ნაწარმოებები


რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის„ კონკურსი - 2023     * * *     ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის კონკურსი: „ჭადრის ოქროსფერი ფოთოლი - 2023„     * * *     ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ფორუმზე, კონკურსების გაყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლუტეცია
ჟანრი: პოეზია
11 მაისი, 2016


სასწაული

თუნდაც მოვექცე სათავეში
მკრეხელთა სიის,
არას დავეძებ, მხოლოდ ერთი
თხოვნა მაქვს შენთან;
წყლის ღვინოდ ქცევას, წყალზე გავლას,
და ასე შემდეგ -
უკან გიბრუნებ სასწაულებს
და ერთში გიცვლი:
აშორე ტანჯვა და სიკვდილი
ყველა ბავშვს, ყველგან.
ამჯერად ასე დამიმტკიცე,
რომ აქ ხარ, ღმერთო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები