ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546     * * *     "რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ზვიადიი
ჟანრი: საბავშვო
9 მაისი, 2016


ამწვანდა ტყე და მინდვრები

ამწვანდა ტყე და მინდვრები
მოირთო ლურჯი იებით
გალამაზდა და გაივსო
ფერადი მაგნოლიებით

სახლებს,ბაღებს,კარ-მიდამოს
ამშვენებს და ამკობს ია
მორთული და მოკაზმული
მარადმწვანე ბუჩქნარია

გამწვანდა და გალამაზდა
სახლი,ქუჩა და ვილები
გარს ევლება და ამშვენებს
ნაირფერი ყვავილები

************************
გაიღვიძა ქვეყანამ
ლამაზი დღე გათენდა
ამოსული ანაზდად
მზე სხივებსა აფენდა

უწინ ასე ლამაზი
დარი იყო დარობდა
მზის ამოსვლით,ცქერითა
ყვავილები ხარობდა

ისევ დადგა მაისი
ეს ხომ გაზაფხულია
ხალხი შვებით,სალხენად
გარეთ გამოსულია

ანათებს და ასხივებს
მზე სხივების მფრქვეველი
ცხრათვალა მზის ხედვითა
გაიხარებს მჭვრეტელი

მშვენიერი და წყნარი
ამინდი და ხანაა
ასეთი დღის დადგომა
ვისთვის გამოცანაა

***********************

ვიკრიბებით სუყველა
ლექსს გვიამბობს მგოსანი
აგე გახე იმ ჭალებს
ჰყვავის ია,სოსანი
ჩვენ გვეახლა მგოსანი
რომ გვიამბოს ზღაპარი
იქეთ ნაძვი შრიალებს
აქეთ მუხა-ჭადარი

********************
ვუცქერ მთათა ნაპრალებს
კავკასიონს გავცქერი
ვხედავ როგორ ლამაზად
მოჩუხჩუხებს ჩანჩქერი

სილამაზე ამ მთისა
თვალსა ერთობ ატყვევებს
ყველას მას ვინც გასცქერის
ლამაზ ხმაზე ამღერებს

ია-ვარდიც გაშლილა
ირგვლივ საამურადა
როცა სურნელს შევიგრძნობ
ვკვნესი სალამურადა

აქ რამდენი ყვავილი
და სხვაგვარი ხეა
გული ლხენით აივსო
რა ლამაზი დღეა

ორ ზღვას შუა მდებარე
ბრწყინავს კავკასიონი
თავს უეცრად მახსენებს
ხან მტკვარი და რიონი

ვუცქერ მთათა ნაპრალებს
კავკასიონს გავცქერი
ვხედავ როგორ ლამაზად
მოჩუხჩუხებს ჩანჩქერი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები