭუპრად დარჩე-ბა, ჭუპრად ყოფნა კი დიდ მიღწევად ნამდვილად ვერ ჩაითვლე-ბა. ჭუპრი შეიძლება იყოს ხიდი, საშუალება, მაგრამ მიზანი, არავითარ შემთხვევაში... ხომ გსმენიათ, ნეტარ არს კაცი ჭირ-გამოვლილიო...
    წყლისა და სულის მსგავსება აქ ძალზე ცხადია: როგორც უკ-ვე ვთქვით, წყალი ერთნაირად ფართოვდება გათბობის ან გაცი-ების შედეგად. ასევე ჩვენი სულიც მიმოიქცევა და ფართოვდება
ამ ფატალური სიტყვების, სიხარულისა და მწუხარების, ტკი-ვილისა და სიამოვნების სამანებს შორის. წყალი ვერ შეიცვლე-ბოდა, ვერ გააფართოვებდა თავის საზღვრებს, მუდამ ოთხ გრა-დუს ტემპერატურაზე რომ დარჩენილიყო. ასევე ვერც ჩვენი სული შეიცვლებოდა, ანუ თავისებურ ჭუპრად დარჩებოდა, მეტ-ნაკლებად მძაფრი განცდები რომ არ არყევდნენ მის საზღვრებს.
    წყლის მეოთხე ნიშანი... რომელია იგი? ვთქვათ ასე: წყალი ჭეშმარიტების სარკეა, აი, ამ ჭეშმარიტებამ დაიკავა მეოთხე ადგილი.
    კი მაგრამ, რა არის თვით ჭეშმარიტება? სად ჰგიეს იგი? ო, ამაზე უსასრულოდ შეიძლება ლაპარაკი, საბოლოოდ კი ალბათ ვერსა- დაც ვერ მივალთ, ამიტომ ცოტათი შევარბილოთ სათქმელი: ჭეშმარიტება (ამჯერად) ისაა, რასაც ჩვენს ირგვლივ ვხედავთ და აღვიქვამთ, თითქოს ყველამ ერთად სარკეში ჩავიხედეთო. ოღონდ რომელ სარკეში? რა გზას ვეწიო მის (ჭეშმარიტე-ბის) დასანახად?
    ახლავე მოგახსენებთ: აიღეთ თასი... სრულიად ჩვეულებ-რივი, არაა აუცილებელი, ოქროსი იყოს, ან რაიმე განსაკუთ-რებული ღირსება ჰქონდეს. ჩაასხით შიგ წყალი პირთამდე, და-დგით იატაკზე, აცადეთ დამშვიდება და აჰა, ჭეშმარიტების სა-რკე თქვენს წინაშეა, შეგიძლიათ ჩაიხედოთ.
სულ ეს არისო? – ალბათ იკითხავთ. დიახ, სულ ესაა, არაფერს
ვაჭარბებ.
    ამ სარკეში ხომ ყველაფერი თავდაყირა მოჩანსო... ვიცი, ეს კითხვა თავისთავად მოფრინავს თქვენი ბაგეებიდან.
დიახ, თავდაყირა მოჩანს და სწორედ ესაა თავი და თავი. რაც წყალზევით უმაღლესია, უმდაბლესია წყლის სიღრმეში.
უმდაბლესი! აი, სწორედ ეს სიტყვა ავლენს ჭეშმარიტებას.
აქ ცოტა დაფიქრება გვმართებს. რასაც ჩვენი სხეული ეთაყვ-ანება, ის ვერ იქნება ჭეშმარიტება. პირიქით, მეტად შორს არის
მისგან. მხოლოდ სულიერი ხედვა უახლოვდება მას, სულიერ ხედვას კი ჩვენი ყოფიერება უმეტეს შემთხვევაში ყველაზე დამდაბლებულ ადგილს მიუჩენს ხოლმე.
    არ გაგონდებათ სიტყვები? `ვინც აამაღლოს თავი თვისი, დამდაბლდეს. და პირიქით, ვინც დაამდაბლოს, ამაღლდეს”... აი, ასეთია სულიერი ხედვა ჭეშმარიტებისა, სულისთვის სწორედ
ასეთი ხედვაა ღირებული.
    წყლით სავსე თასიც ზუსტად ამავეს გვეუბნება და გვანიშ-ნებს, ხომ ხედავთ, წყლისა და სულის თვისებებმა როგორ გადა-კვეთეს ერთმანეთი. კიდევ ერთი ნიშანი, თუ როგორ გვანან
ერთმანეთს.

    ახლა ცოტა ხნით დავტოვოთ დედამიწა... იმ მანძილზე დავ-შორდეთ, საიდანაც მეტეორები ცეცხლოვან ჩირაღდნებად მო-გვევლინებიან ხოლმე. იქიდან უკვე ცხადად დავინახავთ დედამი-წის მთელ ზედაპირს, ზღაპრულ ხალიჩასავით მომხიბლავი სან-ახავია. ჩვენ, რა თქმა უნდა, წყლის ცისფერ ლაქებზე და ძარღვე-ბზე შევაჩერებთ თვალს; მდინარეები, ტბები, ოკეანეები... ყვე-ლაფერი ხელისგულზე გადაგვეშლება. ცხადად ვხედავთ წყლის განფენილობას მთელ დედამიწაზე... და არა მარტო...  მისი სახ-ით ჩვენ ვხედავთ ჭეშმარიტების სარკეს. დედამიწა, ეს იდუმალი ჭურჭელია, პირთამდე წყლით ავსებული. ოღონდ ამჯერად იგი მიუწვდომელია ჩვენთვის, მეტისმეტად დავშორდით და ვერ შევ-ძლებთ მასში ჩახედვას. მნათობებს ეკუთვნით ეს სიმაღლე, მნა-თობები იყურებიან მიწიერი  სიბრძნის სარკეში და იქ საკუთარ თავს ხედავენ... ხედავენ ზუსტად ისეთს, როგორიც თვითონ არიან, მათ შორის  არანაირი განსხვავება არაა. ზუსტად ერთ-ნაირია მნათობთა ჭეშმარიტი არსი და მიწიერ ჭეშმარიტების სარკეში არეკლილი მათი გამოსახულება. ეს იმას ჰგავს ჩემი ნიღბის ორივე სახემ ერთმანეთს რომ ჩახედონ თვალებში, ზუსტად ერთნაირ სახეს დაინახავს ორივე.
    მეხუთე ნიშანს მივადექით... წყალი უნივერსალური გამხს-ნელია, ასეთი გახლავთ მისი მეხუთე თვისება. სკოლის მერხიდანვე ცნობილი ჭეშმარიტებაა, ალბათ ყველას მოეძევება
რაიმე სათქმელი მის შესახებ. ჯერჯერობით წყლის მეორე თვისება გავიხსენოთ: როგორც კი წყალს ჭურჭელში ჩავასხამთ, იგი ცდილობს დაეუფლოს მთელ სივრცეს, თავიდან იშორებს რა ყოველივეს, რაც მასზე მძიმეა ან მსუბუქია. მაგრამ ეს როდია ყველაფერი: ამავე დროს წყალი თავის წიაღში აუცილებლად აატივტივებს იმავე გარემოს სულ უმცირეს ნაწილაკებს, სტუ-მართმოყვრულად უღებს მათ კარებს. დიახ, თუ ამ თვისებას სტუმართმოყვარეობას დავარქმევთ, წყალი ამ მხრივ დედამიწაზე ცნობილ ყველა ნივთიერებას აღემატება. შეიძლება ითქ-ვას, რომ წყალი მეტისმეტად სტუმართმოყვარეა.
    უსასრულოდ მრავალფეროვანია გარემო, რომელშიც წყალს უხდება ყოფნა. ხანდახან წყალსა და გარემოს შორის სრული თანხმიერება და ჰარმონია სუფევს. ასეთია, მაგალითად წყა-როს წყალი... აქ, შეიძლება ითქვას, იდეალურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. წყაროს წყალი ანკარაა, სუფთაა. გამოთქმაც კი არსებობს, წყაროს წყალივით სუფთა... თუ რამეა მასში გახსნი-ლი, მხოლოდ და მხოლოდ საამო და სასარგებლო,  ბუნების გუ-ლუხვი კალთის მიერ ნაბოძები. თანაც ისე, რომ მის სიანკარეს ოდნავადაც არ ვნებს. სამწუხაროდ, ყოველთვის ასე არ ხდება:
    უმეტეს შემთხვევაში იდეალურს ნამდვილად ვერ უწოდებ იმ დამოკიდებულებას, რაც წყალსა და გარემოს შორისაა, წყალიც ვეღარ ინარჩუნებს თავის სიანკარეს, გაჭუჭყიანებას იწყებს.
ხანდახან კი გარემო პირდაპირ ძალადობს წყალზე, მეტისმეტად ბევრი და თანაც მეტად არასასიამოვნო გამხსნელები შეაქვს მასში. ამის შედეგად წყალი სრულიად იცვლება, თავის თავს აღარ ჰგავს. ჩნდება რაღაც ისეთი, რასაც ძალიან უსიამოვნო სახელი, `წუმპე” ჰქვია. დიახ, წუმპე გახლავთ წყალზე გარემოს ძალადობის შედეგი.
    როგორც წყალი, სულიც მეტად სტუმართმოყვარეა (თუ არ ვი-ტყვით, რომ უნივერსალური გამხსნელია...), თავის წიაღში ღებუ-ლობს და ხსნის ყველაფერს, რასაც ჩვენი გული და გონება სთავა-ზობს: ათასგვარი განცდები, გონებისმიერი ხილვები და შთაბე-ჭდილებანი... სული მათ ფართოდ უღებს კარებს. ისინიც აღწევენ მის სიღრმემდე... ცხადია, გარკვეულ კვალსაც ამჩნევენ.
    როგორი შეიძლება იყოს ეს კვალი? ყველაფერი ჩვენს შინა-გან ბუნებაზეა დამოკიდებული... ნათელი და მშვენიერია ეს კვა-ლი (სხეულის მიერ სულზე დაჭდეული), თუ ზეციური მადლიც
თან გვახლავს, ყოველ შემთხვევაში ცდას არ ვაკლებთ, რომ ძალიან არ დავშორდეთ მას. ასეთ დროს გული და გონება მშვენიერებასთან წილნაყარ განცდებს და აზრებს წარმოშობენ...
მათი გამოისობით სული მდიდრდება, ნათლით მოსილი და მრავალმხრივი ხდება; თუ ხატოვნად ვიტყვით, ანკარა წყაროს ედარება, ოღონდ ისეთ წყაროს, ოკეანის სიღრმისეული ძლევა-მოსილებაც რომ თან ახლავს.
  სულიც იმღვრევა, ღარიბდება და მძიმდება, თუ ჩვენი შინა-განი ბუნება აიმღვრა, ბნელი აზრები და განცდები მოგვეძალა ასეთ დროს სული უკვე აღარ ჰგავს ანკარა წყაროს, ისიც აიმღვ-რევა. ამას გარდა, დამცრობა-დაკნინებას იწყებს, თითქოს დიდი გვალვა ჩამოდგაო... ოკეანისეულ ძლევამოსილებაზე ხომ ლა-პარაკიც ზედმეტია.
    ხანდახან გული და გონება მეტისმეტად დაშორდებიან ზეცი-ურ მადლს, ღვარძლიანი და ბოროტეულნი ხდებიან... ანუ სხეუ-ლი ძალადობს სულზე, ასედაც შეიძლება ითქვას. შედეგად სუ-ლიც ჭუჭყიანდება, ჩნდება ერთგვარი სულიერი წუმპე. ზუსტად ისე, როგორც ანკარა წყარო იქცევა ჭუჭყიან წუმპედ გარემოს ძალადობის შედეგად.
    ასე რომ, არაფერი ჩაივლის სულის საზღვრებს მიღმა...
ყველაფერი მასში პოულობს გამოძახილს, სულ უმცირესი ჩქამ-იც კი, ჩვენს არსებაში რომ გაჭაჭანდება.  გვინდა თუ არ გვინ-და, მუდამ ასეა. წყაროს წყალი დედამიწის მფეთქავი ძარღვია, რომელშიც სიცოცხლის ყველა საიდუმლოა გახსნილი. მისი ენა რომ გვ-ცოდნოდა, გავიგებდით, თუ როგორ მიმოიქცევა დედამიწაზე სიცოცხლის დვრიტა.
    ჩვენში მსუფევი სული ზეციური მადლის ნაწილია. ზეციურ მადლს ვეზიარებით, ამასთან შეხმიანება და ბილიკის გაბმა რომ შეგვეძლოს. სული და წყალი, როგორც ყოველთვის, აქაც მხარდამხარ მიაბიჯებენ,  ერთარსნი და განუყრელნი.

    შემდეგი ნიშანი რიცხვით მეექვსეა. თვითგანწმენდა, თვი-თაღდგენა... ასე ეწოდება მას. ყველაზე ტევადია დანარჩენე-ბთან შედარებით. ამ მხრივ იგი მეექვსე რკალს ემსგავსება, რომლის შესახებ მზის ნიღაბი გვესაუბრა.
    პირველშობილი წყალი ყოველთვის წმინდაა... წვიმის წვეთ-ები გავიხსენოთ, ღრუბლის კალთიდან ახლად თავდაღწეულნი.
ჭეშმარიტად, არაფერი ბღალავს მათ სიწმინდეს, ცისარტყელას ფერიც სწორედ ამიტომაა ასე კამკამა და ცინცხალი... ასევე წმინდაა თოვლის ფიფქები, დილის ნამი... წმინდაა ანკარა წყა-რო, მიწიდან ახლად ამოჩქეფებული... სიწმინდის ცხადი გან-სახიერებაა ღრუბლის ქათქათა ფთილა, ტყუილად როდი ხატა-ვენ ანგელოზებს მათ ფონზე.
    როგორც წესი, წყალი დიდხანს ვერ ინარჩუნებს თავდაპირვ-ელ სიწმინდეს. წვიმის წვეთები, თოფლის ფიფქები, დილის ნამი... ეს ყველაფერი მიწისკენ მოემართება. მას ეფინება და მოკლე ხანში სრულიად იცვლის თავდაპირველ სახეს, ჭუჭყიან წუმპედ იქცევა უმეტესწილად.
    ანკარა წყაროსაც იგივე ხვედრი უწერია; როგორც ვიცით,
წყალი უნივერსალური გამხსნელია, ყველანაირ მინარევს სტუ-მართმოყვრულად უღებს კარებს თავის წიაღში, გაჭუჭყიანე-ბაც ამას  მოსდევს: მინარევებს ყოველთვის როდი ასდით ვარ-დის სურნელი. (თუმცა ზოგიერთ ბედნიერ შემთხვევებში ასე-დაც ხდება).
ყველა ზემოთქმული შემთხვევიდან ცხადად ჩანს წყლის იშ-ვიათი უნარი, ჭუჭყი მოსწმინდოს ყველას და ყველაფერს, რასაც კი გზად გადაეყრება. ყოველივე გაასუფთავოს, თვითონ კი გაჭუჭყიანდეს. დიახ, ეს მძიმე ტვირთია, რომელიც წყალმა თავის თავზე აიღო, ამიტომაც იგი ყოველთვის მსხვერპლის რო-ლში გამოდის: ყველაფერს ასუფთავებს, რასაც კი შეეხება, სა-მაგიეროდ, თვითონ კარგავს თავდაპირველ სიწმინდეს.

    ეს განსაკუთრებით ცხადად მდინარის მაგალითზე მოჩანს,
თუ თვალს მივადევნებთ მის მოგზაურობას დედამიწის მკერდ-ზე. მდინარე უდრტვინველად ღებულობს ყველა იმ ბიწს და ჭუჭყს, რასაც ადამიანი დაატეხავს თავზე. მიდის, მიიკლაკნება ოკეანისკენ (სხვა გზა არ აქვს; ყველა მდინარის წყალი ხომ ბო-ლოს ოკეანეში ჩაედინება), სიბინძურესაც თან მიაცურებს. რაც უფრო შორდება თავის დაბადების ადგილს, მით უფრო ჭუჭ-ყიანდება, შესართავთან ხომ სულმთლად წაბილწულია... მისი შემყურე იფიქრებ, რომ სწორედ მან, მდინარემ, იტვირთა ად-ამიანთა მოდგმის მთელი სიბინძურე, თითქოს პასუხს აგებს მის ნაცვლად...
    ჩაედინება მდინარის წაბილწული წყალი ოკეანეში. ოკეანეც ღებულობს (არც ოკეანეს აქვს სხვა გზა) და იწყება მისი უსას-რულო მოგზაურობა ოკეანის წიაღში, რომელსაც შეიძლება გან-წმენდა ვუწოდოთ. მდინარის წყალი თავიდან იშორებს ყველა
იმ ჭუჭყს და ბიწს, რაც დედამიწაზე მოგზაურობისას დააგრო-ვა. მოივლის ოკეანისეულ სიღრმეებს, დედამიწის წიაღსაც ეს-ტუმრება... კიდევ ბევრს იხეტიალებს და ბოლოს ისევ იბადება მშვენიერ ანკარა წყაროდ, რა სახითად თავდაპირველად ამოჩ-ქეფდა დედამიწის მკერდიდან. ეს გახლავთ საოცარ მოგზაუ-რობათა შეკრული ძეწკვი ანუ ცისფერი იკანკლედი (ვფიქრობ, შეიძლება ასედაც ითქვას). მხოლოდ იმ იდუმალი იკანკლედის გავლენის შემდეგ იწმინდება მდინარის წყალი და ხდება მისი ხელახლა დაბადება, ანუ თვითაღდგენა, თვითგანახლება.
    იგივე შეიძლება ითქვას ყველა იმ შემთხვევაშიც, რომელიც ზემოთ ჩამოვთვალე; წვიმის წვეთები, თოფლის ფიფქი თუ დილის ნამი... ეს ყოველივე ჭუჭყიან წუმპეს ქმნიან, მაგრამ აორთქლებისას ისევ ზეცას უბრუნდებიან, ჭუჭყიანი წუმპე კვლავ ღრუბლის ქათქათა ფთილად გარდაისახება. თვითგანა-ხლების, თვითაღდგენის უიშვიათესი უნარის მეოხებით ხდება ეს ყველაფერი, რაც წყალს ეჭვმიუტანლად გააჩნია... წყალი ყოველთვის უბრუნდება თავის პირველშობილ სიწმინდეს.
    როგორც წყალი, პირველშობილი, სულიც წმინდაა... ალბათ შეამჩნევდით, რა კრიალაა ჩვილი ბავშვის თვალები. სწორედ სულის სიწმინდეს და სიანკარეს ამჟღავნებენ ისინი. ამიტომაც ძალზე საამოა მათი ჭვრეტა, დილის ცვარი გაგახსენდებათ, ანდა ანკარა წყაროს ცინცხალი წინწკლები...
    მაგრამ რა ძნელია ამ სიანკარის შენარჩუნება (თუ შეუძლე-ბელი არაა...) ჩაივლის ჩვილობის ასაკი, თვალების სიანკარეც მას გაჰყვება, მათში მღვრიე ნალექი ისადგურებს, სულზე სხე-ულის ძალადობის აშკარა ნიშანი... სული, როგორც წყალი, მსხვე-რპლი ხდება იმ საოცარი უნარისა, ზედმეტი სტუმართმოყვა-რეობა რომ ვუწოდეთ, ეს გარდაუვალია მისთვის.
... და როგორც წყალს, სულსაც გააჩნია თვითგანწმენდის,
თვითაღდგენის უნარი; შეერთვის რა იდუმალ, უსხეულო ოკეა-ნეს (სხეულთან გაყრის შემდგომ), სული იწყებს უსასრულო მოგზაურობას, ხეტიალს მის წიაღში. ამ ხეტიალისას სული იწმი-ნდება, თავისუფლდება იმ ჭუჭყისა და ბიწისგან, სხეულში ყოფნისას რომ დააგროვა. გაივლის სულიერ გარდაქმნათა იკან-კლედს, ბოლოს კი განწმენდილი და აღდგენილი, ხელახლა იბადება საკუთარი თავისგან, ისე, როგორც მღვრიე მდინარე იბადება ანკარა წყაროდ დედამიწის მკერდზე შეკრული ცის-ფერი იკანკლედისგან, ანუ როგორც ღრუბლის ქათქათა ფთი-ლა იბადება ჭუჭყიანი წუმპის ანაორთქლისგან.
    ... და როგორც წესი, სულს ყოველთვის მსხვერპლის როლი აკისრია, თავის თავზე იღებს ყველა სხეულისმიერ ბიწსა და ჭუჭყს. სამაგიეროდ, მხოლოდ სულს აქვს თვითაღდგენის, თვითგანწმენდის უნარი, სხეული ამას სრულიად მოკლებულია. სული, როგორც წყალი, გამუდმებულ ცვალებადობაშია; მუდამ მოძრაობს, სიწმინდედან ბიწისკენ და პირიქით... ესაა მარადიული წრებრუნვა, წყლისა და სულის ორსახა იკანკლედი... სიც-ოცხლეც ხომ ამას ჰქვია...
    აჰა, უკვე მივადექით მეშვიდე ნიშანს, სულ შვიდი უნდა ყოფილ-იყო, როგორც დავთქვით წინასწარ... ეს გახლავთ უნარი ტალღათ-წარმოქმნისა და რაღა თქმა უნდა, სიმშვიდის, გარინდების უნარი;
ეს ორი თვისება ხომ განუყოფლად თანაარსებობენ.
    იტყვით, ტალღათაწარმოქმნის უნარი ამ ქვეყნად  ყველაფერს აქვსო, და არა მარტო წყალს. გეთანხმებით, ტალღა ყოველივეს მსჭვალავს. ყველაფერი, რაც კი არსებობს ამ ქვეყნად, ტალღა-ცაა და სხეულიც ერთსა და იმავე დროს, ოღონდ წყალი აქაც გამორჩეულია. არასდროს არაა ტალღა ისე ლამაზი და ხატოვანი, როგორც მაშინ, როცა წყალს შეიმოსავს სხეულად. ყველაზე ცხადი მაგალითი ოკეანე გახლავთ, მის ზედაპირზე თვით ღმერ-თის სუნთქვა აისახება ტალღების სახით.
    უკვე ვილაპარაკეთ წყლის სიმშვიდის და გარინდების უნარ-ზე, კამკამა ტბორში (ან წყლიან თასში) ჩავიხედეთ და ვიხილეთ ჭეშმარიტების სარკე.
    ახლა კი სულ სხვანაირად მოვიქცეთ: კენჭი ვისროლოთ კამ-კამა ტბორში. მაშინვე გაჩნდებიან პატარა წრიული ტალღები,
ყოველ მხარეს თანაბრად გასრიალდებიან, ტბორის ნაპირებს მიეხლებიან. ცოტაც დავაცადოთ, წრიული ტალღები თანდათან მიილევიან და ბოლოს გაქრებიან. ტბორის ზედაპირი წინანდე-ბურად მოსწორდება.
    კვლავ ჩავაგდოთ კენჭი წყალში, ზემოთ აღწერილი სურათი გან-მეორდება. ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ მყისიერად აღიქვამს წყალი
ტალღას, აღიქვამს და მიჰყვება, მიჰყვება მდოვრედ, რბილად, თანხმიერად. რაღაც გარკვეულ მანძილზე განეფინება და მიილე-ვა. როგორც წესი, ყოველთვის საამოა თვალისთვის საჭვრეტად.
    მაგრამ სულ სხვა სურათი მიიღება, თუ მეტისმეტად ძლიერია  ეს ტალღები, რომლებიც წყალს მსჭვალავენ... ღვარცოფი გაიხსენეთ, გაავებული მღვრიე ტალღა, ყველაფერს რომ ანად-გურებს თავის გზაზე...
    ზუსტად ასევე, ჩვენი სულიც სიმშვიდეში სუფევს, როცა მას არაფერი აშფოთებს და აღელვებს. გარინდებულია, როგორც წყალი კამკამა ტბორში.
    მაგრამ აი, რაღაცამ დაარღვია ეს გარინდება სულისა... რა შეიძლება იყოს ეს რაღაცა? ცხადია, ტბორში გადასროლილი კენჭი ვერ იქნება... ვთქვათ რაიმე გულწრფელი, უანგარო განც-და გვეწვია. გააღვივა ჩვენი ცნობისმოყვარეობა, თავისკენ და-უძლეველი ძალით მიგვიზიდა სიკეთისა და მშვენიერების აღთ-ქმით. ანდა პირიქით, უსიამოვნო სახე დაგვანახა, მოგვიძულა
და უარგვყო... ჩვენი სული მყისიერად ეხმიანება ყოველივე ამას.
    მის წიაღში მაშინვე წარმოიქმნებიან სულიერი ტალღები, ყო-ველ მხარეს გაიშლებიან და ჩვენი სხეულის ნაპირებს მიეხლე-ბიან. ანუ, ჩვენი სულიც აღელდება... სულის მღელვარება! მე-ტისმეტად მრავლისმთქმელი სიტყვაა. რამდენჯერ წარმოგ-ვითქვამს, მაგრამ მის სიღრმისეულ მნიშვნელობას ბოლომდეარ ჩავწვდომივართ. დიახ, სული აღელდება, როგორც წყალი კამკამა ტბორში რაიმე გარეგანი შეშფოთებისას.
    ახლა კი თვით იმ ტალღების ხასიათზე ვთქვათ ორიოდე სი-ტყვა, ჩვენს სულში რომ აღიძვრებიან. მათ სხვადასხვა ხასიათი აქვთ. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორია მათი აღმძვრე-ლი  პირველწყარო (ანუ როგორია კამკამა ტბორში გადაგდე-ბული კენჭი). ხანდახან თითქოს თვით ზეცა შეგვეხმიანება...
  რა ზეაღმტაცი, რა უმსუბუქესი განცდა გვეუფლება მაშინ... ეს იმიტომ, რომ ჩვენს სულში წარმოიშვნენ უმსუბუქესი ტალღე-ბი, თვით მშვენიერებამ მისცა მათ დასაბამი.
    მაგრამ რა უსიამოვნოა და მქისე ტალღები, რომელთა პირ-ველწყარო შორსაა ყოველივე მშვენიერისგან... მძიმედ ეხლები-ან მქისე ტალღები ჩვენი სხეულის ნაპირებს... იმდენად მძიმედ, რომ შეიძლება დაანგრიონ კიდეც. ზუსტად ისე, როგორც ღვარ-ცოფი ანგრევს ყველაფერს თავის გზაზე.
    პირველ შემთხვევაში სულიერი ტალღები ლოცვაა, მეორეში კი წყევლა, ასედაც შეიძლება ითქვას. ტალღა იპყრობს სივრცეს,  სხეული ამ მხრივ ბევრად უფრო მოკრძალებულია. ზღვის ტალღას მივადევნოთ თვალი... უფრო სწორად, ტალღას, რომელმაც ზღვის წყალი შეიმოსა სხეულად. მიტორტმანებს, მიბორგავს, თავგადაკლული მიექანება ნაპირი-სკენ,  არაფერს ეპუება თავის გზაზე, მოუხელთებელია და მო-უთვინიერებელი. მიეახლა ნაპირს, კლდეს შეასკდა, მარილიანი შხეფების კორიანტელად იქცა. ტალღა კლდეზე დაიმსხვრაო,
ასეთ დროს იტყვიან. მაგრამ არა, დაიმსხვრა... წყალი, ტალღამ ისევ გააგრძელა გზა, ოღონდ... სხვა გარემოში; სალი კლდის წიაღში გადაინაცვლა,  წყალი ვეღარ მიჰყვა თან.
    იგივე ითქმის ნებისმიერ ცოცხალ სხეულზე. სული და სხე-ული ერთად მიილტვიან, საითაც გული და გონება უხმობთ. ამ
ლტოლვისას სხეული შეიძლება რაიმე დაბრკოლებას გადა-ეყაროს და იქვე დარჩეს. სული, ცხადია, ვერ შეჩერდება, აგრ-ძელებს სრბოლას სხეულის მიღმა, სულ სხვა სივრცეში განე-ფინება, რომელსაც უკვე თვალს ვეღარ მიადევნებს ადამიანი.
    რა იშვიათად ხდება, ერთმანეთს რომ აუწყონ ნაბიჯი სულმა და სხეულმა... ბევრი გადაულახავი წინააღმდეგობა იჩენს აქ თავს. მაგრამ აი, თამაშის დროს თანხმიერობენ სული და სხეული,
    ისე, როგორც ტალღა და წყალი... ერთმანეთის მხარდამხა მიილტვიან. ალბათ გინახავთ ზღვის ფრთონვა, განა ამ დროს ზღვის ტალღები არ თამაშობენ? არაერთხელ ვახსენე წყაროს
წყალი, ჩანჩქერი, ზაფხულის წვიმა... წყალი თამაშობს ყველა ამ შემთხვევაში, და ამ თამაშს ხშირად ცისარტყელას გვირგვი-ნი ამშვენებს. დიახ, თამაში ყველას გვიყვარს, ვთამაშობთ და
ამით სულ სხვა სამყაროს ვეზიარებით. მე იმის თქმა მინდა, რომ
თამაშის დროს იცვლებიან ჩვეული საზღვრები და განზომილე-ბანი, ირგვლივ ყოველივე განსხვავებული სიცოცხლით იწყებს სუნთქვას. ციური მნათობები მიწაზე ეშვებიან და ისეთი სახით შემოგვყურებენ, თითქოს წილი უნდა დაიდონ ჩვენს თამაშში. დიახ, მხოლოდ თამაშის წყალობით ვიპყრობთ სივრცეს, ყველა სხვა შემთხვევაში ჩაკეტილნი ვრჩებით... და ეს სივრცე თვით უსაზღვროებაზე მეტია...
    ასე რომ, ძვირფასებო, გვანან ერთმანეთს წყალში თუ სულში აღძრული ტალღები, ძალიან გვანან. სულისკენ მიმავალი გზა
მერწევ ბილიკზე... ვიტყოდი, მეტისმეტად მერწევ ბილიკზე გა-დის. ეს ბილიკი მხოლოდ და მხოლოდ ტალღაა. მაცხოვარი ხომ წყალზე დადიოდა... წყალმა და სულმა იცნეს ერთმანეთი.
    და აჰა, გავასრულე სათქმელი, ერთმანეთთან მეშვიდედ დავაწყვილე სული და წყალი. მათი მსგავსებით დავიწყე, ბოლოს კი იმ საზღვრამდე მივედი, სადაც ისინი ერთარსნი გახდნენ. ტალ-ღის წიაღში აღსრულდა ეს საოცრება, ტალღამ შეანივთა სული და წყალი. და რა მივიღეთ? მოთამაშე, გაცელქებული ტალღა, რო-მელსაც მთელი სამყარო ევიწროება. ჩვენი თავყრილობის  მიზა-ნიც ეგ იყო, თამაში. ასე რომ, მგონი მეც გამომივიდა რაღაც თა-მაშისმაგვარი,  და არც ამ იდუმალი ციფრისთვის, შვიდიანისთვის მიღალატია.


    დაასრულა თუ არა ორსახა ნიღაბმა სიტყვა, ყველანი მაშინვე წამოხტნენ სავარძლებიდან და ირგვლივ შემოერტყნენ მშვენიერ აუზს... ეს აუზი მანამდე არ შემინიშნავს, გრანიტისგან
ნაკვეთი კოლონადებით იყო შემოსაზღვრული. ჯერ მათ მრა-ვალსახეობას რა აღწერს, ამაოდ დავშვრები... მერე კიდევ, ამ კოლონადებს შორის რაღაც იშვიათ მცენარეებს გადმოეფინათ
ყვავილებით შემკული მწვანე რტოები. არც ასეთი ყვავილები მენახა სადმე, ცოცხალი არსებებივით იჭვრიტებოდნენ  წყლის სიღრმეში. ნიღბებმაც იწყეს წყალში ჭვრეტა, თან გახარებული ბავშვებივით ჟრიამულობდნენ: `... ჩვენ ახლა ყველას ორი სახე გვაქვსო...” – გავარჩიე მათ ჟრიამულში, (უფრო სწორად, ორი ნიღაბი). რაც შეეხება ორსახა ნიღაბს, ის უკვე ოთხი ნიღბის მფლო-ბელია, უდავო უპირატესობას ფლობს ჩვენთან შედარებით...” – ხმამაღლა გნიასობდნენ ნიღბები... ო, როგორ ჰგავდნენ თამაშით გახარებულ ბავშვებს.
  ორსახა ნიღაბმაც შეიფერა თავისი უპირატესი მდგომარეო-ბა, მთელი ტანით აღიმართა აუზის პირას. ხელები ფართოდ გაშა-ლა, სხვადასხვა პოზას იღებდა, ცდილობდა, რაც შეიძლება მეტი შთაბეჭდილება მოეხდინა როლში შესული მსახიობივით, თან ცალი თვალი მოლივლივე წყლის სარკისკენ ეჭირა. ყვავილებიც ისე აჭყეტდნენ თვალებს, თითქოს ისინიც ერთობოდნენ მას-თან ერთად. რაც გინდა თქვით და ორსახა ნიღაბი ძალიან მოქნილი გამოდგა, პანტომიმის ოსტატი გამახსენა.
ცოტა ხნით ამგვარად გაერთნენ და ისევ დამშვიდდნენ ნიღ-ბები, კვლავ სავარძლებში მოიკალათეს. ცისარტყელას ნიღაბს მიაპყრეს მზერა, ახლა მისი ჯერი იყო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები