ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიიც
ჟანრი: პროზა
10 მაისი, 2016


გაორება

მის გონებაში ეხლა ყველაფერი ერთმანეთში იყო არეული, ცდილობდა რაღაც გამოსავალი ეპოვა..... მის სულში ორი არსება ებრძოდა ერთმანეთს, განადგურებული იყო.... დაცლილი და გამოფიტული...... სული ცარიელი იყო ყოველგვარი გრძნობებისაგან..... მას მოწყალება არავისი უნდოდა, არც გაგება და არც თანადგომა, ამ წუთს ადამიანი სჭირდებოდა ვინც მას მოუსმენდა.... ვისაც გაანდობდა იმ ტკივილს რაც გულში ქონდა....... თითქოს რაღაც ძალას ებღაუჭებოდა რომ სიცოცხლისთვის ებრძოლა..... ნუთუ ასეთი ძნელია ქვეყნად იპოვო ადამიანი ვინც გაგიგებს, მოგისმენს და შენი ცხოვრებით დაინტერესდება...მართლაც ძნელი ყოფილა..... საშინელებააა როდესაც ყველას ცხოვრებაში ზედმეტად იგრძნობ თავს, როცა ხვდები რომ არავის სჭირდები.... როცა ხედავ რომ უშენოდ ისე ბედნიერად გრძნობენ თავს რომ თითქოს არც არსებობდი..... როცა შენი არსებობა და არ არსებობა არაფერს ცვლის, მაშინ არც სიცოცხლეს აქვს აზრი..... მაგრამ იქნებ ეს მხოლოდ ეჩვენება სასოწარკვეთილ ადამიანს, ნუთუ არ შეიძლება დედამიწის ზურგზე იყოს კიდევ მეორე ვინც ყველაზე კრიტიკულ მომენტში მოგისმენს, იქნებ შენც დაწყნარდე და მას ამით რა დააკლდება? არც არაფერი..... მაგრამ ძნელია ესეთი მეორე იპოვო, ადამიანი რომელიც შენსავით ფიქრობს, თითქოს შენნაირია მაგრამ შენზე ძლიერი, ვისი ძალაც სიცოცხლისკენ გიბიძგებს და  ნათელი ფერებით დაგანახებს სამყაროს.....
მარინა ხიდის კუთხეს მიეყრდნო...... თვალთაგან ცრემლი სდიოდა, სხეული უკანკალებდა და აზრებს ვერ აწყობდა:"არ უნდა სიკვდილი, მაგრამ არც სიცოცხლის შანსი აქვს, დღეს თუ არა ხვალ მაინც დატოვებს ქვეყანას, დღეს თუ არა ხვალ სამუდამოდ დაემშვიდობება ყველას, მაგრამ რატომ ხვალ? როცა შეიძლება ყველაფერი დღეს დამთავრდეს? რატომ ხვალ? რატომ ორმაგი ტკივილი და ტანჯვა საყვარელ ადამიანებს? ერთხელ მოკვდება ყველასთვის! საყვარელი ადამიანების თვალებში ტკივილს მაინც ვერ დაინახავს!... არადა 20 წუთის წინ სიცოცხლისთვის ბრძოლას აპირებდა, თემოს რომ მოესმინა იქნებ გამბედაობა მოეკრიბა და სიმართლე ეთქვა, მაგრამ თემომ ეს ვერ დაინახა, ვერ დაინახა ტკივილი მარინას სახეზე, ვერ შეამჩნია ცვლილებები ვერც მის გარეგნობაში და ვერც მის სულში.არა თემო არაფერში არაა დამნაშავე, მას უყვარს მარინა ისეთი როგორიც არის და ამიტომ ვერ ამჩნევს მასში უარყოფით ცვლილებებს... პატარა ანგელოზებმა რა დააშავეს? რატომ უნდა გაიზარდონ უდედოდ? რატომ? მაგრამ მათ მაინც მოუწევთ ამ სასტიკ რეალობასთან შეგუება, დღეს თუ არა ხვალ მაინც...მათ სახეზე სასოცარკვეთილებისა და იმედგაცრუების დანახვას კი მარინა ვერ შეეგუება, ვერ აიტანს რომ უყურონ სხვებმა როგორ კვდება....მე მაინც მოვკვდები! "
მობილური ამოიღო რეზოს ნომერი ამოძებნა და დარეკა, რატომღაც მასთან საუბრის სურვილი გაუჩნდა ის ხომ მასზე ძლიერი იყო და ყოველთვის ნათელი ფერებით ანახებდა სამყაროს...... ზარი გავიდა და
-რამოდენიმე წუთში მე დაგირეკავ!- იყო პასუხი
-ჯანდაბა- ტელე მოისროლა- სულელი ყოველთვის სულელი დარჩება, რატომ დაურეკე? რა მინდოდა?რას ვთხოვდი? ეს იყო იმედის მოლოდინი? ან იქნებ უკანასკნელად მინდოდა მისი ხმის გაგონება..... და აი ხო გაიგონე? მაგრამ არა ამ სიტყვების გაგონება არ გინდოდა..... აბა რა გინდოდა ეთქვა? პრინციპში ვერც ვერაფერს გეტყოდა რადგან მხოლოდ თქვენ თვალებს შეუძლიათ საუბარი...... მაპატიე რეზო! მაპატიე რომ შეგაწუხე...... თემო შენც მაპატიე.... მაპატიე რომ სიმართლის თქმა ვერ შევძელი...... მაპატიეთ პატარებო მე ვერ შევძელი თქვენთვის დედობა გამეწია, კარგი დედობა კი არა და უბრალოდ დედობა..... უანგარო და უზომო სიყვარული,პასუხისმგებლობა და თავგანწირვა  თურმე საკმარისი არ არის კარგი დედობისთვის..... დედობა უნდა დაიმსახურო მე კი ეს ვერ შევძელი, ბევრი შეცდომა დაუშვი ალბათ ცხოვრებაში, რადგან ღმერთმა ამის შანსი არ მომცა...... დიდიკო და მამიკო მაპატიეეთ.... თუმცა ვიცი რომ ამას ვერ შეძლებთ.... თქვენ უბრალო ყოფითი შეცდომა ვერ მაპატიეთ და სამუდამოდ დამკარგეთ და სიკვდილს მაპატიებთ? ვიცი რომ ვერა, მაგრამ ისიც ვიცი რომ გული საშინლად გეტკინებათ, ჰოდა ეს გულისტკივილი მაპატიეთ....მაპატიეთ ყველამ...... ძალა არ მყოფნის სიცოცხლის გასაგრძელებლად მითუმეტეს ვიცი რომ წინ კარგი არაფერი მელოდება..... ჩემი არსებობაც მაპატიეთ ჩემი სიცოცხლეც  და ჩემი სიკვდილიც......
გული რაღაც საშინელის მოლოდინში იყო.... რაღაცის ეშინოდა.... და ამ ტკივილის მოლოდინში მტკვარს გადახედა..... მდინარის ხმა თითქოს ეძახოდა......რაღაც ძალა აიძულებდა თვალები დაეხუჭა და მის ხმაურს შერწყმოდა...... მტკვარს ჩახუტებოდა და მის გულში ეპოვა სიმშვიდე..... იქნებ მას მოემინა მისთვის და გაეგო მისი გულისტკივილი..... იქნებ....
საათს დახედა 3სთ და 33 წუთი იყო...
-შენც მაპატიე მტკვარო!-ჩაილაპარაკა მარინამ და მის ზვირთებს შეერწყა..... ზღვისამ მდინარის ტალღებს შეაფარა თავი.....
. . . . .
დილით ყველა საინფორმაციო გამოშვება დანანებით აღნიშნავდა საზარელ ფაქტს: "წუხელ  3სთ და 34 წუთზე საკუთარ ავტომანქანაში მოკლეს ცნობილი ახალგაზრდა ჟურნალისტი რევაზ ნოზაძე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. ".....
ისინი უბრლო ნაცნობები იყვნენ ნაცნობები რომელთაც ბევრი საერთო ქონდათ, ბევრი მათ შორის სიკვდილის დროც.....
"ხელჩაკიდებულნი, წარსდგნენ უფლის წინაშე და მარადიულ სასუფეველში სამუდამოდ ერთად დაიდეს ბინა"..... უცნაური იყო მათი ურთიერთობის ისტორია, უცნაური  და საოცარი  ალბათ სულ 10-ჯერ თუ შეხვდნენ ერთმანეთს, მაგრამ მათ შორის დიდი კავშირი იყო იმდენად დიდი რომ სიკვდილმაც კი ვერ გაყო... მათ ერთ წამს მოუწიათ უფლის წინაშე წარდგომა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები