ნაწარმოებები


ნაწარმოებების შერჩევა უკრაინაში მიმდინარე ომის თემაზე შექმნილი ლექსებისა და მოთხრობების კრებულისთვის - დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: არმენ არუთინოვი
ჟანრი: პოეზია
8 მაისი, 2016


* * * (თევზის მეტანია)

განა რამდენი ლექსი დავწერე,
სათქმელს რომ აღარ მიტოვებ, ღმერთო,
ტუჩებზე სიტყვის გემო, მომწარო
შემრჩა ვით თითზე სანთლის ნაღვენთი.

როგორც შენ გტკივა უთქმელი ლოცვა,
ისე მაწუხებს ვერწერა ლექსის,
დამშრალი სიტყვა - იუდას კოცნა,
ვერც ვინმეს ვხედავ, არც რამე მესმის.

შენგან დაცლილი შენით ვარ სავსე,
ჩემს გოლგოთაზე მეც მალე მივალ
და ერთმანეთის ხატად და მსგავსად
ორივეს გვწყინს და ორივეს გვტკივა.

07/05/2016

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები