ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კონსტანტინე იამანიძე
ჟანრი: პოეზია
11 მაისი, 2016


* * *

აქ მხოლოდ ჩიტების ხმა მესმის–დამღალეს.
სულს ვღეჭავ კბილებით და გული მერევა.
სახლი ვარ, რომელსაც ქარებმა ახადეს
ჭერი. და კედლებით ვიკავებ დერეფანს.

ვჩერდები, და სული სასულეს გადამცდა.
მიმართლებს. და ვყლაპავ ცხოვრებას ნაგვიანს.
ასეთი ბედი მაქვს უბედოს – არ ამცდა
დაყარე ხელები! მოვლენ და დაგვიან.

აქ აღარც ჩიტების ხმა მესმის–ვიცვლები.
კარიც და ფანჯრებიც შეტეხეს ეჭვებმა.
მომიჩანს ყინვისგან დამზრალი ფიცრები
და მხრებზე აისხა სიცოცხლე ბეჭებმა.

ქარია,  წვიმებიც თავისას ითხოვენ.
დგანან და უშენო საათებს ყიდიან.
ღამე რომ თავშალით დარაჯობს პითონებს
ჩემია. ჩათვალე – დღეები მითვლიან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები