ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი ყელბერაშვილი
ჟანრი: პოეზია
9 მაისი, 2016


მაოცნებეთ.

წვეთებს მინდა, რომ შევეხო წამში
და მათთან ერთად მეც დავიცალო.
მწვერვალებს მინდა ვიპყრობდე მთაში,
რთული ბილიკი და გზა ციცაბო

არ მაშინებდეს ამ ოცნებებში,
ქარტეხილები მათთან ძმობილი
აღტაცებული ვიყო ვნებებში,
თუმც, ჩემთვის იყოს გამოგონილი.

რაც ყოველივე მაბედნიერებს,
რაც მაგრძნობინებს ადამიანად, 
ჩემს თავს, რომელიც ამ ბარიერებს
გადაულახავს, იპყრობს მთლიანად.

ერთი მთლიანი მეც მინდა ვიყო,
შემდგარ პერსონად ვიცურო ზღვაში,
არ მსურს ტალღებად იქ გავირიყო, 
სადაც ოცნება გამქრალა ხალხში. 

ჩემი ოცნება ოცნებებს წვდება,
და თითქოს წამით ზეცად ვმაღლდები,
უოცნებოდ კი ვიღაცა კვდება,
უხეშ ზვირთებში ახრჩობს ტალღები.

მე მაოცნებეთ უბრალოდ ხალხო!
წარმოსახვაში  შემოვიარო,
მთების სიმშვიდეც ღრმად ჩავისახლო,
ვიფრინო ღრუბლად და არ ვიარო...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები